ვაჟა ჩხაიძე
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატი
ფკ მრეტების დამფუძნებელ-პარტნიორ-პრეზიდენტი
თბილისი, 24 დეკემბერი, 2002
გუშემატკივარს დაურიგდა ნაბეჭდი ფურცლების სახით
თავისი ინიციატივით გამოაქვეყნა გაზეთმა "11X11"
საიტზე ქვეყნდება პირველად
წინ, ანდროსკენ!
"სპორტის ეს გამორჩეული სახეობა კარგავს მთელ თავის ბრწყინვალებას.
იგი აბსურდულ, დაუმთავრებელ შოუს ემსგავსება. ფეხბურთი ყიდის თავის სულს."
ოლივერ კანი
მეოცე საუკუნის ბოლოს დასავლეთის ფილოსოფიურმა ცნობიერებამ აღიარა, რომ ევოლუციური ინტეგრაციის ეპოქაში ლიბერალურმა დემოკრატიამ მარადიული სახელმწიფოებრივი ტრიადიდან — კულტურა-პოლიტიკა-ეკონომიკა — ამოაგდო ერთი წევრი, კულტურა. აქედან, გასაშუალოება, ერთფეროვნება, კულტურის ცოცხალი აღქმის უუნარობა, უპასუხისმგებლობა, ფსევდო-თავისუფლების პრინციპით ამორალური თავისმართლება: "მე ასე მეგონა".
იგივე ხდება ფეხბურთშიც.
პოლიტიკა-ეკონომიკის ბმული კვლავ აბსტრაქტულ, მკვდარ აზროვნებას უხსნის გზას. შედეგზე ორიენტირებული მწვრთნელის ტაქტიკური სქემები მკვდარს ხომ ვერ აცოცხლებს და ცოცხალსაც კლავს. ფეხბურთელების დაპროგრამებული თამაში ვეღარ აღწევს მიზანს, აღარ იწვევს გულშემატკივრის განცვიფრებით მოგვრილ სიხარულს, რის გარეშეც არ არსებობს გამარჯვებულის თუ დამარცხებულის თანაგრძნობა და იგი უსინდისო სანახაობად იქცევა. ფეხბურთი კარგავს "კულტურათშორისი თამაშის" (ინვარიანტა) ფუნქციას.
მართალია, დაღმასვლა აღმასვლის საწინდარია, ასეთია კანონზომიერება — და არა სიცოცხლე! — მაგრამ ამისთვის შესაბამისი გარემოა აუცილებელი.
მერე-და, გვაქვს ქართული ფეხბურთის შესაფერი გარემო?
არა!
სანაცვლოდ გვაქვს ინტენსიური საუბრები ქართულ ფეხბურთში სხვა კულტურათა მიღწევების ტრანსპლანტაციაზე, ან გლობალიზაციის გზით რაციონალური გარემოს შექმნაზე, განსაკუთრებით, ბავშვთა ფეხბურთში.
მაგრამ გვაქვს გენი, ინსტინქტი მათ მიმართ?
გვახარებს რაციონალური ფეხბურთი?
მარადონას გაცილების გასაოცარმა ზეიმმა უნდა დააფიქროს ფეხბურთის გულშემატკივარი.
კულტურა, პიროვნება, კაცი-ცხოველი მხოლოდ იდუმალ გარემოში იბადება!
"და მათ პოეტთა და იმ დემიურგოსთა ნაშიერად თვლიან, რომელთაც ფარულსა და იდუმალში ჩაწვდომის ნიჭი მიჰმადლებიათ" (დიოტიმა მანტინელი).
სწორედ ამ მიზნით ვამბობ: ქართული ფეხბურთის ცნობიერება მომავალში ანდრო ჟორდანიასკენ უნდა მიიწვართოს.
მოდით, ვითარ-ცა პიროფლიან მამულიშვილთა სახელდების ქართული ტრადიციით გვმართებს, მხოლოდ სახელით მივმართოთ:
წინ, ანდროსკენ!
ანდროსეულ იდუმალ გარემოში ფეხბურთელი იბადებოდა, სახელი იბადებოდა, თამაში იბადებოდა!
ანდრომ შექმნა ქართული ფეხბურთი!
პასუხად, სიცოცხლეში საბჭოთა საქართველოდან მრავალგზის გაძევებული, მოკვეთილია დღესაც!
აგერ, კარს მოგვადგა "ანდრო-99", მაგრამ იგი არც დამოუკიდებელ ქართულ ფეხბურთს ახსოვს!
მერე-და, იცნობიერებს ქართული ფეხბურთი, როგორ იქმნება ანდროსეული იდუმალი გარემო?
როგორ იბადება ანდროსეული "დიავოლ!"-თამაში?
არა!
უჩინარ გვექმნა საჩინო, იდუმალმოქმედი მწვრთნელი!
და ქრება ფეხბურთელი!
და კვდება გულშემატკივარი!
ფეხბურთს ჰქმნის ტრიადა: მწვრთნელი-ფეხბურთელი-გულშემატკივარი, და არა რომელიმე ერთი, ან თუნდაც ორი, მათგანი.
და მათ შორის უპირველესი, ფეხბურთის მოგვი — ანდრო, ვითარ-ცა ვაჟა ფშაველა, ხელმეორედ უნდა აღმოვაჩინოთ.
სწორედ ამ იმედით ვამბობ: წინ, ანდროსკენ!
ანდროსეული გარემო უნდა ქვევრობდეს ბავშვთა ფეხბურთში!
ანდროსეული იდუმალება უნდა ღვინობდეს ქართულ ფეხბურთში!
ანდროსეული თამაში უნდა ლხინობდეს მთელს საქართველოში!
სწორედ ამ ძალისხმევით ვამბობ: წინ, ანდროსკენ!
დაე, ჭეშმარიტად ანდროსეული იდუმალება შთააგონებდეს და განაგებდეს ქართულ ფეხბურთს, რათა არასდროს დაიშრიტოს ქართული წყარო მშვიდობიანი მრავალფეროვნებისა!
Page 1 of 1
წინ, ანდროსკენ! ანდრო-99
#2
Posted 07 February 2009 - 05:52 PM
ქართული ფეხბურთის მესვეურებმა,
და მათ უკან მდგომმა ქვეყნის სახელისუფლებო ძალებმა,
ისე გაატარეს ანდროს 100 წლისთავი,
სიტყვაც არ უთქვამთ ქართული ფეხბურთის გულშემატკივრისთვის
არც გულშემატკივარს დასცდენია სიტყვა
გვიანღაა თითზე კბენანი
რასაც დათესავ, იმას მოიმკი
და მათ უკან მდგომმა ქვეყნის სახელისუფლებო ძალებმა,
ისე გაატარეს ანდროს 100 წლისთავი,
სიტყვაც არ უთქვამთ ქართული ფეხბურთის გულშემატკივრისთვის
არც გულშემატკივარს დასცდენია სიტყვა
გვიანღაა თითზე კბენანი
რასაც დათესავ, იმას მოიმკი
Share this topic:
Page 1 of 1

Help
This topic is locked











