Shenentho: სამპარლამენტოვანი საქართველოსთვის - Shenentho

Jump to content

  • (3 Pages)
  • +
  • 1
  • 2
  • 3
  • You cannot start a new topic
  • You cannot reply to this topic

სამპარლამენტოვანი საქართველოსთვის წიგნი

#1 User is offline   Shenentho 

  • Vazha Chkhaidze
  • Group: Hosts
  • Posts: 849
  • Joined: 23-August 06
  • Gender:Male

Posted 11 December 2013 - 03:43 PM

ვაჟა შენენთო ჩხაიძე

სამპარლამენტოვანი საქართველოსთვის


შენენთოს 10/05/2013 სიტყვა

Portable Document Format (PDF) posted 18 June 2013 06:04 PM


«ქმენ, რაცა შენი ფერია»
რუსთველი



Attached thumbnail(s)

  • Attached Image: წიგნის ფოტო.jpg

ქმენ, რაცა შენი ფერია! (რ)
0

#2 User is offline   Shenentho 

  • Vazha Chkhaidze
  • Group: Hosts
  • Posts: 849
  • Joined: 23-August 06
  • Gender:Male

Posted 11 December 2013 - 06:00 PM

პარადიგმული წინასიტყვა

• იდენტიფიკაცია (კონტექსტში): შემეცნება-ურთიერთობის პროცესი (§40).

• ქართული საიდენტიფიკაციო გარემოს შექმნა შესაძლებელია მხოლოდ ჰარმონიულად სამწევროვანი საზოგადოების მიერ დიფერენცირებული არჩევნების გზით შექმნილ სამპარლამენტოვან სახელმწიფოში.

• მშვინვიერი თავისუფლება ინდივიდუალურ-პიროვნულ ცხოვრებაში! სულიერი თანასწორობა კანონის წინაშე! ხორციელი ძმობა სამეურნეო ცხოვრებაში!

• საქართველოს ლიბერალურ-დემოკრატიულ-სოციალისტური საპარლამენტო ფედერაციული რესპუბლიკა, ფედერალური სუბიექტებისა და რესპუბლიკის ჰორიზონტალურად სამწევროვანი პარლამენტებით — კულტურა-პოლიტიკა-ეკონომიკა, სადაც დეპუტატები აირჩევიან პროფესიების შესაბამისი საზოგადოებების, კავშირების შიდა არჩევნებით, ხოლო რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე აირჩევა ფედერალური სუბიექტების დეპუტატებიდან როტაციის წესით. ქართლ-კახეთი, იმერეთი, გურია და სამეგრელო, აჭარა და აფხაზეთი, სვანეთი, და ხვანჭკარა :) ... ერთიანი საქართველო!

• არა — ლიბერალურ დემოკრატიას! ევროკავშირს! ევრაზიის კავშირს! ნატოს!

• საქართველოს შეუძლია შევიდეს მხოლოდ სამპარლამენტოვან სახელმწიფოთა თანამეგობრობაში, როდესაც ასეთი შესაძლებლობა გაჩნდება. სწორედ სამპარლამენტოვან სახელმწიფოთა თანამეგობრობამ უნდა ჩაანაცვლოს მომავალში გაერთიანებული ერების ორგანიზაცია.

• დღეს საქართველომ უნდა გააფორმოს სამმხრივი ხელშეკრულება აშშ-თან და რუსეთთან სამხედრო თანამშრომლობის შესახებ.

• ქართულ-ამერიკული შემოქმედება შექმნის ახალ სტაბილურობას დედამიწაზე! ქართულ-დოიჩური მეგობრობა შექმნის ახალ სახელმწიფოებრიობას დედამიწაზე! ქართულ-რუსული სიყვარული შექმნის ახალ სამყაროს!

• შენს ადგილს უხდები!


შენენთო
2013 წლის 14 ივნისი
ქმენ, რაცა შენი ფერია! (რ)
0

#3 User is offline   Shenentho 

  • Vazha Chkhaidze
  • Group: Hosts
  • Posts: 849
  • Joined: 23-August 06
  • Gender:Male

Posted 11 December 2013 - 06:15 PM

მიმართვა

საქართველოს იუსტიციის მინისტრს
ქალბატონ თეა წულუკიანს

საქმე:
ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო
განაცხადი # 22523/09
ფკ მრეტები საქართველოს წინააღმდეგ (II)
ქონებრივი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა
(თვრამეტი მილიონ ასოთხმოცდახუთი ათას სამასოცდახუთი ევრო)

ასლი:
• საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს.
• ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს.
• მედიას.

დანართი:
1. ვაჟა ჩხაიძის 15/03/2010 წერილი სტრასბურგის სასამართლოსადმი: ფკ მრეტები საქართველოს წინააღმდეგ (II) საქმის საბოლოო შეჯამება და ქონებრივი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა.
2. ფკ მრეტების საბანკო ანგარიში.


საქართველო, 10 მაისი, 2013
ვჩ/-


ქალბატონო იუსტიციის მინისტრო,

დიდი ხნის გასაჯაროებული ფაქტია, რომ ზემოაღნიშნულ საქმეს აქვს ორი მხარე: სამართლებრივი და პოლიტიკური.

ამ წერილში წარმოდგენილია ორივე მხარე, შესაბამისი განცალკევებით:

• სამართლებრივი — ოფიციალური რეაგირებისთვის.
• პოლიტიკური — მხოლოდ გასაცნობად.

სამართლებრივი ჭრილი, ძირითადად, ეყრდნობა იუსტიციის მინისტრად თქვენი დანიშვნის შემდეგ საქმეში განვითარებულ მოვლენებს და ამ წერილის #1 დანართს.
პოლიტიკური ჭრილი, ძირითადად, წარმოდგენილია სულიერ-მშვინვიერი პარადიგმებით, რადგან სხვაფრივ მისი გადმოცემა შეუძლებელია.

აქვე მოვნიშნავ პარადიგმას პარადიგმისთვის:

• პარადიგმა: ‘პარა’ — გვერდით, ‘დეიგმა’ — მაგალითი, ნიმუში, ჩვენება, სანახაობა.

• შეუძლებელია მარადიული და/ან საყოველთაოდ განხორციელებადი პარადიგმის არსებობა. მაგ., თანამედროვე პიროვნებისთვის* უმჯობესი პარადიგმა არის მისი უფლებები და თავისუფლებები; პიროვნული ინდივიდუალობისთვის — ანთროპოსოფია, სულისმეცნიერება; ინდივიდუალური პიროვნებისთვის — სტუმარ-მასპინძლობა, არაფრისაგან ქმნადობა.

• შეუძლებელია პარადიგმის სრულყოფილი განმარტებაც კი, რადგან პარადიგმა სხვა არაფერია, თუ არა უშუალოდ სულთაშორისი ურთიერთობების წესების (‘პარა’) ნაკვალევი (‘დეიგმა’).

რაც შეეხება ამ წერილის ფორმას, იგი განპირობებულია ფაქტებით:

• რომ იუსტიციის სამინისტრო წარმოადგენს სახელმწიფოს სტრასბურგის სასამართლოში.
• რომ იუსტიციის მინისტრი არის პოლიტიკური ფიგურა.
• რომ საქმეში, ათწლიანი პაუზის შემდეგ, თქვენ ჩართეთ მედია (§5).
• რომ საზოგადოებაში არსებობს გარკვეული განწყობა და კითხვები ამ წერილში განხილული პრობლემებისადმი.
• რომ მედიის საშუალებით მუდამ ვესაუბრები არა საზოგადოებას, არამედ მის წილხვედრ ინდივიდუალურ პიროვნებებს.
• რომ ეს წერილი პიროვნულად არავის წინააღმდეგ არაა მიმართული, კონკრეტული სახელებიც კი აუცილებლობის ძალითაა მითითებული და სხვა კონტექსტი არ გააჩნია. საუკეთესო ხდომისას, იგი არის კლასიკური primus inter pares** აზროვნების გამომხატველი, უარეს შემთხვევაში — საქართველოს მართლმსაჯულებისა და პოლიტიკის მამხილებელი.
• რომ ეს წერილი არის ვაჟა ჩხაიძის მიერ მრეტის (20/01/1975-10/05/2006 წწ.) და შენენთოს (10/05/2006 წლიდან) სტატუსებით ნაღვაწის ასახვა.
• რომ ამ წერილში, ასევე ჩემს 2003 წლის საპროგრამო მიმართვაში (§49), სიტყვა ”სამოქალაქო” ყველგან გამოყენებულია იძულების წესით, მხოლოდ როგორც მოქმედი იურიდიული ტერმინი.

---

* პიროვნება არის ინდივიდუალობის ფორმა, ინდივიდუალობა არის პიროვნების სულიერება.
** პრიმუს ინტერ პარეს: პირველი თანასწორთა შორის.

ქმენ, რაცა შენი ფერია! (რ)
0

#4 User is offline   Shenentho 

  • Vazha Chkhaidze
  • Group: Hosts
  • Posts: 849
  • Joined: 23-August 06
  • Gender:Male

Posted 11 December 2013 - 06:26 PM

სამართლებრივი ჭრილი


§1
მზაკვრული გეგმა მრეტის 
წინააღმდეგ


ვამხელ მრეტის წინააღმდეგ მიმართულ მზაკვრულ* გეგმას, რომლის განხორციელება თქვენ 2004 წელს დაიწყეთ, როგორც სტრასბურგის სასამართლოს იურისტმა და 2013 წელს დაასრულეთ, როგორც საქართველოს იუსტიციის მინისტრმა.

ამ მართლსაწინააღმდეგო ბრალეული გეგმის თანახმად, ფკ მრეტები საქართველოს წინააღმდეგ საქმემ, რომელიც ცხრა წელიწადში ოთხგზის (!) დაატრიალეთ სტრასბურგსა და თბილისს შორის, კვლავ და დაუსრულებლივ უნდა იტრიალოს ამ წრეზე.

---

* «ზაკვა: პირითა სიყვარულსა იჩემებდეს და გულითა ბოროტი დაიმარხოს» (სულხან-საბა).
ქმენ, რაცა შენი ფერია! (რ)
0

#5 User is offline   Shenentho 

  • Vazha Chkhaidze
  • Group: Hosts
  • Posts: 849
  • Joined: 23-August 06
  • Gender:Male

Posted 11 December 2013 - 06:30 PM

§2
ხალისიანი შეთანხმება 
სტრასბურგში


2012 წლის 1 ოქტომბერს მორიგი საპარლამენტო არჩევნების საშუალებით შეიცვალა ხელისუფლება. 25 ოქტომბერს თქვენ დაინიშნეთ საქართველოს იუსტიციის მინისტრად. 27 ნოემბერს თქვენ გააკეთეთ საჯარო განცხადება, სტრასბურგში ჩასვლისა და ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს (შემდგომ “სტრასბურგის სასამართლო”) თავმჯდომარე დინ შპილმანთან ხალისიანი შეთანხმების შესახებ.
სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ მეტაფორა “ხალისი”, რომელიც თქვენ მცირეოდენი ფიქრის შემდეგ შეარჩიეთ საჯარო გამოსვლისას, აბსოლუტური სიზუსტით გამოხატავს ზემოაღნიშნული მზაკვრული გეგმის არსს: «ხალისი — მოუწყინარი ნდომა» (სულხან-საბა).

თუმცა, ამომრჩევლის უმრავლესობისთვის ეს იყო ახალი ხელისუფლების მისასალმებელი გამოწვევა და წინასაარჩევნო დაპირებების შესასრულებლად გადადგმული ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი.

დიახ, იუსტიციის მინისტრს ჰქონდა ასეთი გამოწვევის უფლებამოსილება, პოლიტიკურ-სამართლებრივი თუ მედიის ჩართულობის კუთხით, რადგან, თქვენივე საჯარო განმარტებებით:

• «იუსტიციის სამინისტრო წარმოადგენს სახელმწიფოს სტრასბურგის სასამართლოში».
• «იუსტიციის მინისტრი არის პოლიტიკური ფიგურა».

ან კი სხვაგვარად როგორ იქნებოდა აღქმული საზოგადოების მიერ თქვენი ეს საჯარო განცხადებები:

• «ჩვენ დავიწყებთ მოლაპარაკებას მომჩივან მხარესთან საქმის მორიგების თაობაზე».
• «ჩვენ სახელმწიფო ვართ აქ იმისთვის, რომ მათი კონკრეტული, ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული პრობლემა მოვაგვაროთ უფრო მოკლე ვადაში».

მართალია, ჩემი პოლიტიკური საზრისი და სტრასბურგის სასამართლოში თქვენი მუშაობის შედეგები არ მიქმნიდა თქვენდამი ნდობის საფუძველს, მაგრამ მაინც შევძელი მეთქვა: «ამჯერად მთავარია არა მისი წარსული იურისტობა, არამედ მისი მომავალი იუსტიციის მინისტრობა».

დიახ, ეს იყო თქვენთვის მოცემული შანსი.
ქმენ, რაცა შენი ფერია! (რ)
0

#6 User is offline   Shenentho 

  • Vazha Chkhaidze
  • Group: Hosts
  • Posts: 849
  • Joined: 23-August 06
  • Gender:Male

Posted 11 December 2013 - 06:33 PM

§3
კანონის უზენაესობის გარანტი 

საქართველოში


ან კი ვინ გახვევდა თავის ბნელ ზრახვებში ისეთი პიროვნების დღესავით ნათელ აზრებს, — აქაც თქვენს საჯარო განცხადებებს დავესესხები:

• ვინც სტრასბურგის სასამართლოში თავად მუშაობდა 2000-2010 წლებში.
• ვინც თავად დატოვა სტრასბურგის სასამართლო და სამშობლოში დაბრუნდა.
• ვისაც მხოლოდ ორი ოცნება ჰქონდა: საქართველოს გათავისუფლება პრეზიდენტ სააკაშვილის დიქტატურისგან და სასამართლოს რეფორმირება.
• ვინც პირველი ოცნება უკვე აისრულა და მეორესაც მალე აისრულებს.

და ვისი ქებათა-ქებაც გვესმის დასავლეთიდან:

«ივანიშვილის უდიდესი წვლილი საქართველოში კანონის უზენაესობის გასაძლიერებლად შესაძლოა, მისი არჩევანი – იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი იყოს».
ქმენ, რაცა შენი ფერია! (რ)
0

#7 User is offline   Shenentho 

  • Vazha Chkhaidze
  • Group: Hosts
  • Posts: 849
  • Joined: 23-August 06
  • Gender:Male

Posted 11 December 2013 - 06:35 PM

§4
თქვენი ლიბერალ-დემოკრატიული ფარსი

დასრულებულია


ფრიად სამწუხაროა, რომ თქვენ მოცემული შანსი ვერ გამოიყენეთ.
თუმცა, როგორც არ უნდა იყოს, თქვენი ეს თვალთმაქცური პიარი მეტად ვეღარ გაგრძელდება.
ნებისმიერ შემთხვევაში, თქვენ მოგიწევთ მიწაზე დაშვება.
თქვენ მეტად ვეღარ ითამაშებთ ადამიანებით.
დიახ, თქვენი ლიბერალ-დემოკრატიული ფარსი დასრულებულია.
ქმენ, რაცა შენი ფერია! (რ)
0

#8 User is offline   Shenentho 

  • Vazha Chkhaidze
  • Group: Hosts
  • Posts: 849
  • Joined: 23-August 06
  • Gender:Male

Posted 11 December 2013 - 06:41 PM

§5
იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის

27.11.2012 საჯარო განცხადება


«მე მინდა რამდენიმე სიტყვით შევეხო იმ მნიშვნელოვან ვიზიტს, რომელიც მე, მთავრობის სახელით, მქონდა წინა კვირაში სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. სტრასბურგში, ევროსაბჭოს ფარგლებში, მე შევხვდი სტრასბურგის სასამართლოს თავმჯდომარეს, ბატონ დინ შპილმანს, სხვადასხვა მოსამართლეებს, მათ შორის იმ სექციის თავმჯდომარეს, სადაც იხილება ქართული საჩივრები, და არაერთ იურისტს, რომელიც სხვადასხვა დონეზე იხილავს ქართულ საქმეებს.

თქვენ იცით, ჩემი ჩასვლის მიზანი იყო შემეთავაზებინა სტრასბურგის სასამართლოსთვის, რომ განვტვირთოთ ევროპული სასამართლო ქართული საჩივრებისგან და კულტურად დავამკვიდროთ საქართველოში ის, რომ ადამიანის უფლებები გვარდებოდეს ქვეყნის შიგნით და ჩვენს მოქალაქეებს არ უწევდეთ საზღვარგარეთ სიარული იმისთვის, რომ ამტკიცონ საკუთარი სიმართლე.

მე გავიგე მათგან, რომ მდგომარეობა სტრასბურგის სასამართლოში არ არის უკეთესი, ვიდრე იყო, როდესაც მე სასამართლო დავტოვე 2010 წლის მაისში. და დღეს სასამართლოს აქვს 700 ქართული საქმე, რომელიც არის დასაბუთებული. ამდენივე, დაახლოებით, საქმე უნდა ჰქონდეთ, რომელიც არ არის დასაბუთებული პირველი შეხედვით. მაგრამ 700 დასაბუთებული საქმე არის ძალიან ბევრი. მაგალითისთვის შეიძლება ითქვას, რომ საფრანგეთს აქვს 60 დასაბუთებული საქმე, დაახლოებით, რომელიც არის გაცილებით დიდი ქვეყანა, თქვენ იცით და, შესაბამისად, საჩივრების რაოდენობაც, ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ, უნდა იყოს, წესით, უფრო მეტი.

სტრასბურგის სასამართლოს მიდგომა იყო საკმაოდ ხალისიანი, ასე ვთქვათ. დიდი სიხარულით შეხვდნენ ამ შეთავაზებას და პირველადი შეთანხმება შედგა შემდეგი სახის: იმ 700 მიმდინარე საქმეზე, დაახლოებით 700 მიმდინარე საქმეზე, რომელიც დასაბუთებულად ითვლება, და ეს ნიშნავს, რომ ეს საქმეები ადრე თუ გვიან მოიტანს ჩვენი ქვეყნისთვის დარღვევის გადაწყვეტილებას და ბიუჯეტიდან გვექნება ძალიან დიდი თანხები გადასახდელი, ამ მიმდინარე საქმეებზე, როგორც კი მათ შესახებ ინდივიდუალურად შეგვატყობინებს სტრასბურგის სასამართლო, ჩვენ დავიწყებთ მოლაპარაკებას მომჩივან მხარესთან საქმის მორიგების თაობაზე. "ჩვენში" ვგულისხმობ იუსტიციის სამინისტროს, რადგან იუსტიციის სამინისტრო წარმოადგენს სახელმწიფოს სტრასბურგის სასამართლოში. ეს მიმდინარე საქმეებს რაც შეეხება.

რაც შეეხება მომავალ საქმეებს, პოტენციურ საქმეებს, რომლებიც შეიძლება შევიდეს ისევ სტრასბურგის სასამართლოში, რადგან ადამიანის უფლებების კუთხით, თქვენ იცით, ოთხ კვირაში სიტუაცია ვერ მოგვარდებოდა ჩვენს ქვეყანაში, მომავალ საქმეებზე ჩვენ შევთანხმდით, რომ სისტემური პრობლემები, რომლთა იდენტიფიკაცია პრაქტიკულად მომხდარია და ვიცით, ძირითადად რა ტიპის დარღვევები ხდება საქართველოში, ჩვენ შევეცდებით, რომ ეს საქმეები მოვაგვაროთ მანამ, ქვეყნის შიგნით, სანამ ისინი წავა სტრასბურგის სასამართლოში.

მე მინდა ყველა მომჩივანს, იმ 700-მდე ადამიანს, ვისაც შეტანილი აქვს სტრასბურგის სასამართლოში საჩივარი, მივმართო იუსტიციის სამინისტროს სახელით და ვუთხრა, რომ თუ კი მათ მიაჩნიათ, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ გაჩნდა შანსი იმისა, რომ მათი კონკრეტული საქმე ქვეყნის შიგნით მოგვარდეს და ისინი არ ელოდონ იმ მომენტს, როდის გვაცნობებს მათი საქმის შესახებ სტრასბურგის სასამართლო და რასაც შეიძლება ზოგ შემთხვევაში ოთხი-ხუთი და მეტი წელი დასჭირდეს, ჩვენ სახელმწიფო ვართ აქ იმისთვის, რომ მათი კონკრეტული, ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული პრობლემა მოვაგვაროთ უფრო მოკლე ვადაში. ეს არის ის კონსტრუქციული შეთავაზება, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ ჩვენს მოქალაქეებს იმისთვს, რომ მათი დარღვეული უფლებები რაც შეიძლება მალე აღდგეს და, კიდევ ერთხელ ვამბობ, მათ არ უწევდეთ სიარული საზღვარგარეთ. სიარულში, რა თქმა უნდა, ვგულისხმობ გაგზავნას საჩივრის, გადატანითი მნიშვნელობით. ეს არის ხარჯებთან დაკავშირებული და, რაც მთავარია, არის დაკავშირებული იმ ძალიან რთულ ფსიქოლოგიურ მდგომარეობასთან, რასაც ჰქვია ლოდინი».
ქმენ, რაცა შენი ფერია! (რ)
0

#9 User is offline   Shenentho 

  • Vazha Chkhaidze
  • Group: Hosts
  • Posts: 849
  • Joined: 23-August 06
  • Gender:Male

Posted 11 December 2013 - 06:49 PM

§6
ფკ მრეტების ადვოკატის, გოჩა სვანიძის მიერ

იუსტიციის მინისტრისადმი გაგზავნილი

საპასუხო 3/12/2012 წერილი


«ფკ მრეტები საქართველოს წინააღმდეგ (II) განცხადების სამართლიანი დაკმაყოფილებისთვის.


ქალბატონო თეა,

გაცნობებთ, რომ წარმოვადგენ თბილისის ფეხბურთის კლუბ მრეტების ინტერესებს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ზემოაღნიშნულ საქმეზე.
მიმდინარე წლის 27 ნოემბერს მოვისმინეთ თქვენი საჯარო განცხადება, სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ არსებული საქმეების მომჩივნებთან მოლაპარაკების საშუალებით შესაძლო დასრულების შესახებ.
ჩემს მარწმუნებელს, ფკ მრეტების პრეზიდენტ ვაჟა ჩხაიძეს მიაჩნია, და ამაში სრულიად ვეთანხმები, რომ ხელისუფლების შეცვლის შედეგად გაჩნდა რეალური შესაძლებლობა ამ გაჭიანურებული დავის კონსტრუქციული მოლაპარაკების გზით დასრულებითვის.
საქმის "ფკ მრეტები საქართველოს წინააღმდეგ (II)" სახელწოდებიდან გამომდინარე შესაძლო გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად აქვე განვმარტავ:

• "ფკ მრეტები საქართველოს წინააღმდეგ" საქმე სტრასბურგის სასამართლოში 2007 წელს დასრულდა.
• სტრასბურგის სასამართლომ ბრალეულად ცნო საქართველოს მთავრობა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 6.1 მუხლის (სამართლიანი სასამართლოს უფლება) დარღვევაში და მოსთხოვა მას საქმეში არსებული პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა, ქონებრივი ზიანის ანაზღაურების სამართლიანი დაკმაყოფილების მიზნით.
• საქმეში ასევე ჩაერთო ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი და საქართველოს მთავრობას ვადა დაუწესა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესასრულებლად.
• საქართველოს მთავრობამ საბოლოო უარი თქვა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულებაზე.
• ფკ მრეტებმა ხელმეორედ მიმართა სტრასბურგის სასამართლოს ქონებრივი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.
• სტრასბურგის სასამართლომ საქმე წარმოებაში მიიღო სახელწოდებით: "ფკ მრეტები საქართველოს წინააღმდეგ (II)".
• საქართველოს მთავრობამ, თითქოს-და ფკ მრეტების საქმის მოგვარების მიზნით, საქართველოს პარლამენტს სასწრაფოდ მიაღებინა არაფრისთვის საჭირო კანონი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების ახალ გარემოებად მიჩნევის შესახებ, რის შემდეგაც საქართველოს მთავრობამ თხოვნით მიმართა სტრასბურგის სასამართლოს და ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტს სტრასბურგის სასამართლოში საქმის შეწყვეტისა და მისი კვლავ საქართველოს იურისდიქციაში დაბრუნების შესახებ.
• ფკ მრეტებმა კატეგორიულად გააპროტესტა საქართველოს მთავრობის ეს წინადადება.
• სტრასბურგის სასამართლომ და ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა არ დააკმაყოფილა საქართველოს მთავრობის თხოვნა.
• ამ საქმეზე მხარეთა წერილობითი მოსმენის პროცედურა 2010 წლის მარტში დასრულდა.
• "ფკ მრეტები საქართველოს წინააღმდეგ" საქმის დასრულებას დასჭირდა 5 წელი, "ფკ მრეტები საქართველოს წინააღმდეგ (II)" საქმის წარმოებაში მიღებიდან ასევე გავიდა 5 წელი. საერთოდ, 17 წელი გავიდა, რაც ეს საქმე დავაშია.
• ფაქტიურად განადგურებული ფკ მრეტები სტრასბურგის სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების აქტიურ მოლოდინშია.
• საქმეში ჩართული ადვოკატები: გოჩა სვანიძე, ალექსანდრე ბარამიძე, იოსებ ბარათაშვილი.
• საქმის წინარე (ფიფა-ს) პერიოდის ადვოკატები: თომას ქროდერი / გერმანია, რაფაელ მულისი / შვეიცარია (ფკ მრეტები არის გერმანული საფეხბურთო საზოგადოების ფილიალი).

დავის არსის სრულყოფილად გადმოსაცემად წარმოგიდგენთ ამ საქმის საბოლოო შეჯამების ასლს, რომელიც ფკ მრეტების პრეზიდენტმა 2010 წლის 15 მარტს გაუგზავნა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს. მოგვიანებით გაიგზავნა ამ წერილის თარგმანი ინგლისურ ენაზე, რითაც სტრასბურგის სასამართლომ დაასრულა მხარეთა მოსმენები.
ვასრულებ რა ჩემი მარწმუნებლის დავალებას, ვაცხადებ, რომ მზად ვარ შევხვდე სახელმწიფოს მხრიდან უფლებამოსილ წარმომადგენელს, როგორც კი მივიღებ შესაბამის შეტყობინებას.»
ქმენ, რაცა შენი ფერია! (რ)
0

#10 User is offline   Shenentho 

  • Vazha Chkhaidze
  • Group: Hosts
  • Posts: 849
  • Joined: 23-August 06
  • Gender:Male

Posted 11 December 2013 - 06:53 PM

§7
სახელმწიფოს და ფკ მრეტების წარმომადგენელთა

პირველი შეხვედრა იუსტიციის სამინისტროში


2012 წლის 25 დეკემბერს, სახელმწიფოს წარმომადგენელთა ინიციატივით, იუსტიციის სამინისტროში გაიმართა მხარეთა პირველი ოფიციალური შეხვედრა. სახელმწიფოს მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე და სახელმწიფო წარმომადგენელი სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ლევან მესხორაძე. ფკ მრეტების მხრიდან შეხვედრას ესწრებოდა ადვოკატი გოჩა სვანიძე. საქმეზე მომხსენებელი იყო ლევან მესხორაძე, რომელმაც ამჯერად ფკ მრეტების ქება-დიდებისთვის სიტყვები არ დაიშურა. შეხვედრის ოქმი არ შემდგარა.

დიალოგის ოფიციალური ნაწილის რეზიუმე:

მესხორაძე: როგორია მრეტების წინადადება?
სვანიძე: ინიციატივა თქვენ გეკუთვნით და წინადადებასაც თქვენგან მოველით. ჩვენი მხარე გამოხატავს სრულ მზაობას სახელმწიფოსთან კონსტრუქციული მოლაპარაკების გზით მორიგების თაობაზე.
მესხორაძე: კეთილი, ვიფიქრებთ, თუ რისი გაკეთება შეგვიძლია.
სვანიძე: თუ არის საქმეში მრეტების მხრიდან თუნდაც ერთი მართლსაწინააღმდეგო ქმედება, თუნდაც რამენაირი გასვლა კანონის ჩარჩოებიდან?
მესხორაძე: მრეტების მხრივ — არანაირი, სახელმწიფოს მხრივ — ყველანაირი.
სვანიძე: უნდა აუნაზღაურდეს თუ არა მრეტებს ქონებრივი ზიანი?
მესხორაძე: უნდა აუნაზღაურდეს.
სვანიძე: მაშ რა გვიშლის ხელს?
მესხორაძე: სამართლებრივი ფორმაა მოსაფიქრებელი.
სვანიძე: ?!
მესხორაძე: ვიფიქრებთ და ისევ ისე დაგიკავშირდებით.
სვანიძე: კეთილი, დაგელოდებით.
ქმენ, რაცა შენი ფერია! (რ)
0

#11 User is offline   Shenentho 

  • Vazha Chkhaidze
  • Group: Hosts
  • Posts: 849
  • Joined: 23-August 06
  • Gender:Male

Posted 11 December 2013 - 06:56 PM

§8
მართლმსაჯულების ხარვეზების შემსწავლელი კომისიის

კანონ-პროექტის საჯარო პრეზენტაცია


2013 წლის 14 თებერვალს გაიმართა იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული "მართლმსაჯულების ხარვეზების შემსწავლელი კომისიის შესახებ" კანონ-პროექტის პრეზენტაცია. მოგვიანებით მოხდა ამ პროექტის საჯარო განხილვა. კანონ-პროექტი შეეხება, სავარაუდოდ, 2004 წლის შემდგომი პერიოდის სისხლის, ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლის საქმეებს. საჯარო განხილვის შედეგები არც თუ სახარბიელო გამოდგა.

დიალოგის რეზიუმე:

• კანონ-პროექტი საბოლოო სახით მომზადდება და პარლამენტში შევა, სავარაუდოდ, 2013 წლის შემოდგომაზე.
• პარლამენტი დაამტკიცებს თუ არა ამ კანონ-პროექტს, ან რა სახით დაამტკიცებს მას, ცხადია, უცნობია, რადგან პროექტს ჰყავს მოწინააღდეგეებიც.
• კომისია, სავარაუდოდ 2014 წლიდან, შეისწავლის ამ საქმეებს, ცხადია თუ იქნება მომჩივანის შესაბამისი მიმართვა.
• კომისიის რეკომენდაციის შემთხვევაში, საქმე გადაეცემა უზენაეს სასამართლოს.
• უზენაესი სასამართლო სავალდებულო (?!) წესით განიხილავს საქმეს, რომლის შედეგი, ცხადია, წინასწარ ვერ იქნება ცნობილი.
• სავარაუდოდ, საქართველოს 2015 წლის ბუჯეტში უნდა გაიწეროს გარკვეული თანხები.
• უცნობია, საერთოდ დათანხმდება თუ არა მთავრობა თანხების გადახდას.
• საჯარო განხილვის მონაწილეთაგან ვერავინ დაიჯერა, რომ აქედან რეალური პოზიტიური შედეგი დადგება.
• იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელმა შემაჯამებელ სიტყვაში განაცხდა: მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ მაინც უნდა შევცუროთ ამ ოკეანეში, რადგან ამას ითხოვს ამომრჩეველი.
ქმენ, რაცა შენი ფერია! (რ)
0

#12 User is offline   Shenentho 

  • Vazha Chkhaidze
  • Group: Hosts
  • Posts: 849
  • Joined: 23-August 06
  • Gender:Male

Posted 11 December 2013 - 06:58 PM

§9
სახელმწიფოსა და ფკ მრეტების წარმომადგენელთა

მეორე შეხვედრა იუსტიციის სამინისტროში


2013 წლის 13 მარტს, ამჯერად ფკ მრეტების ინიციატივით, იუსტიციის სამინისტროში გაიმართა მხარეთა მეორე ოფიციალური შეხვედრა, იგივე შემადგენლობით. შეხვედრის ოქმი არ შემდგარა.

დიალოგის ოფიციალური ნაწილის რეზიუმე:

სვანიძე: ჩვენს მხარეს აქვს შეკითხვა. ცხადია, კვლავ მხოლოდ ოფიციალური პასუხი გვაინტერესებს და არა პირადი მოსაზრებები. ამასთან ერთად, გთხოვთ ცნობად მიიღოთ, რომ ამ შეხვედრის შინაარსს ჩემი მარწმუნებლი საჭიროების შემთხვევაში გაასაჯაროებს და, შესაძლოა, უშუალოდ პრემიერ-მინისტრსაც მიმართოს.
მესხორაძე: თქვენი ნებაა.
სვანიძე: "მართლმსაჯულების ხარვეზების შემსწავლელი კომისის შესახებ" კანონ-პროექტი სტრასბურგის სასამართლოს დასაბუთებულ 700 საქმესაც ეხება?
მესხორაძე: რა თქმა უნდა.
სვანიძე: მრეტებსაც?
მესხორაძე: ცხადია, მრეტებსაც ეხება.
ქმენ, რაცა შენი ფერია! (რ)
0

#13 User is offline   Shenentho 

  • Vazha Chkhaidze
  • Group: Hosts
  • Posts: 849
  • Joined: 23-August 06
  • Gender:Male

Posted 11 December 2013 - 07:02 PM

§10
დასკვნა ანუ

იუსტიციის მინისტრის მძიმე არჩევანი


ზემოთ მოხმობილი გარემოებები, ფაქტობრივი და სამართლებრივი არგუმენტაციის საზრისით, თვითკმარია შესაბამისი დასკვნების გასაკეთებლად, კერძოდ:

1. თუ თქვენი ოპონენტების მიერ საჯაროდ გამოთქმული ეჭვები უსაფუძვლოა და თქვენ კომპეტენტური იურისტი ხართ, ამ შემთხვევაში საჯაროდ უნდა აღიაროთ ზემოაღნიშნულ მზაკვრულ გეგმაში თქვენი მონაწილეობა. დანარჩენი პრემიერ-მინისტრისა და მთავარი პროკურორის გადასაწყვეტი იქნება.

2. ყველა სხვა შემთხვევაში ცალსახად დადასტურდება თქვენი ოპონენტების ეჭვების საფუძვლიანობა თქვენს კომპეტენტურობასთან მიმართებაში. დანარჩენი პრემიერ-მინისტრის გადასაწყვეტი იქნება.

არჩევანი თქვენზეა.
ქმენ, რაცა შენი ფერია! (რ)
0

#14 User is offline   Shenentho 

  • Vazha Chkhaidze
  • Group: Hosts
  • Posts: 849
  • Joined: 23-August 06
  • Gender:Male

Posted 11 December 2013 - 07:05 PM

§11
ჩემი წუხილი და სათქმელი


ეს წერილი აქ უნდა გასრულებულიყო.
და მას სულ სხვა სახე ექნებოდა: 1 გვ. — მომართვა და დასკვნის ორი აბზაცი, 4 გვ. — ზემომოხმობილი მტკიცებულებები.

მაგრამ მედიას თავისი დაუწერელი წეს-კანონები აქვს.
და მეც იძულებული ვარ ათწლიანი პაუზის შემდეგ კვლავ საჯაროდ და გამჭვირვალე ფორმატში გავაგრძელო საუბარი.

თუმცა, ჩემს წუხილი ვაჟა-ფშაველას გვარისაა:

«სხვა რამ მაშინებს, ისა ვსთქვათ,
დამხშობი მზის და მთვარისა,
სამშობლოს დამამხობელი
და გამომჯრელი კარისა».

ხოლო ჩემი სათქმელი რუსთველურია:

«მობურთალსა — მოედანი, მართლად ცემა, მარჯვედ ქნევა»
ქმენ, რაცა შენი ფერია! (რ)
0

#15 User is offline   Shenentho 

  • Vazha Chkhaidze
  • Group: Hosts
  • Posts: 849
  • Joined: 23-August 06
  • Gender:Male

Posted 11 December 2013 - 07:12 PM

§12
პიარი თუ მორიგება?


საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, გარდა პიარისა, ის მაინც უნდა იცოდეს, თუ რას ნიშნავს იურიდიული ტერმინი “მორიგება”, როდესაც მეგობრული მორიგების მაგიდასთან იწვევს მომჩივან მხარეებს. და თუ ესეც არ იცის, მენეჯმენტი ხომ მაინც უნდა იცოდეს?! ისეთი მოადგილე ხომ მაინც უნდა აიყვანოს, მორიგების იურიდიული მნიშვნელობა რომ იცოდეს?!

ქრესტომატიული განმარტება: «მორიგება — მხარეთა შეთანხმება, რომლითაც განისაზღვრება მორიგების პირობები და სრულდება საქმის წარმოება».

იმედია ის მაინც იცით, თუ რას ნიშნავს საქმის წარმოების შეწყვეტა მხარეთა მორიგების გამო.
თუმცა, არც ამის ცოდნაა აუცილებელი. საქართველოს პარლამენტი ახალ კანონს მიიღებს და ყველაფერს “გააპრავებს”. მაგალითდ, იუსტიციის მინისტრი გენპროკურორი აღარ იქნება და მას უმაღლესი იურიდიული განათლება აღარ მოეთხოვება. შესაბამისად, იუსტიციის მინისტრად ნებისმიერი მოქალაქის დანიშვნა იქნება შესაძლებელი, ცხადია, თუ მისი კანდიდატურა მისაღები იქნება პარლამენტისთვის.
მთავარია, საქართველოს იუსტიციის მინისტრს კანონის უზენაესობის დამაჯერებელი პიარი შეეძლოს, თითქოს-და წინა ხელისუფლებასთან არაფერი ჰქონია საერთო, თითქოს-და მე ვწერდი სტრასბურგის სასამართლოში იმ დაუსაბუთებელ აბსურდულ გადაწყვეტილებებს.
ქმენ, რაცა შენი ფერია! (რ)
0

#16 User is offline   Shenentho 

  • Vazha Chkhaidze
  • Group: Hosts
  • Posts: 849
  • Joined: 23-August 06
  • Gender:Male

Posted 11 December 2013 - 08:35 PM

§13
სტრასბურგის სასამართლო და

მხარეთა მეგობრული მორიგების შემოთავაზებები


სტრასბურგის სასამართლომ ამ საქმეში ორგზის შემოგვთავაზა მეგობრული მორიგება.

ფკ მრეტებმა ორგზისვე თანხმობა განაცხადა.
საქართველოს მთავრობამ ორივეჯერ უარი თქვა.

არა-და, ეს საქმე დიდი ხნის უკან დასრულდებოდა, იქნებ ფკ მრეტებიც გადარჩენილიყო და გადასახდელი თანხაც ნაკლები იქნებოდა.

დიახ, სამართლებრივად, მხარეთა მიერ მორიგების აქტზე ხელმოწერის გარდა, სხვა არაფერი იყო საჭირო. ყველა დანარჩენი უკვე გამჟღავნებული მზაკვრული გეგმის ავტორთა ფანტაზიის ნაყოფია მხოლოდ. აქტი გადეგზავნებოდა სტრასბურგის სასამართლოს და შეწყდებოდა საქმის წარმოება.

მერე-და, კონკრეტულად ვისი მართლსაწინააღმდეგო ბრალეული მოქმედების და/ან უმოქმედობის შედეგია, რომ დღეს სახელმწიფომ უნდა ზღოს ამოდენა თანხები?

მართალია, საბოლოო ჯამში, სახელმწიფოს მიერ ფკ მრეტებისთვის გადახდილი თანხები ქვეყნის ბიუჯეტში ფკ დინამო თბილისიდან უნდა დაბრუნდეს, მაგრამ ეს არანაირად არ ამსუბუქებს ამ პირთა ბრალეულობას.

და კიდევ, როდესაც ფკ დინამო თბილისი პირველად ერთ ჟანგიან “ვოლგად”, ხოლო მეორედ ერთ მილიონ ლარად გაიყიდა, ცხადია, არავის დაუჯერებია, რომ ეს იყო მისი რეალური ფასი. ფკ დინამო თბილისი მსოფლიო ფეხბურთის იმ ორმოცდაათი კლუბის სიაშია, რომლის ფასი, მინიმუმ, ასჯერ აღმატება მეორედ გაყიდვის თანხას. მესამე გაყიდვის შესახებ არანაირ ინფორმაციას არ ვფლობ. თუმცა, როგორც არ უნდა იყოს, ფკ დინამო თბილისის სამართალმემკვიდრეობითი ვალდებულებები ძალაშია.

ასე რომ, ამ მხრივ არც სფფ-ს და არც სახელმწიფოს სანერვიულო არაფერი აქვს.
მეტიც, ოფიციალური საჯარო ინფორმაციით, ეს საქმე გამოძიებულია და ერთ-ერთი ბრალეული პირი, ფკ დინამოს მაშინდელი პრეზიდენტი მერაბ ჟორდანია საპროცესო გარიგებით იქნა გათავისუფლებული 0,7 მლნ ლარის გადახდის შემდეგ.

წინა ხელისუფლებას მაშინ ფკ მრეტები რატომღაც არ გახსენებია.
ქმენ, რაცა შენი ფერია! (რ)
0

#17 User is offline   Shenentho 

  • Vazha Chkhaidze
  • Group: Hosts
  • Posts: 849
  • Joined: 23-August 06
  • Gender:Male

Posted 11 December 2013 - 08:39 PM

§14

საერთაშორისო მაფია


როგორც ითქვა, მედიაში ამ საქმეზე ათი წელია არ მისაუბრია. დუმილი მაშინაც კი არ დამირღვევია, როდესაც ჩემს სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა და გასაჯაროება ერთადერთი და აუცილებელი საშუალება იყო.

თუ ფიფა-ს პრეზიდენტთან, იოზეფ ზ. ბლატერთან პოლიტიკურ-სამართლებრივი პაექრობა მედიის მაქსიმალური ჩართვით მიმდინარეობდა, საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პერიოდში ამ პაექრობამ სამართლებრივ კულისებში გადაინაცვლა, რადგან საქმე უკვე სტრასბურგის სასამართლოში იყო (დანართი #1).

თანაც, 2003 წლიდან მთლიანად კულტურის (სულიერების) და პოლიტიკის (სახელმწიფოს სამართლებრივი მოწყობის) ინიციატივებითა და პროექტებით ვარ დაკავებული (იხ. ჩემი ოფიციალური საიტი shenentho.com).

აი, ისინიც, ფკ მრეტები საქართველოს წინააღმდეგ საქმეში ჩართული საერთაშორისო მაფიის* ცნობადი სახეები.

1995-2001 წლებში:
• ფიფა-ს პრეზიდენტი იოზეფ ზ. ბლატერი.
• საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.
• საქართველოს სპორტის მინისტრი კახი ასათიანი.
• ფკ დინამო თბილისის და სფფ-ის პრეზიდენტი მერაბ ჟორდანია.

2004-2010 წლებში (დაემატა):
• საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.
• საქართველოს პარლამენტის თამჯდომარე დავით ბაქრაძე.
• საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი.
• საქართველოს იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი.
• სახელმწიფო წარმომადგენელი სტრასბურგის სასამართლოში ლევან მესხორაძე.
• სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლე მინდია უგრეხელიძე.
• სტრასბურგის სასამართლოს იურისტი თეა წულუკიანი.

მიცემული დავალებების შემსრულებელი მოსამართლეების დონეზე აღარ დავალ.

ცნობისთვის, თავის დროზე ფიფა-ს პრეზიდენტი იოზეფ ზ. ბლატერი ქრისტიან როზენკროიცის სიტყვებით გავაფრთხილე: «ვინც ქარს დათესავს, ქარიშხალს მოიმკის!»
და მოიმკო კიდეც!
ამ წერილის ფორმატი მეტის თქმის საშუალებას არ იძლევა და მხოლოდ ერთს დავძენ: სწორედ ფკ მრეტების სკანდალურმა საქმემ დაუსვა წერტილი ჯერ გენერალური მდივნის, მიშელ ზენ-რუფინენის კარიერას, ხოლო შემდეგ პრეზიდენტ იოზეფ ზ. ბლატერის მეფობას ფიფა-ში.
ზუსტად ისე, როგორც დავპირდი ანუ როგორც ენდრუ ჯენინგსის სკანდალურმა საქმემ დაუსვა წერტილი პრეზიდენტ სამარანჩის მეფობას სოკ-ში (დანართი #1).

---

* საერთაშორისო მაფია (კონტექსტში) — საერთაშორისო სამართალსუბიექტების ხელმძღვანელ პირთა დროებითი გაერთიანება საერთო კერძო ინტერესების საფუძველზე.
ქმენ, რაცა შენი ფერია! (რ)
0

#18 User is offline   Shenentho 

  • Vazha Chkhaidze
  • Group: Hosts
  • Posts: 849
  • Joined: 23-August 06
  • Gender:Male

Posted 11 December 2013 - 08:41 PM

§15
სტრასბურგის სასამართლოს იურისტი

თეა წულუკიანი


დასაწყისშივე ვთქვი, რომ ჩემ წინააღმდეგ მომართული მზაკვრული გეგმის განხორციელება თქვენ 2004 წელს დაიწყეთ, როგორც სტრასბურგის სასამართლოს იურისტმა და 2013 წელს დაასრულეთ, როგორც საქართველოს იუსტიციის მინისტრმა.

სტრასბურგის სასამართლოში თქვენ 2000 წლიდან მუშაობდით და ფკ მრეტები საქართველოს წინააღმდეგ საქმეს პირველი დღიდან იცნობთ. სწორედ თქვენს ხელში გაიარა ამ საქმემ 2004 წლიდან ვიდრე 2010 წლამდე.

2010 წლის 24 თებერვალს თქვენ დატოვეთ სტრასბურგის სასამართლო და საქართველოში დაბრუნდით.
2010 წლის 15 მარტს მე სტრასბურგის სასამართლოს გავუგზავნე ამ საქმის საბოლოო შეჯამება და ქონებრივი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა, რითაც სტრასბურგის სასამართლომ, როგორც უკვე ითქვა, მეორედ (!) დაასრულა მხარეთა მოსმენები (დანართი #1).
და აი გასაოცარი დამთხვევა: 2010-2012 წლებში საბოლოო დადგენილების მიღება კი არა, რომ იტყვიან, სიო არ დაძრულა ამ საქმეში.
მეტიც, სტრასბურგის სასამართლოში 2010 წლის გაზაფხულზე გაგზავნილი სხვა საქმის — სფფ-ს პრეზიდენტობის კანდიდატი ვაჟა ჩხაიძე საქართველოს წინააღმდეგ — ბედი დღემდე უცნობია.

2012 წლის შემოდგომაზე თქვენ იუსტიციის მინისტრად დაინიშნეთ.
და აი კვლავ გასაოცარი დამთხვევა: თქვენ დაუყოვნებლივ მიემგზავრებით სტრასბურგში და დაბრუნებისთანავე ზემოაღნიშნულ საჯარო განცხადებას აკეთებთ (§5), სტრასბურგის სასამართლოს თავმჯდომარესთან შეთანხმების შესახებ, რითაც სრულდება იდუმალებით მოსილი სამწლიანი პაუზა.

მაგრამ ეს ის შემთხვევებია, როდესაც შემთხვევით არაფერი ხდება.
და რაც მთავარია, არაფერი ხდება ფკ მრეტების სასარგებლოდ.

სტრასბურგის სასამართლოში იურისტის თანამდებობაზე თეა წუკუკიანის მოვალეობებში შედიოდა:

«საქართველოს და ნაწილობრივ რუსეთის წინააღმდეგ მიმართული საჩივრების საფუძვლიანობის შესწავლა, ამ საქმეებზე გადაწყვეტილებათა და განჩინებათა შემუშავება და განსახილველად მათი გადაცემა უფლებამოსილი სასამართლო ორგანოებისათვის, სათათბირო ოთახში მომხსენებელი მოსამართლის თანაშემწეობა, საქართველოდან შემოსულ საჩივრებზე მომუშავე დანაყოფის ხელმძღვანელობა და სხვა» (იუსტიციის სამინისტროს ოფიციალური საიტი).

მეტიც, სწორედ თქვენი მიზეზით მოხდა, რომ სტრასბურგის სასამართლოს ხელმეორედ მისაღები გაუხდა ფკ მრეტები საქართველოს წინააღმდეგ მოგებული საქმე (კონვენციის 6.1 მუხლის დარღვევა), იმავე (!) მხარეებს შორის, იმავე (!) საგანზე, იმავე (!) საფუძვლით (ისევ კონვენციის 6.1 მუხლის დარღვევა) და იმავე (!) მტკიცებულებებით (არც მოუთხოვიათ, უკვე გვაქვსო!).

ასე შეთითხნეთ ფკ მრეტები საქართველოს წინააღმდეგ (II) საქმე, რომელიც სამი წელია დასაბუთებული (თქვენივე განცხადების თანახმად) დევს საბოლოო გადაწყვეტილების მოლოდინში (დანართი #1).

მეტიც, სტრასბურგის სასამართლოს მიერ ამ საქმის ხელმეორედ მიღებას წინ, ორგზის (!), უარის თქმის დადგენილებები უძღოდა.

დიახ, საერთაშორისო მაფიას ეს საქმე უკვე ექვსი წლის უკან ჰქონდა მოსროლილი სანაგვეზე. მხოლოდ ჩემი, მეტი რომ არ ვთქვა, კატეგორიული მოთხოვნის შედეგად გადარჩა ეს საქმე.

უფრო მეტიც, სტრასბურგის სასამართლოს მიერ ფკ მრეტები საქართველოს წინააღმდეგ საქმეში მიღებული დადგენილებებიდან ერთიც არ შეიძლება იქნას მიჩნეული დასაბუთებულად. დიახ, თქვენ ამ იურიდიული ტერმინის მნიშვნელობაც კი არ იცით.

ქრესტომატიული განმარტება: «დასაბუთება — სასამართლო განჩინებისა და დადგენილების სარეზოლუციო ნაწილში მოცემული დასკვნების ფაქტობრივი და სამართლებრივი არგუმენტაცია».

მერედა სად არის ყოველივე ეს?!
ეს საქმე სამუდამო შავ ლაქად დარჩება ისედაც სახელგატეხილი სტრასბურგის სასამართლოს ისტორიაში.

თუმცა, სახელმწიფოთა ორ ფეხზე მდგარი გაერთიანების, იგივე ეკონომიკურ-პოლიტიკური გაერთიანების, იგივე უსულო-უსამშვინველო გაერთიანების სასამართლოსგან მეტს რას უნდა ელოდეს კაცი?!
მით უფრო, თუ საქმეში საერთაშორისო მაფიაც არის ჩართული.
ქმენ, რაცა შენი ფერია! (რ)
0

#19 User is offline   Shenentho 

  • Vazha Chkhaidze
  • Group: Hosts
  • Posts: 849
  • Joined: 23-August 06
  • Gender:Male

Posted 11 December 2013 - 08:44 PM

§16
თქვენი კომისიობანას თამაში

2000 წელს დასრულდა


საქართველოს პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის ბრძანებულებით შექმნილი "ქართული ფეხბურთის პრობლემების შემსწავლელი სამთავრობო კომისიის დასკვნა":

«1995 წელს ფკ დინამომ ფკ მანჩესტერ სიტიდან 3,2 მლნ აშშ დოლარი მიიღო ფეხბურთელ ქინქლაძის ტრანსფერის სანაცვლოდ, ხოლო მის ყოფილ კლუბს, მრეტებს კუთვნილი წილი არ მისცა».

აქ მითითებულია მხოლოდ ერთი საერთაშორისო ტრანსფერის თანხა, რომლის 50% ანუ 1,6 მლნ აშშ დოლარი ფკ მრეტებს ეკუთვნოდა.

ამ კომისისამ არ იცოდა, რაც შემდეგ სააკაშვილის პროკურატურამ ფკ მრეტების 04/04/2003 საოლქოს სასამართლოს სარჩელის საფუძველზე გამოარკვია, რომ ფკ დინამომ ასევე არ გადაუხადა ფკ მრეტებს მეორე საერთაშორისო ტრანსეფრიდან მიღებული თანხის 50% ანუ 625.000 ინგლისური ფუნტი სტერლინგი (დანართი #1).

საქართველოს ხელისუფლებას მაშინ უნდა ეფიქრა მოსალოდნელ შედეგებზე. მითუმეტეს, ჩემს ყოველ განცხადებაში მივუთითებდი ამ გარემოებაზე.

ასე რომ, ამ საქმეში თქვენი კომისიობანას თამაში 12 (!) წლის უკან დასრულდა.

და თქვენ, როგორც ახალი ხელისუფლების უმაღლესი ნდობით აღჭურვილი პირი, უნდა იცნობიერებდეთ, თუ რა ითქვა ამ ფაქტის შეხსენებით.
ქმენ, რაცა შენი ფერია! (რ)
0

#20 User is offline   Shenentho 

  • Vazha Chkhaidze
  • Group: Hosts
  • Posts: 849
  • Joined: 23-August 06
  • Gender:Male

Posted 11 December 2013 - 08:46 PM

§17
თქვენი მართლმსაჯულობანას თამაში

2010 წელს დასრულდა


თქვენს ფაილებში დევს ფკ მრეტები საქართველოს წინააღმდეგ საქმის 15/03/2010 საბოლოო შეჯამება (დანართი #1), რითაც სტრასბურგის სასამართლომ ამ საქმეზე უკვე მეორედ (!) დაასრულა მხარეთა მოსმენები. მასში აბსოლუტურად ყველა, არსებული თუ შესაძლო, კითხვის პასუხია მოცემული.

ასე რომ, ამ საქმეში თქვენი მართლმსაჯულობანას თამაში სამი (!) წლის უკან დასრულდა.

და თქვენ, როგორც ახალი ხელისუფლების უმაღლესი ნდობით აღჭურვილი პირი, კიდევ ერთხელ უნდა იცნობიერებდეთ, თუ რა ითქვა ამ ფაქტის შეხსენებით.
ქმენ, რაცა შენი ფერია! (რ)
0

Share this topic:


  • (3 Pages)
  • +
  • 1
  • 2
  • 3
  • You cannot start a new topic
  • You cannot reply to this topic

1 User(s) are reading this topic
0 members, 1 guests, 0 anonymous users