shenentho, on Nov 21 2006, 10:17 PM, said:
. . .
და თუმცა გარემო უკვე გაერთფეროვნებულია (უნიფიცირებულია)
საურთიერთო ენა აღარ არსებობს
ჩვენი კულტურისეული პიროვნების იდენტიფიკაცია შეუძლებელია
მთავარი ისაა, რომ დავიწყეთ
ოოოო, მძიმე სურათია..
იქნებ დასავლურ-ევროპულ რაციონალიზმს დავუთმოთ ჩვენი კულტურის უტევანი (ბერძნულად — სტადიონი, სომხურად — ასპარეზი)?
საქართველოს მოსახლეობა, ნებსით თუ უნებლიედ, დღეს სწორედ ამ უცხო ენაზე მეტყველებს, თუმცა ლექსიკა, მეტ-ნაკლებად, ქართულია!
ან იქნებ, შუა-ევროპულ ნიცშეანიზმს?
საქართველოს მოსახლეობა, ნებსით თუ უნებლიედ, დღეს სწორედ ნიცშეს ირაციონალიზმში ცხოვრობს!
დიახ, დასავლურ-ევროპულ-ამერიკულად "აზროვნებს"
გაორება (ორმაგი სტანდარტი)!
შუა-ევრ-აზიული ზიარკულტურის ზოგი წარმომადგენელი იქამდეც მივიდა, რომ "ორი სახლის იდეას" გვთავაზობს და მას "ბერძნულ-გერმანული შეფუთვით" (?!) გვაწვდის.
და ეს იმ დროს, როცა ამ "იდეის" სულისმხუთველ მარწუხებს თვით იაპონიაც ვეღარ აღწევს თავს!
არის მესამე ან მეოთხე გზა?
ჩვენი თავი ჩვენვე გვეყუდნოდეს!
რისი თქმა სურს ილიას?
თუ თავი შენი შენ გახლავს, ღარიბად არ იხსენები!
რას ამბობს შოთა?
PS გთხოვთ ყურადღებას: აქ პიროვნებისთვის ვსაუბრობთ და არა აღმსარებლობისთვის!

Help
This topic is locked










