Shenentho: პიროვნებისთვის - Shenentho

Jump to content

Page 1 of 1
  • You cannot start a new topic
  • You cannot reply to this topic

პიროვნებისთვის

#1 User is offline   Shenentho 

  • Vazha Chkhaidze
  • Group: Hosts
  • Posts: 850
  • Joined: 23-August 06
  • Gender:Male

Posted 26 November 2006 - 07:43 PM

View Postshenentho, on Nov 21 2006, 10:17 PM, said:

sandro
. . .
და თუმცა გარემო უკვე გაერთფეროვნებულია (უნიფიცირებულია) :)
საურთიერთო ენა აღარ არსებობს :)
ჩვენი კულტურისეული პიროვნების იდენტიფიკაცია შეუძლებელია :)
მთავარი ისაა, რომ დავიწყეთ :)

ოოოო, მძიმე სურათია.. :)

იქნებ დასავლურ-ევროპულ რაციონალიზმს დავუთმოთ ჩვენი კულტურის უტევანი (ბერძნულად — სტადიონი, სომხურად — ასპარეზი)?
საქართველოს მოსახლეობა, ნებსით თუ უნებლიედ, დღეს სწორედ ამ უცხო ენაზე მეტყველებს, თუმცა ლექსიკა, მეტ-ნაკლებად, ქართულია!

ან იქნებ, შუა-ევროპულ ნიცშეანიზმს?
საქართველოს მოსახლეობა, ნებსით თუ უნებლიედ, დღეს სწორედ ნიცშეს ირაციონალიზმში ცხოვრობს!

დიახ, დასავლურ-ევროპულ-ამერიკულად "აზროვნებს" :( და შუა-ევროპულ-ნიცშეანურად "ცხოვრობს". :)

გაორება (ორმაგი სტანდარტი)!
შუა-ევრ-აზიული ზიარკულტურის ზოგი წარმომადგენელი იქამდეც მივიდა, რომ "ორი სახლის იდეას" გვთავაზობს და მას "ბერძნულ-გერმანული შეფუთვით" (?!) გვაწვდის. :)
და ეს იმ დროს, როცა ამ "იდეის" სულისმხუთველ მარწუხებს თვით იაპონიაც ვეღარ აღწევს თავს!

არის მესამე ან მეოთხე გზა? :)


ჩვენი თავი ჩვენვე გვეყუდნოდეს!
რისი თქმა სურს ილიას?

თუ თავი შენი შენ გახლავს, ღარიბად არ იხსენები!
რას ამბობს შოთა?


PS გთხოვთ ყურადღებას: აქ პიროვნებისთვის ვსაუბრობთ და არა აღმსარებლობისთვის!
ქმენ, რაცა შენი ფერია! (რ)
0

#2 User is offline   Shenentho 

  • Vazha Chkhaidze
  • Group: Hosts
  • Posts: 850
  • Joined: 23-August 06
  • Gender:Male

Posted 28 November 2006 - 01:11 AM

ს უ ლ ხ ა ნ - ს ა ბ ა   ო რ ბ ე ლ ი ა ნ ი

"უმეცრებაჲ სამ სახე არს.
პირველი, არცა სმენა და არცა სწავლა;
მეორე, იჭვით ცოდნა და არა მართლად და სხვის გამოკითხვამდე ქმნა;
მესამე, არცა მართლად ცოდნა და არცა სხვისა კითხვა, რათა არა დაუშალოს და ვერღარა ქმნას.
დიდი გამორჩევა ხამს."

დღეს ყოველ წამს ისმის კითხვები:

- ვის თუ რას ემალება ადამიანი?
- ვისგან თუ რისგან გარბის იგი?
- რატომ ხდება ეს?
- ცნობიერია ეს პროცესი?
- არსებობს დასამალავი, მოსაფარებელი ადგილი?
ქმენ, რაცა შენი ფერია! (რ)
0

#3 Guest_sandro_*

  • Group: Guest

Posted 29 November 2006 - 06:35 PM

დასამალი ადგილი ერთია, იგი მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ თავშია და ამიტომაც არის ამდენი (უკაცრავად რუსული გამოთქმისთვის, მაგრამ მე ამ სიტყვას ვერ ვუპოვე სინონიმი ქართულში) "ზამკნუტი ჩელოვეკ" დღეს.
0

#4 User is offline   Shenentho 

  • Vazha Chkhaidze
  • Group: Hosts
  • Posts: 850
  • Joined: 23-August 06
  • Gender:Male

Posted 07 December 2006 - 02:20 PM

View Postshenentho, on Dec 6 2006, 11:22 PM, said:

წუხელ, შუაევროპაში მყოფ ერთ ქართველ "თვინეიჯერ პოეტესას" ვუთხარი, მესენჯერში —

პლატონი « სოკრატე « დიოტიმა მანტინელი: ყველას სიყვარული უნდა, თანაც, მარადიულად!

ნოშრევანი: თანაც, აქვე და ახლავე!

შტაინერი: მაგრამ ამის განხორციელება მხოლოდ პიროვნულ-ინდივიდუალურად არის შესაძლებელი; პიროვნულმა სიყვარულმა ინდივიდუალურად უნდა სძლიოს სიკვდილს.

შენენთო:

შენ ამბობ: მე!
მე ვამბობ: შენ!
შენენთო პიროვნულ-ინდივიდუალურ რეზონანს ეძებს!
არის ასეთი ურთი-ერთობა? არის სიყვარული!
არა? არა!
შენენთოს სიყვარულს მეხსიერება არ აქვს!
არც მომავალი!

შენ ხარ მიჯნური,
მეგობარი და ხელოვანი,
მრავალჟამიერ!

:)


Posted Image
ქმენ, რაცა შენი ფერია! (რ)
0

#5 Guest_dima_*

  • Group: Guest

Post icon  Posted 17 January 2007 - 10:42 PM

shenentho

View Postshenentho, on Nov 28 2006, 02:11 AM, said:

- ვის თუ რას ემალება ადამიანი?
- ვისგან თუ რისგან გარბის იგი?
- რატომ ხდება ეს?
- ცნობიერია ეს პროცესი?
- არსებობს დასამალავი, მოსაფარებელი ადგილი?

მოდი ამ თამაზე ვისაუბროთ, იქნებ ერთად გავცეთ ამდენ კიხვას პასუხი :)


sandro

რატომ ვიმალებით საკუთარ თავში? :)
ან რამდენ ხანს დავიმალებით? :)
0

#6 User is offline   Shenentho 

  • Vazha Chkhaidze
  • Group: Hosts
  • Posts: 850
  • Joined: 23-August 06
  • Gender:Male

Posted 17 January 2007 - 11:13 PM

მგონი გვეშველა :)
დღეს მამაცი ისაა, ვისაც შეკითხვების არ ეშინია :)
ქმენ, რაცა შენი ფერია! (რ)
0

#7 Guest_dima_*

  • Group: Guest

Posted 17 January 2007 - 11:21 PM

:)
მე ნამდვილად ვერ ვცემ ამ კითხვებს პასუხს :)

ალბათ ცოტაა ისეთი ვინც ამ კითხვებს უპასუხებს:)
0

#8 User is offline   Shenentho 

  • Vazha Chkhaidze
  • Group: Hosts
  • Posts: 850
  • Joined: 23-August 06
  • Gender:Male

Posted 17 January 2007 - 11:27 PM

ვიმედოვნოთ, გამოჩნდება სიტყვის შემაწევარი :)
ქმენ, რაცა შენი ფერია! (რ)
0

#9 Guest_dima_*

  • Group: Guest

Posted 17 January 2007 - 11:39 PM

shenentho

დამეხმარები ამ კითხვების პასუხის პოვნაში? :)
0

#10 User is offline   Shenentho 

  • Vazha Chkhaidze
  • Group: Hosts
  • Posts: 850
  • Joined: 23-August 06
  • Gender:Male

Posted 18 January 2007 - 12:15 AM

dima

ნებისმიერი პიროვნების ნებისმიერი კითხვის პასუხი მისსავე კულტურაშია.
მთავარია ამ პიროვნების კულტურასთან იდენტიფიკაცია (კულტურისეული რეზონანსი).

დასავლური- და შუა-ევროპული კულტურებისაგან განსხვავებით,
ჩვენი კულტურისეული პიროვნებისთვის მთავარია მდინარება (პროცესი)
და არა პასუხები (რეზულტატი). :)

"ბედი ცდაა, გამარჯვება, ღმერთსა უნდეს, მო-ცა-გხვდების" (რუსთველი)

შენ-ც სცადე Posted Image
ქმენ, რაცა შენი ფერია! (რ)
0

#11 Guest_sandro_*

  • Group: Guest

Posted 19 January 2007 - 12:39 AM

dima

Quote

რატომ ვიმალებით საკუთარ თავში ?
ან რამდენ ხანს დავიმალებით?

რატომ ვიმალებით, ეს ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ რომ ვიმალებით ეს ხომ ფაქტია :)
რაც შეეხება დროს, ეს ადამიანზეა დამოკიდებული :)
0

#12 User is offline   Shenentho 

  • Vazha Chkhaidze
  • Group: Hosts
  • Posts: 850
  • Joined: 23-August 06
  • Gender:Male

Posted 19 January 2007 - 02:06 AM

View Postsandro, on Jan 19 2007, 12:39 AM, said:

რატომ ვიმალებით, ეს ნამდვილად არ ვიცი...

სცადე, იქნებ რა ხდება :)

View Postsandro, on Jan 19 2007, 12:39 AM, said:

რაც შეეხება დროს, ეს ადამიანზეა დამოკიდებული :)

ჰო..მაგრამ ადამიანზე თუ პიროვნებაზე? :)
ქმენ, რაცა შენი ფერია! (რ)
0

#13 Guest_sandro_*

  • Group: Guest

Posted 19 January 2007 - 04:13 PM

Quote

ჰო..მაგრამ ადამიანზე თუ პიროვნებაზე?

პიროვნება, ადამიანი თავის თავში არ იმალება.
აი, რაც შეეხება ხალხს, ხალხი ხშირად იმალება თავის თავში.
0

#14 Guest_mediaposter_*

  • Group: Guest

Posted 06 May 2007 - 01:29 AM

mreshut

აქ არ შემოსულხარ?! :(
ნახე, რა დღეში არიან ჩვენი თინეიჯერები! Posted Image
0

Share this topic:


Page 1 of 1
  • You cannot start a new topic
  • You cannot reply to this topic

1 User(s) are reading this topic
0 members, 1 guests, 0 anonymous users