Shenentho: ფკ მრეტები სტრასბურგის სასამართლოში - Shenentho

Jump to content

Page 1 of 1
  • You cannot start a new topic
  • You cannot reply to this topic

ფკ მრეტები სტრასბურგის სასამართლოში საქმის საბოლოო 15/03/2010 შეჯამება

#1 User is offline   Shenentho 

  • Vazha Chkhaidze
  • Group: Hosts
  • Posts: 850
  • Joined: 23-August 06
  • Gender:Male

Posted 11 December 2013 - 03:22 PM

ვაჟა შენენთო ჩხაიძე

ფკ მრეტები სტრასბურგის სასამართლოში


საქმის საბოლოო 15/03/2010 შეჯამება
(ამ წერილით დასრულდა მხარეთა მოსმენები)

ქმენ, რაცა შენი ფერია! (რ)
0

#2 User is offline   Shenentho 

  • Vazha Chkhaidze
  • Group: Hosts
  • Posts: 850
  • Joined: 23-August 06
  • Gender:Male

Posted 11 December 2013 - 04:48 PM

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო
განაცხადი # 22523/09
ფკ მრეტები საქართველოს წინააღმდეგ (II)
ქონებრივი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა

ასლი: ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტს.


ფაქსით და ფოსტით.
დამატებით ერთვის ერთი ეგზემპლარი ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტისთვის გადასაცემდ.
დღეს მხოლოდ ქართულად, ხოლო რამდენიმე დღეში ინგლისურად.

თბილისი, 2010 წლის 15 მარტი


ფკ მრეტები საქართველოს წინააღმდეგ განცხადების სამართლიანი დაკმაყოფილებისთვის
[ სამართლიანი ანაზღაურების თანხა მითითებულია ბოლოში, მუხლი 7. ქონებრივი ზიანის ანაზღაურება ]
ქმენ, რაცა შენი ფერია! (რ)
0

#3 User is offline   Shenentho 

  • Vazha Chkhaidze
  • Group: Hosts
  • Posts: 850
  • Joined: 23-August 06
  • Gender:Male

Posted 11 December 2013 - 04:49 PM

1. ფკ მრეტები სფფ-ს წინააღმდეგ საქმე ფიფა-ში

საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები, ასევე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის (სფფ) და ფიფა-ს გადწყვეტილებები, ცალსახად ადასტურებს:
- რომ ფკ მრეტები იყო სათანადო მომჩივანი პირი და მას მიადგა ზიანი;
- რომ სფფ იყო სათანადო მოპასუხე პირი და არსებობდა მისი ბრალი მოსარჩელე ფკ მრეტებისთვის ზიანის მიყენებაში.

თუმცა, მოვლენები ისე განვითარდა, რომ ფკ მრეტებმა დღემდე ვერ მიიღო მისთვის მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურება:
- საქმის სამართლებრივი საფუძველი იყო ფკ მრეტებსა და ფეხბურთელ ქინქლაძეს შორის გაფორმებული არამოყვარული (პროფესიონალი) ფეხბურთელის 1990 წლის 11 მაისის (სფფ-ს ტიპიური ფორმა #5) და 1990 წლის 5 დეკემბერის (სფფ-ს ტიპიური ფორმა #1) ხელშეკრულებები და ფეხბურთელ ქინქლაძის ფკ მრეტები/ფკ დინამო თბილისი ეროვნული ტრანსფერის 1992 წლის 11 ივლისის ხელშეკრულება, რომლის ძალითაც ფკ მრეტებს ეკუთვნოდა ფეხბურთელ ქინქლაძის საერთაშორისო ტრანსფერიდან ფკ დინამო თბილისის მიერ მიღებული თანხების 50%;
- ფკ დინამო თბილისმა ფკ მრეტებს არ გადაუხადა კუთვნილი თანხა, ჯერ 1.600.000 აშშ დოლარი, ხოლო შემდეგ 625.000 ინგლისური ფუნტი სტერლინგი;
- ფკ მრეტებმა ფკ დინამო თბილსის წინააღმდეგ სფფ-ს მიმართა და მოითხოვა, რომ სფფ-ს სუბიექტს, ფკ დინამო თბილსს ასევე სფფ-ს სუბიექტ ფკ მრეტებისთვის გადაეხადა შესაბამისი ეროვნული ტრანსფერის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხები;
- სფფ-მ, როგორც აღნიშნული ეროვნული ტრანსფერის საქმეში უფლებამოსილმა და ვალდებულმა პირმა, გამოიტანა გადაწყვეტილება, რომელიც სრულიად გარკვევით მიუთითებდა: ფკ მრეტებს ეკუთვნის ფეხბურთელ ქინქლაძის საერთაშორისო ტრანსფერიდან ფკ დინამო თბილისის მიერ მიღებული თანხების 50% და დაავალდებულა ფკ დინამო თბილისი დაწესებულ ვადაში გადაეხადა ფკ მრეტებისთვის კუთვნილი თანხები;
- ფკ დინამო თბილისმა არ ცნო სფფ-ს ეს გადაწყვეტილება და სფფ-ს და ფიფა-ს წესდებების უხეში დარღვევით თბილისის ვაკის სასამართლოს მიმართა სფფ-ს და ფკ მრეტების წინააღმდეგ შემდეგი მოთხოვნით: ბათილად გამოცხადებულიყო მისივე ინიციატივით 5 წლის (!) უკან ფკ მრეტებთან გაფორმებული ფეხბურთელ ქინქლაძის 1992 წლის 11 ივლისის ტრანსფერის ხელშეკრულება. თბილისის ვაკის სასამართლომ ყოველგვარი ახალი გარემოებების გარეშე მიიღო წარმოებაში ხანდაზმული (!) და სფფ/ფიფა-ს კომპეტენციის (!) საქმე, მოპასუხე მხარეთა მონაწილეობის გარეშე (!) განიხილა იგი და 1998 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა ფკ დინამო თბილისის მოთხოვნა: ბათილად ცნო ფეხბურთელ ქინქლაძის ფკ მრეტები/ფკ დინამო თბილისი ეროვნული ტრანსფერის ხელშეკრულება;
- სფფ-მ, თავისი და ფიფა-ს წესდებების საწინააღმდეგოდ, არაფერი იღონა თავისივე სამართლიანი გადაწყვეტილების შესასრულებლად;
- ფკ მრეტებმა სფფ-ს, ასევე ფკ დინამო თბილსის, წინააღმდეგ ფიფა-ს მიმართა და მოითხოვა, რომ სფფ-ს შეესრულებინა თავისივე გადაწყვეტილება;
- ფიფა-მ თავის პირველივე, 1997 წლის 28 აპრილის დირექტივაში მიუთითა სფფ-ს, რომ ეს "საკითხი შიდა საქმეს ეხება" და კატეგორიულად მოსთხოვა სფფ-ს, რომ მას დაუყოვნებლივ შეესრულებინა თავისივე გადაწყვეტილება;
- სფფ-მ თავის მხრივ უარი განაცხადა თავისი წესდებისმიერი მოვალეობების შესრულებაზე;
- ფიფა-მ, თავისი წესდების საწინააღმდეგოდ, არაფერი იღონა თავისი დირექტივების შესასრულებლად, პირიქით: ფიფა-მ საქმე სამი წელი გაჭიმა და მხოლოდ 2000 წლის 24 მარტს მიიღო საბოლოო გადწყვეტილება, ისიც ფიფას-ს წესდების და რეგლამენტის უხეში დარღვევით. ფიფას-ს წესდება და რეგლამენტი არ ჰქმნიდა სამართლებრივ სფუძველს ამ საქმეში აღნიშნული გადაწყვეტილების მისაღებად. არც საქმეში გამართლებული ფკ მრეტების სასარგებლოდ დაწესებილი კომპენსაცია 300.000 აშშ დოლარი იყო სათანადო კომპენსაცია იმ ზიანისათვის, რაც კლუბმა განიცადა და განადგურდა.

ფკ მრეტებმა ფიფა-ს ასოციაციური სამართლის ფარგლებში ამ საქმის გასაჩივრების ყველა გზა ამოწურა და საქართველოს მართლმსაჯულებას მიმართა.

დავამატებ: ფიფა-ს ინიციატივით შემდგომში საგანგებოდ შექმნილ საერთაშორისო არბიტრაჟსაც კი არ ჰქონდა ფიფა-ს საბოლოო გადაწყვეტილების განხილვის უფლებამოსილება.
ქმენ, რაცა შენი ფერია! (რ)
0

#4 User is offline   Shenentho 

  • Vazha Chkhaidze
  • Group: Hosts
  • Posts: 850
  • Joined: 23-August 06
  • Gender:Male

Posted 11 December 2013 - 04:50 PM

2. ფკ მრეტები სფფ-ს წინააღმდეგ საქმე საქართველოს უზენაეს სასამართლოში

- ფკ მრეტებმა, რადგან საქმე ფიფა-ს ასოციაციური სამართლის ფარგლებში უკვე დასრულებული იყო, ფკ მრეტები სფფ-ს წინააღმდეგ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს მიმართა 2003 წლის 4 აპრილის სარჩელით, მისთვის მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით;
- თბილისის საოლქო სასამართლომ 2003 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილებით უარი თქვა ფკ მრეტებისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე;
- ფკ მრეტებმა საქართველოს უზენაეს სასამართლოს მიმართა 2004 წლის 5 იანვრის საკასაციო განცხადებით;
- საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2004 წლის 15 მარტის გადაწყვეტილებით უარი თქვა ფკ მრეტების 2004 წლის 5 იანვრის საკასაციო განცხადების განხილვაზე. შესაბამისად, ძალაში დარჩა თბილისის საოლქო სასამართლოს 2003 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილება.

ფკ მრეტებმა საქართველოში საქმის გასაჩივრების ყველა გზა ამოწურა და ეაუს-ს მიმართა.
ქმენ, რაცა შენი ფერია! (რ)
0

#5 User is offline   Shenentho 

  • Vazha Chkhaidze
  • Group: Hosts
  • Posts: 850
  • Joined: 23-August 06
  • Gender:Male

Posted 11 December 2013 - 04:51 PM

3. ფკ მრეტები საქართველოს წინააღმდეგ საქმე ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში (ეაუს)

- ფკ მრეტებმა ეაუს-ს მიმართა 2004 წლის 25 ოქტომბრის განცხადებით და მოითხოვა, რომ საქართველოს მთავრობას დაკისრებოდა ფკ მრეტებისთვის მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურება, დაახლოებით 14 (თოთხმეტი) მილიონი აშშ დოლარის ოდენობით;
- ეაუს-მ 2007 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებით ბრალეულად ცნო საქართველოს მთავრობა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 6(1) მუხლის – სამართლიანი სასამართლოს უფლება – დარღვევაში და მოსთხოვა მას ფკ მრეტები სფფ-ს წინააღმდეგ საქმეში პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა.
- ფკ მრეტებმა დაწესებულ ვადაში უშედეგოდ გააპროტესტა ეაუს-ს ეს გადაწყვეტილება მოთხოვნით: საქართველოს მთავრობას დაკისრებოდა ფკ მრეტებისთვის მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურება;
- ფკ მრეტებმა, ეაუს-ს 2007 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილების საფუძველზე, 2008 წლის 14 მარტს კვლავ მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს ფკ მრეტები სფფ-ს წინააღმდეგ საქმეში პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის მოთხოვნით;
- საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2008 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილებით ცინიკურად და მუქარის ტონში თქვა საბოლოო უარი ეაუს-ს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. შესაბამისად, საქართველოს მთავრობამ კვლავ ძალაში დატოვა თბილისის საოლქო სასამართლოს 2003 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილება;
- ფკ მრეტებმა კვლავ ეაუს-ს მიმართა მოთხოვნით, რომ ფკ მრეტები საქართველოს წინააღმდეგ საქმე ხელახლა ყოფილიყო მიღებული წარმოებაში, ხოლო საქართველოს მთავრობას დაკისრებოდა ფკ მრეტებისთვის მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურება — თანხის ოდენობა დღეს კონკრეტდება (იხ. მუხლი 7. ქონებრივი ზიანის ანაზღაურება, ასევე დანართი: ფკ მრეტების ანგარიში ქონებრივი ზიანის ოდენობის ანაზღაურების შესახებ);
- საქართველოს მთავრობამ 2010 წლის 11 იანვრის პასუხში ეაუს-ს სთხოვა საქმის შეჩერება და მისი საწყის ეტაპზე დაბრუნება. მთავრობა, როგორც მისი პასუხიდან ირკვევა, ასევე აპირებს იგივე თხოვნით მიმართოს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტს მისი თხოვნის დებატების რეჟიმში განსახილველად.

დიახ, საქართველოს მთავრობა თავს უფლებას აძლევს, რომ 2010 წელს იგივე საქმე 2004 წლის 5 იანვრის მდგომარეობას დაუბრუნოს, თანაც გაურკვეველი ვადებითა და შედეგებით!

ფკ მრეტები კატეგორიულად აპროტესტებს მთავრობის მიერ ამ საქმის საწყის ეტაპზე დაბრუნების მცდელობას და მოითხოვს, რომ საქართველოს მთავრობამ პასუხი აგოს თავის ბრალეულ ქმედებებსა და დამდგარ შედეგებზე: ფკ მრეტებს აუნაზღაურდეს მიყენებული ქონებრივი ზიანი. ამ საკითხს სათანადო ადგილზე დავაკონკრეტებ (იხ. მუხლები: 6. კონვენციის პირველი ოქმის პირველი მუხლის დარღვევა; 7. ქონებრივი ზიანის ანაზღაურება).

ახლა კი ზოგიერთ საკითხს მივაპყრობ ეაუს-ს ყურადღებას, კერძოდ:
- საქრთველოს მთავრობას ამ საქმეში გამოსაკვლევი არაფერი ჰქონდა. ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით ყველაფერი სათანადოდ იყო გამოკვლეული შესაბამისი ინსტიტუტების, სფფ-ს და ფიფა-ს მიერ. საჭირო იყო მხოლოდ საქმის გულდასმით, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე გაცნობა და საქმეში პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა. და ეს უნდა გაკეთებულიყო ჯერ კიდევ შვიდი წლის უკან, ხოლო ეაუს-ს 2007 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილების შემდეგ, მითუმეტეს.
- თუ მთავრობას მართლა სურდა ამ საქმეში სამართლიანობის აღდგენა, მას ეს ეაუს-ს გადაწყვეტილებს შესრულებით უნდა დაემტკიცებინა. მაგრამ მთავრობამ სულ სხვა გადაწყვეტილება მიიღო და განაცხადა: ამ საქმეში პირვანდელი მდგომარეობის აღდგენასთან დაკავშირებით, ჩვენ არათუ ეაუს-ს რეკომენდაციას არ შევასრულებთ, არამედ არც სარეზოლუციო ნაწილში შეტანის შემთხვევაში შევასრულებდით-ო. დიახ, თუ ადრეულ ეტაპზე ყოველივე ეს ხდებოდა მთავრობის კულისური ზეწოლით, ეაუს-ს 2007 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილების შემდეგ ეს უკვე ღიად ხდება, თანაც ცინიკურად. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილება საუკეთესო დასტურია იმისა, რომ საქართველოში სამართლიანი სასამართლო არ არსებობს.
- მთავრობას რომ ამ საქმეში სამართლიანობის აღდგენა სდომოდა, იგი ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ მიცემულ ვადაში, ანუ გასული წლის დეკემბრამდე მოუხმობდა ფკ მრეტებს მოლაპარაკების მაგიდასთან ამ საქმის მეგობრული მოგვარებისთვის. მით უფრო იმ გარემოების გაითვალისწინებით, რომ ფკ მრეტები (დამფუძნებელბი, კრედიტორები/ინვესტორები, მათ შორის გერმანიის იურიდიული და ფიზიკური პირები) 15 წელია მიზანმიმართულად და თანმიმდევრულად იღწვიან ამ საქმეში სამართლიანობის აღდგენისთვის.
- დავამატებ: ფკ მრეტების მიერ წარდგენილი სფფ-ს პრეზიდენტობის ლეგიტიმური (!) კანდიდატი ვაჟა ჩხაიძე სფფ-ს წინააღმდეგ საქმე რვა წელია იჭიმება და ძლივს მიაღწია უზენაეს სასამართლოში კასაციამდე, რომლის პასუხს გასული წლიდან ველოდებით. საერთოდ, ამ საქმის განხილვისა და გადაწყვეტილებების წერილობითი ფორმით მისაღებად წლები და უდიდესი ძალისხმევა გვჭირდება (იხ. დანართი: გოჩა სვანიძის მიმართვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისადმი საქმეზე - სფფ-ს პრეზიდენტობის კანდიდატი ვაჟა ჩხაიძე სფფ-ს წინააღმდეგ). და ეს საქმეც ძალიან ცუდად დასრულდება საქართველოს მთავრობისთვის, და არა მხოლოდ მისთვის.

დიახ, ამ ფონზე ამაზრზენად ჟღერს მთავრობის 2010 წლის 11 იანვრის პასუხი, რომელშიც იგი ეაუს-ს შვიდი (!) წლის შემდეგ სთხოვს საქმის შეჩერებას და მის პირვანდელ სტადიაზე დაბრუნებას, რათა კვლავ განაგრძოს ფკ მრეტების უფლებების აბუჩად აგდება. იგი არაფრისთის შექმნილი კანონპროექტის მანიპულირებით ცდილობს ამ საქმის კვლავ გაწელვას და პასუხისმგებლობისგან თავის არიდებას. ეს ცალსახადაა დასაბუთებული ჩემი სამართალწარმომადგენლების პასუხში (იხ. ალექსანდრე ბარამიძისა და გოჩა სვანიძის შენიშვნები საქართველოს მთავრობის 2010 წლის 11 იანვრის პასუხზე).

ყოველი შემთხვევისთვის დავამატებ: თუ მთავრობას საერთოდ ადარდებს სახელმწიფო ბიუჯეტი, მაშინ იგი ფკ მრეტების გარეშეც, პროკურატურის საშუალებით "მოძებნის" ამ საქმეში ბრალეულ პირებს და მათ სათანადო თანხების გადახდას დააკისრებს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. საამისოდ მას ყველა სამართლებრივი ბერკეტი აქვს. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ მთავრობამ თავის დროზე სწორედ ფკ მრეტების სარჩელების საფუძველზე ორგზის მილიონებით შეავსო ბიუჯეტი ფკ დინამო თბილისის და სფფ-ს ყოფილი პრეზიდენტის დაპატიმრება-გათავისუფლების მეშვეობით (იფორმაცია წარმოდგენილი იყო თავის დროზე ეაუს-ში). მაშინ მთავრობას ფკ მრეტები "რატომღაც" არ გახსენებია.

დიახ, ამ საქმეს ძალიან ბინძური საერთაშორისო კულისები აქვს (იხ. მუხლები: 4. საქართველოს მართლმსაჯულება ფკ მრეტების საქმეში; 5. ფიფა-ს მართლმსაჯულება ფკ მრეტების საქმეში), რასაც მალე მთელი მსოფლიო შეიტყობს ჩემი წიგნით: "ლიბერალ-დემოკრატიული ფარსი".

ვიმედოვნებ, რომ ის ძალები, ვისი უშუალო ხელშეწყობითა და ჩარევით ასეთი მთავრობები თანმიმდევრულად ცვლიან ერთმანეთს საქართველოში, უფრო ღრმად დაფიქრდებიან თავიანთ ქმედებებზე. რადგან დაშვებულ შეცდომებს თუნდაც უმაღლესი ტრიბუნიდან გაკეთებული განცხადებები ვერ შველის. ყველაფერი ეს რომ ძალიან ცუდად დასრულდებოდა, ამის შესახებ მე ჯერ კიდევ 2003 წლის 9 დეკემბერს განვაცხადე და მთელ მსოფლიოს მოვუწოდე ხმა აემაღლებინა უნიფიკაციის წინააღმდეგ (იხ. ვაჟა ჩხაიძე, საქართველოს პრეზიდენტობის პრეტენდენტის სიტყვა, არჩევნები`2004 / shenentho.com - Official website of Vaja ShenEntho Chkhaidze, Identification number: 105169905).
ქმენ, რაცა შენი ფერია! (რ)
0

#6 User is offline   Shenentho 

  • Vazha Chkhaidze
  • Group: Hosts
  • Posts: 850
  • Joined: 23-August 06
  • Gender:Male

Posted 11 December 2013 - 04:52 PM

4. საქართველოს მართლმსაჯულება ფკ მრეტების საქმეში

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2004 წლის 15 მარტის გადაწყვეტილებით უარი თქვა ფკ მრეტების 2004 წლის 5 იანვრის საკასაციო განცხადების განხილვაზე, თბილისის საოლქო სასამართლოს 2003 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილებასთან მიმართებაში, ხოლო ეაუს-მ 2007 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებით ბრალეულად ცნო საქართველოს მთავრობა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 6(1) მუხლის – სამართლიანი სასამართლოს უფლება – დარღვევაში და მოსთხოვა მას ფკ მრეტები სფფ-ს წინააღმდეგ საქმეში პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა, ამდენად ამ საკითხზე მეტად აღარ შევჩერდები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განსახილველი რჩება:
- ფიფა-ს 2000 წლის 24 მარტის საბოლოო გადწყვეტილება;
- თბილისის საოლქო სასამართლოს 2003 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილება.

ცხადია, აუცილებლად დაისმება შეკითხვა: რა სამართლებრივ საფუძველზე დაყრდნობით თქვა უარი ფიფა-მ და საქართველოს სასამართლომ ამ საქმეში ბრალეულ პირთა დასჯასა და/ან ფკ მრეტებისთვის მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურებაზე?

სამწუხაროდ, ამ შეკითხვაზე ერთად-ერთი სწორი პასუხი არსებობს: ფიფა-ს თუ საქართველოს სასამართლოს გადაწყვეტილებებში ან საერთოდ არ არის მითითებული სამართლებრივი საფუძვლები, ან მათ საერთოდ არ აქვს სამართლებრივი კავშირი ფკ მრეტების საქმესთან.

და რადგან ამ საქმეში დაგროვილი ზღვა მასალა შესაძლოა ვერ იქნეს სათანადო სიღრმით შესწავლილი, მოკლე სამართლებრივ ანალიზს ვაკეთებ ზემოაღნიშნული შეკითხვის ჭრილში.

ფიფა-ს 2000 წლის 24 მარტის საბოლოო გადწყვეტილების თანახმად:
- ფკ მრეტები არის სათანადო მომჩივანი პირი და მას მიადგა ზიანი; ფკ მრეტები ზედმიწევნით მისდევს სფფ-ს და ფიფა-ს წესდებებს, რეგლამენტებს, გადაწყვეტილებებს და დირექტივებს; მაგრამ ფიფა გვერდს ვერ აუვლის თბილისის ვაკის სასამართლოს 1998 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებას, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი სადავო ეროვნული ტრანსფერის ხელშეკრულება; ამიტომ ფკ მრეტებს მიეცეს ფეხბურთელ ქინქლაძის, როგორც მოყვარული ფეხბურთელის, ტრანსფერის თანხა; ამასთანავე, ფკ მრეტები გაფრთხილებულ იქნას ფიფა-ს მოთამაშეთა სტატუსის კომისიის 1999 წლის 24 აგვისტოს გადაწყვეტილების აპელაციის ფორმის გამო;
- სფფ არის სათანადო მოპასუხე პირი და არსებობს მისი ბრალი მოსარჩელე ფკ მრეტებისთვის ზიანის მიყენებაში, რადგან ეს საქმე ოთხი წელი გაჭიმა, ბოლოს კი საერთოდ უარი თქვა სფფ-ს და ფიფა-ს წესდებებისმიერი ვალდებულებების შესრულებაზე, რეგლამენტების და დირექტივების მოთხოვნებზე; სფფ-მ მომავალში ურყევად უნდა შეასრულოს თავისი წედებისმიერი მოვალეობები, თავის გადაწყვეტილებები და ფიფა-ს დირექტივები;
- ფკ დინამო თბილისი არის სათანადო მოპასუხე პირი და არსებობს მისი ბრალი მოსარჩელე ფკ მრეტებისთვის ზიანის მიყენებაში; ფკ დინამო თბილისმა უხეშად დაარღვია სფფ-ს და ფიფა-ს წესდებები და რეგლამენტები, გადაწყვეტილებები და არ დაემორჩილა სფფ-ს და ფიფა-ს დირექტივებს; ფკ დინამო თბილისი დაჯარიმდეს ფიფა-ს ბიუჯეტის სასარგებლოდ 20.000 შვეიცარული ფრანკით, ხოლო ფკ მრეტებს გადაუხადოს მოყვარული ფეხბურთელის, გიორგი ქინქლაძის ტრანსფერის თანხა 300.000 აშშ დოლარი. აღნიშნული თანხები ფკ დინამო თბილისმა გადაიხადოს ფკ მრეტების ბიუჯეტში კანონიერად ნაანგარიშევი და იმედიანად დაზღვეული, მაგრამ ბრალეულ პირთა მიერ მითვისებული მილიონობით აშშ დოლარიდან.

არა, ეს ჩემეული ხუმრობა სულაც არ არის. როგორც ქვემოთ ვნახავთ, ზუსტად ასეთია ფიფას გადაწყვეტილება!

სამწუხაროდ, ფიფა-ს არც ქართული მართლმსაჯულება ჩამოუვარდება იმპროვიზაციის ნიჭით.

თბილისის საოლქო სასამართლოს 2003 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილების თანახმად:
- სფფ-ს წესდება არ ჰქმნის ზიანის ანაზღაურების საფუძველს, რადგან იგი ხელშეკრულება არ არის, რათა ზიანის ანაზღაურების ვალდებულება წარმოშვას;
- სფფ-ს წესდებაში არ წერია, რომ სფფ ვალდებულია ტრანსფერის თანხა გადაუხადოს თავის სუბიექტს, ფკ მრეტებს;
- ფკ მრეტებს თავად მიუძღვის ბრალი მისთვის მიყენებული ზიანის დადგომაში, რადგან მან თავის დროზე არ გაასაჩივრა საქმეში არსებული თბილისის ვაკის სასამართლოს 1998 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება;
- შესაბამისად, არ არსებობს ფკ მრეტების მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

სიმართლე ითქვას, ამ აბსურდის თეატრს რეცენზიები უფრო მოუხდებოდა, ვიდრე სამართლებრივი განმარტებები, რასაც ბოლოდან დავიწყებ.

თბილისის საოლქო სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო შემდეგი უდავო ფაქტები:
- სფფ-ს წედება სწორედ რომ ხელშეკრულებაა, თანაც მისი სუბიექტების დამფუძნებელი ხელეკრულება, რომელიც სავალდებულო წესით არის რეგისტრირებული საქართველოს სასამართლოს მიერ, რაც ნიშნავს: იგი სახელმწიფოს მიერ აღიარებულია და დადასტურებულია მისი შესაბამისობა მოქმედ კანონმდებლობასთან, სფფ-ს მიერ ფაქტიური მართლმსაჯულების (ფიფა-ს ასოციაციური სამართლის) უზრუნველყოფისა და განხორციელების ვალდებულებით.
- სფფ-ს წედებაში, ასევე მის საფუძველზე სავალდებულო წესით შექმნილ რეგლამენტში (ფიფა-ს რეგლამენტის ანალოგიურია), ცალსახადაა გაწერილი მსგავსი სადავო საქმეების ყველა შესაძლო დეტალი.
- ფიფა-ს ასოციაციურ სამართალში არც ფიფა-ს, არც კონფედერაციებს და არც ეროვნულ ფედერაციებს არანაირი ტრანსფერის თანხის გადახდის ვალდებულება არ აქვთ. შესაბამისად, ფკ მრეტებს არასდროს არსად დაუყენებია საკითხი, მათ შორის არც თბილისის საოლქო სასამართლოში, რომ სფფ-ს ან ფიფა-ს ფეხბურთელის ტრანსფერის თანხა უნდა გადეხადა მისთვის. ფკ მრეტებმა მხოლოდ მისთვის მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა დააყენა. ფეხბურთელის საერთაშორისო ტრანსფერის საბაზრო თანხის ოდენობა კი ნახსენები იყო მხოლოდ ფკ მრეტებისთვის მიყენებული ზიანის ოდენობის დადგენასთან დაკავშირებით.
- ფკ მრეტები არასდროს მდგარა თბილისის ვაკის სასამართლოს 1998 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილების გასაჩივრების აუცილებლობის წინაშე. პირიქით, ფკ მრეტები თავად თხოვდა სფფ-ს და ფიფა-ს ზუსტად იმას, რაც თბილისის ვაკის სასამართლოს 1998 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში დაფიქსირდა. უფრო მეტიც, ფკ მრეტებმა და ფიფა-მ ცნეს და გაიზიარეს ფკ დინამო თბილისის სარჩელის საფუძველზე გამოტანილი თბილისის ვაკის სასამართლოს 1998 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება, კერძოდ ის გარემოება, რომ ბათილად იქნა ცნობილი ფკ მრეტების არამოყვარული (პროფესიონალი) ფეხბურთელის, გიორგი ქინქლაძის ფკ მრეტები/ფკ დინამო თბილისი ტრანსფერის 1992 წლის 11 ივლისის ეროვნული ტრანსფერის ხელშეკრულება. ფკ მრეტების მიერ თბილისის საოლქო სასამართლოში წარდგენილი სარჩელი სწორედ თბილისის ვაკის რაიონის სასამართლოს და სფფ-ს მართლსაწინააღმდეგო გადაწყვეტილებების სამართლებრივ შედეგებს ეფუძნება.

თბილისის ვაკის სასამართლომ ბათილად ცნო ფეხბურთელის ეროვნული ტრანსფერის სადავო ხელშეკრულება, რაც იმას ნიშნავს, რომ ფკ მრეტებსა და ფეხბურთელ ქინქლაძეს შორის 1990 წელს დადებული სფფ-ს ტიპიური ფორმის არამოყვარული ფეხბურთელის ხელშეკრულებებიდან წარმოშობილი ქონებრივი უფლება ხელყოფილ იქნა ფკ დინამო თბილისის მიერ სათანადო სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ ფკ დინამო თბილისსა და ფკ მრეტებს შორის ფეხბურთელ ქინქლაძის ფკ დინამო თბილისში გადასვლის ხელშეკრუკლება არ დადებულა, რასაც ნიშნავს იურიდიულად ტერმინი "ბათილობა", გამოდის რომ ფეხბურთელი ქინქლაძე ისე აღმოჩნდა ფკ დინამო თბილისში, რომ ჯერ კიდევ ძალაში იყო ფკ მრეტებსა და ფეხბურთელ ქინქლაძეს შორის გაფორმებული არამოყვარული (პროფესიონალი) ფეხბურთელის 1990 წლის 11 მაისის (სფფ-ს ტიპიური ფორმა #5) და 1990 წლის 5 დეკემბერის (სფფ-ს ტიპიური ფორმა #1) ხელშეკრულებები. გამოდის, რომ ფეხბურთელი ქინქლაძე, რომელიც სამართლებრივად იყო დაკავშირებული ფკ მრეტებთან, ფაქტობრივად ფკ მრეტების ნებისა და, შესაბამისად, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე აღმოჩნდა ჯერ ფკ დინამო თბილისში, ხოლო შემდეგ ფკ მანჩესტერ სიტიში და ფკ აიაქს ამსტერდამში. შესაბამისად, გამოდის, რომ ფკ დინამო თბილისმა ფეხბურთელ ქინქლაძის საერთაშორისო ტრანსფერის საშუალებით სხვისი (ფკ მრეტების) ქონება გაასხვისა. აღნიშნული ქონებრივი უფლების ღირებულება კი განისაზღვრა ფკ დინამო თბილისის მიერ ფეხბურთელ ქინქლაძის საერთაშორისო ტრანსფერებიდან მიღებული თანხებით, კერძოდ 3.200.000 აშშ დოლარით და 1.250.000 ინგლისური ფუნტი სტერლინგით, ასევე საქართველოს ეროვნული ბანკის მინიმალური წლიური სარგებლით, რადგან ფკ მრეტებმა ვერ მიიღო იმედიანად დაზღვეული და თავის ბიუჯეტში კანონიერად ნაანგარიშევი მილიონობით აშშ დოლარი და მატერიალურად განადგურდა.

მაგრამ ყოველივე ეს განხორციელდა სფფ-ს უშუალო მ ო ნ ა წ ი ლ ე ო ბ ი თ, ნ ე ბ ა რ თ ვ ი თ ა და ხ ე ლ შ ე წ ყ ო ბ ი თ (თბილისის ვაკის სასამართლოს 1998 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებაში სფფ საერთოდ მხარედ არის გამოცხადებული). სწორედ სფფ-მ გასცა ფკ მრეტების ფეხბურთელ ქინქლაძის ეროვნული და საერთაშორისო ტრანსფერის სერთიფიკატები. სხვა შემთხვევაში ფეხბურთელი ქინქლაძე ვერანაირად ვერ გადავიდოდა და ვერ ითამაშებდა ფეხბურთს ვერც ფკ დინამო თბილისში და ვერც ფკ მანჩესტერ სიტიში. გამოდის, რომ ფეხბურთელი ქინქლაძე ფკ მრეტებთან გაფორმებული ხელშეკრულებისა და სფფ-ს და ფიფა-ს მოთამაშეთა სტატუსისა და ტრანსფერის რეგლამენტების ფაქტობრივი დარღვევით აღმოჩნდა ჯერ ფკ დინამო თბილისში, შემდეგ ფკ მანჩესტერ სიტიში. სფფ-ს და ფიფა-ს მოთამაშეთა სტატუსისა და ტრანსფერის რეგლამენტები პირდაპირ მიუთითებს: "მოთამაშე, მისი ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, არ შეიძლება გადაყვანილ იქნას სხვა კლუბში, თუ სამივე დაინტერესებული მხარე – კლუბი, რომელსაც ის ტოვებს, თვითონ მოთამაშე და კლუბი, სადაც ის გადადის, არ შეთანხმდებიან" (მუხლი 12,4). "კლუბმა, რომელსაც სურს აიყვანოს სამსახურში მოთამაშე, რომელიც ამჟამად სხვა კლუბთან ხელშეკრულებით არის დაკავშირებული, ამ მოთამაშესთან მოლაპარაკების დაწყებამდე უნდა შეატყობინოს მის კლუბს წერილობით თავისი ინტერესების შესახებ" (მუხლი 13,1).

სფფ-მ არც ფიფ-ას კატეგორიული მოთხოვნების (1997 წლის 28 აპრილს, 12 ივნისს, 29 ივლისს და 28 აგვისტოს, აგრეთვე 1998 წლის 16 აპრილისა და 1998 წლის 6 ივნისის დირექტივები) შემდეგ შეასრულა თავისი წესდებისმიერი მოვალება, არ უზრუნველყო ფკ მრეტების გამამართლებელი სფფ-ს საკონფლიქტო საკითხთა კომიტეტის 1997 წლის 2 იანვრისა და სფფ-ს აღმასკომის 1997 წლის 1 სექტემბერის ძალაში შესული გადაწყვეტილებების შესრულება და არ აღადგინა სამართლიანობა, რითაც უხეშად დაარღვია სფფ-ს დ ფიფა-ს წესდებები.

უფრო მეტიც, ფეხბურთელ ქინქლაძის ფკ მრეტები/ფკ დინამო თბილისი ეროვნული ტრანსფერის თანხიდან, რაც ერთი მილიონ მანეთს შეადგენდა, სფფ-ს აღმასკომის 1991 წლის დირექტივის თანახმად, ფკ მრეტებმა დაწესებულ ვადაში გადაუხადა სფფ-ს – ასიათასი მანეთი, ფეხბურთელ ქინქლაძეს – ორასიათასი მანეთი. ფაქტიურად, სფფ-მ ფკ მრეტებს ეროვნული ტრანსფერის თანხის ერთი მესამედი წაართვა, რადგან მრავალგზისი მოთხოვნის შემდეგაც არ დაუბრუნა იგი ფკ მრეტებს, ხოლო ჩემპიონატში მონაწილეობის თანხის (გაცილებით ნაკლები!) გადაუხდელობის გამო ფკ მრეტების გუნდი მოხსნა ჩემპიონატიდან.

და ბოლოს, სფფ-მ საქმე ისე დახურა, რომ თავისი წევრ-სუბიექტი ფკ მრეტებისთვის არანაირი განმარტება არ მიუცია.

საქმეში წარმოდგენული მტკიცებულებებიდან ცალსახად ჩანს, რომ სფფ არის სათანადო მოპასუხე პირი და არსებობს მისი ბრალი მოსარჩელე ფკ მრეტებისთვის ქონებრივი ზიანის მიყენებაში, რაც გამოიხატება ფიფა-ს და საქართველოს მართლმსაჯულების მხრივ სფფ-სთვის დელეგირებული უფლებამოსილებით აღებული ვალდებულებების უგულებელყოფის გზით სფფ-ს და ფიფა-ს წესდებების (დამფუძნებელი ხელშეკრულებების!) უხეშ დარღვევაში.

ხოლო საქართველოს მოქმედი კანონდებლობა (სსკ) პირდაპირ მიუთითებს: "კავშირი პასუხს აგებს იმ ზიანისთვის, რომელიც მიადგათ მესამე პირებს გამგეობის წევრების ან სხვა წარმომადგენლების მიერ მათთვის დაკისრებული მოვალეობის შესრულებისას ისეთი მოქმედების შედეგად, რომელიც იწვევს ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას".

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით ფკ მრეტებმა, სადავო საქმის ფიფა-ს ასოციაციური სამართლის ფარგლებში დასრულების შემდეგ, 2003 წლის 4 აპრილს სწორედ სფფ-ს წინააღმდეგ მიმართა საქართველოს მართლმსაჯულებას, კერძოდ თბილისის საოლქო სასამართლოს, ფკ მრეტებისთვის მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით. ამის შესახებ წინასწარ და მრავალგზის იყო გაფრთხილებული სფფ, ფიფა და საქართველოს მთავრობა.

თბილისის საოლქო სასამართლომ კი მიიჩნია, რომ ზიანის თავიდან ასაცილებლად ფკ მრეტებს მართლსაწინააღმდეგო ქმედებები უნდა განეხორციელებია. ფაქტია, ვიდრე საფეხბურთო სივრცეში საქმიანობდა, ფკ მრეტები სფფ-ს და ფიფა-ს წესდებების უხეში დარღვევის გარეშე ვერ მიმართავდა სასამართლოს. მით უფრო, ფიფა-ში ჯერ კიდევ გადაუწყვეტელ საქმეზე. თანაც, ასეთი შემთხვევისთვის ფიფა-ს და სფფ-ს ასოციაციური სამართალი მათი სუბიექტის საფეხბურთო საქმიანობიდან ჩამოშორებას ითვალისწინებს. ასეთი ქმედება (სასამართლოსადმი მიმართვა) იკრძალებოდა და იკრძალება ფიფა-ს იმპერატიული ნორმებით (სავალდებულოა ეროვნული ასოციაციებისთვის) და სფფ-ს რეგისტრირებული წესდებით, სანაცვლოდ სფფ-ს მიერ ფაქტიური მართლმსაჯულების (ფიფა-ს ასოციაციური სამართლის) უზრუნველყოფისა და განხორციელების ვალდებულებით. თანაც, როგორც უკვე ითქვა, ფკ მრეტებს არაფერში სჭირდებოდა თავისი სასარგებლო ანუ თბილისის ვაკის სასამართლოს 1998 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილების გასაჩივრება, რადგან ასეთ შემთხვევაში ფეხბურთელ ქინქლაძის საერთაშორისო ტრანსფერის მთლიანი თანხა ფკ მრეტებს ერგებოდა!

საქმეში არსებობს ფკ მრეტების გამამრთლებელი და სფფ-ს (ასევე ფკ დინამო თბილისის) გამამტყუნებელი ფიფა-ს აღმასკომის საბოლოო 2000 წლის 24 მარტის გადაწყვეტილება. მათი რევიზიის უფლებამოსილება კი საქართველოს მართლმსაჯულებას არ აქვს. როგორც უკვე ითქვა, მსგავსი ქმედება იკრძალება ფიფა-ს წესდების იმპერატიული მუხლის მოთხოვნით და იგი სავალდებულო წესით შეტანილია საქართველოს სასამართლოს მიერ რეგისტრირებულ სფფ-ს წესდებაში, რაც ნიშნავს: იგი სახელმწიფოს მიერ აღიარებულია და დადასტურებულია მისი შესაბამისობა მოქმედ კანონმდებლობასთან.

ფიფა-ს მოთამაშეთა სტატუსის კომისიის 1999 წლის 24 აგვისტოს დასკვნა (მთლიანად იქნა გაზიარებული ფიფა-ს აღმასკომის მიერ 2000 წლის 24 მარტის საბოლოო გადაწყვეტილებაში):

"მოთამაშეთა სტატუსის კომისიის ბიურომ ცნო [თბილისის ვაკის] სასამართლოს ეს გადაწყვეტილება და არგუმენტაცია. კერძოდ, ბიურომ გაითვალისწინა, რომ თბილისის სასამართლომ ბათილად მიიჩნია 11.07.92 ტრანსფერის ხელშეკრულება. თუმცა როგორც არ უნდა იყოს, ბიურომ ხაზი გაუსვა ფაქტს, რომ ფეხბურთელი ქინქლაძე ნამდვილად იქნა ტრანსფერირებული ფკ მრეტები თბილისიდან ფკ დინამო თბილისში და რომ ფკ მრეტები თბილისს არ მიუღია ფეხბურთელის მომზადებისა და დაოსტატების კომპენსაცია. ამრიგად, სამართლებრივად, ბიურო იძულებული გახდა დაესკვნა, რომ ერთ-ერთ მხარეს შესრულებული ჰქონდა თავისი ვალდებულება ფეხბურთელის ტრანსფერით, ხოლო მეორე მხარემ არ შეასრულა მისი ვალდებულება (კომპენსაცია არ იქნა გადახდილი). ბიურომ დაასკვნა, რომ ეს იყო ფედერალური სამართლის ქონებრივი ტრანსფერი ფეხბურთელის მიმართ ორ კლუბს შორის, მათ შორის რაიმე შემაკავშირებელი ხელშეკრულების გარეშე (ვინაიდან ტრანსფერის ხელშეკრულება ბათილად იქნა ცნობილი სასამართლოს მიერ) და რომ ეს ლოგიკური იყო, ვინაიდან ერთ-ერთ მხარეს ნამდვილად შესრულებული ჰქონდა მისი ვალდებულება, რომ ეს მართებულად და იმედიანად იყო დაზღვეული. ზემოაღნიშნულის შესაბამისად, ბიურომ მიიჩნია, რომ ფეხბურთელის მომზადების და დაოსტატების თანხა გადასახდელია. ამიტომ, ორივე კლუბს მიეთითებათ, შეათანხმონ ფეხბურთელ ქინქლაძის ტრანსფერის თანხა. თუ კლუბები ვერ შეთანხმდებიან მომზადების და დაოსტატების კომპენსაციის ოდენობაზე ამ გადაწყვეტილების შეტყობინების თარიღიდან 30 დღის ვადაში, მაშინ საქმე გადაეცემა ფიფა-ს სპეციალურ კომისიას მოთამაშეთა სტატუსისა და ტრანსფერის რეგლამენტის მე-17 მუხლის შესაბამისად. გარდა ამისა, ბიურომ მიიჩნია, რომ ფკ დინამო თბილისმა უხეშად დაარღვია ფიფა-ს წესდება, კერძოდ, ამ საქმის სასამართლოსთვის გადაცემით და შესაბამისად ფიფა-ს წესდების 59.1. მუხლის უგულებელყოფით. შედეგად, ბიურომ გადაწყვიტა, რომ მისი საქციელის გამო, ფკ დინამო თბილისი დაჯარიმებულ იქნას 20.000 შვეიცარიული ფრანკით ფიფა-ს წესდების დარღვევისათვის. ბიურო ასევე ხაზს უსვამს, რომ სფფ-მ ვერ გადაწყვიტა ეს საქმე მიუხედავად ფაქტისა, რომ იგი სულ ცოტა ოთხი წელი იჭიმებოდა მის ფედერაციაში".

ფიფა-ს აღმასკომის მიერ 2000 წლის 24 მარტის საბოლოო გადაწყვეტილებიდან:

"გადაწყვეტილების მიმღები ორგანო ასევე იზიარებს პირველი ორგანოს შეხედულებას სფფ-ს როლთან მიმართებაში, მითითებას, რომ ეროვნულმა ფედერაციამ ვერ შეძლო გადაეწყვიტა საქმე, მიუხედავად ფაქტისა, რომ იგი სულ ცოტა ოთხი წელი ჭიმავდა მას. ამ მხრივ გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოს სურს ხაზი გაუსვას, რომ ეს სფფ-ს მოვალეობაა მის ფედერაციაში კონფლიქტები მართლად და სწრაფად მოაგვაროს".

"აპელაციის ორგანო არ ეთანხმება ფკ დინამო თბილისის მიერ წარმოდგენილ არგუმენტაციას, რომლის მიხედვითაც ფკ მრეტები თბილისი დაეთანხმა თბილისის სასამართლოს გადაწყვეტილებას აპელაციის შეუტანლობით; ფკ მრეტები თბილისი არასდროს ეთანხმებოდა საქმეში სასამართლოს ჩარევას და სწორად მიუთითებდა, რომ ფკ დინამო თბილისი ამით უხეშად არღვევდა ფიფა-ს რეგლამენტს; ამიტომ, აპელაციის ორგანო არ ეთანხმება ფკ დინამო თბილისის მიერ ამ მხრივ წარმოდგენილ არგუმენტაციას. დამატებით, აპელაციის ორგანო ხაზს უსვამს, რომ ფკ დინამო თბილისმა, საქმის სასამართლოში გადატანით, უხეშად დაარღვია ფიფას წესდება, კერძოდ 59 მუხლი".

სფფ-ს წესდების მიხედვით ფკ დინამო თბილისი უნდა გარიცხულიყო სფფ-დან , ხოლო ფიფა-ს წესდების მიხედვით სფფ და ფკ დინამო თბილისი მინიმუმ საერთაშორისო არენიდან უნდა მოკვეთილიყვნენ. თუმცა, ფიფა-ს პრეზიდენტი იოზეფ ზ. ბლატერი სხვაგვარად სჯიდა.

"[ფიფა-ს აღმასკომმა] ამ მიზეზთა გამო [2000 წლის 24 მარტს] მიიღო გადაწყვეტილება:

1. ფკ მრეტების მიერ შემოტანილი აპელაცია [განუხილველად] უარყოფილ იქნას და პირველი ორგანოს მიერ 1999 წლის 24 აგვისტოს მიღებული გადაწყვეტილება მთლიანად, ხელმეორედ იქნას დამტკიცებული და დაბოლოებულ იქნას ფეხბურთელ ქინქლაძის ტრანსფერის თანხის დაწესებით.
2. ფკ დინამოს მიეთითოს, რომ მან ფეხბურთელ ქინქლაძის ტრანსფერისთვის ფკ მრეტებს გადაუხადოს 300.000 აშშ დოლარი, მოცემული გადაწყვეტილების შეტყობინებიდან 30 დღის ვადაში.
3. ფკ დინამო ფიფა-ს სტატუსების 59-ე მუხლის დარღვევისათვის დაჯარიმდეს 20.000 აშშ დოლარით. ეს თანხა გადახდილ უნდა იქნას მოცემული გადაწყვეტილების შეტყობინებიდან 30 დღის ვადაში.
4. ფკ მრეტები გაფრთხილებულ იქნას მისი საქციელისათვის.
5. ეს გადაწყვეტილება საბოლოოა."

ეს ზუსტად ის შემთხვევაა, როდესაც კომენტარი ზედმეტია, მაგრამ აუცილებელი.

აღნიშნული 300.000 აშშ დოლარი საბოლოოდ გადახდილ იქნა ერთი წლის შემდეგ, 2001 წელს. ეს თანხა საკმარისი იყო ფკ მრეტების ვალების მხოლოდ მცირე ნაწილის დასაფარად. კლუბის გადარჩენაზე ხომ საუბარი შეუძლებელი იყო: პატარა კლუბების არსებობის ძირითადი წყარო სტრანსფერო შემოსავლებია.

ასე გაანადგურეს უმოკლეს დროში უპრეცედენტოდ წარმატებული, სსრკ-ში პირველი კერძო, პროფესიული კლუბი. და ეს მოხდა არა მხოლოდ მისი თანხების მისათვისებლად, არა მხოლოდ სფფ-ს თუ ფიფა-ს პრეზიდენტის არჩევნების მოსაგებად, არამედ იმისთვისაც, რომ ფკ მრეტები იყო ერთად-ერთი გამონაკლისი საბჭოთა და პოსტსაბჭოთა მანკიერი ცხოვრების წესში, რასაც რუსთაველის ენაზე "სიცრუე და ორპირობა" ჰქვია.

ყოველივე ზემოაღნიშნულის დეტალური განმარტებები და შესაბამისი მტკიცებულებები ხელთ ჰქონდა თბილისის საოქლო სასამართლოს. მეტიც, სასამართლოს ხელთ ჰქონდა იმის მტკიცებულებებიც, რაზედაც ქვემოთ მექნება საუბარი.
ქმენ, რაცა შენი ფერია! (რ)
0

#7 User is offline   Shenentho 

  • Vazha Chkhaidze
  • Group: Hosts
  • Posts: 850
  • Joined: 23-August 06
  • Gender:Male

Posted 11 December 2013 - 04:54 PM

5. ფიფა-ს მართლმსაჯულება ფკ მრეტების საქმეში

წინასწარ განვმარტავ: ამ საქმეში ფიფა-ს მოქმედებებზე მხოლოდ პრევენციის ანუ ეაუს-ს მხრივ საქმის არსში გარკვევის მიზნით შევჩერდები, რადგან ეს არის ფკ მრეტები საქართველო-ს წინააღმდეგ საქმე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვა, ფიფა-ს გადაწყვეტილება იმდენადაა დაშორებული სამართლებრივ საფუძველს, რომ მოქმედების მოტივაციების წარმოჩენის გარეშე შესაძლოა რაიმე სახის ეჭვი გაჩნდეს ჩემი კომენტარებისადმი. რაც შეეხება ფიფა-ს და მისი პრეზიდენტის, იოზეფ ზ. ბლატერის პარალელური პასუხისმგებლობის საკითხს ამ საქმეში, იგი სრულიად სხვა ინსტიტუტების მსჯელობის საგანი გახდება უახლოეს მომავალში.

ფიფა-ს აღმასკომის 2000 წლის 24 მარტის საბოლოო გადაწყვეტილება ბადებს ორ მთავარ კითხვას:
- რა აპელაციის არგანხილვაზეა საუბარი, ან რა საქციელის გამო იქნა გაფრთხილებული ფკ მრეტები?
- რა თანხაა ეს 300.000 აშშ დოლარი?

ამ კითხვებზე პასუხის გაცემა თითო წინადადებით შეუძლებელია.

დავიწყებ ე.წ. აპელაციის საკითხით.

საერთოდ, რატომ უნდა გაეკეთებია ფკ მრეტებს ფიფა-ს მოთამაშეთა სტატუსის კომისიის 1999 წლის 24 აგვისტოს გადაწყვეტილების აპელაცია, როდესაც:
- ეს გადაწყვეტილება სრულად ამართლებდა ფკ მრეტებს და ამტყუნებდა სფფ-ს და ფკ დინამო თბილსს;
- ეს გადაწყვეტილება იყო შუალედური ანუ არ იყო დასრულებელი, არც შინაარსით და არც ფორმით. საქმეში არსებული ეს გადაწყვეტილება სინამდვილეში ფიფა-ს გენერალური სამდივნოს ინფორმაციაა. სხვა სიტყვებით, ეს ამონაწერია და არა საკუთრივ გადაწყვეტილება;
- წინასწარ არავინ იცოდა, თუ რა შედეგი შეიძლებოდა მოჰყოლოდა ამ გადაწყვეტილებას.
- ეს გადაწყვეტილება მოლაპარაკების მაგიდასთან სავალდებულო წესით მოუხმობდა თავის სუბიექტებს. ფიფა ითხოვდა, რომ შეხვედრა სფფ-ს ხარჯზე გამართულიყო გერმანიაში, ბონში, რადგან ფკ მრეტების პარტნიორთა საბჭო, ჩემი ჩათვლით, სწორედ გერმანიაში იყო. მაგრამ მე მოლაპარაკებაში მონაწილეობაზე უარი ვთქვი, ხოლო შესაბამისი უფლებამოსილებები თანაპრეზიდენტს და ვიცე-პრეზიდენტს გადავეცი. ამიტომ შეხვედრა გაიმართა თბილისში, სფფ-ს ოფისში;
- შეხვედრამ სასურველი შედეგი არ გამოიღო;
- ყოველივე ამას კი იმდენი დრო დასჭირდა, რომ ამ გადაწყვეტილების აპელეციის ვადა, ასეთის სურვილი ან აუცილებლობა რომც ყოფილიყო, უკვე გასული იყო.

ასე რომ, წინასწარ გამიზნულად ცრუობს ფიფა! მას იგი იმისთვის დასჭირდა, რომ ფკ მრეტების 2000 წლის 11 თებერვლის საჩივარი ფიფა-ს აღმასკომში არ განეხილა მარტივი მიზეზის გამო: სინამდვილეში საქმეში ქართულ და გერმანულ ენებზე არსებული ეს წიგნი-მტკიცებულება არის საჩივარი (Beschwerde) და არა აპელაცია (Widerspruch), ფიფა-ს პრეზიდენტის, იოზეფ ზ. ბლატერის წინააღმდეგ, საქმეში გარეული ყველა ბრალეული პირის დასჯის მოთხოვნით (საჩივრის 49-ე მუხლი)!

წერილი და საჩივარი ფიფა-ში შეტანილ იქნა გერმანულ ენაზე:
- Brief des FC Mrettebi an Herrn Blatter vom 11.02.2000;
- Die Beschwerde des FC Mrettebi vor dem Exekutivkomitee der FIFA vom 11.02.2000.

საჩივარში დეტალურადაა აღწერილი მთელი ეს საქმე 2000 წლამდე პერიოდისთვის, უზადო სამართლებრივი კომენტარებით ყოველი ცალკეული პერიოდისთვის და აბსოლუტურად ყველა კითხვაზეა გაცემული პასუხი.

საჩივარში მხილებულია მთელი იმ დანაშაულებრივი საერთაშორისო ალიანსის საქმიანობა, რომლის სათავეში იდგა ფიფა-ს პრეზიდენტი იოზეფ ზ. ბლატერი. ამიტომ გახდა იძულებული ფიფა-ს პრეზიდენტი უშუალო მიმოწერაში ჩაბმულიყო ჩემთან, ერთი თითქმის უცნობი კლუბის პრეზიდენტთან, თანაც, არაერთგზის. ფიფა-ში ეს პროცედურულად მიღებული არ არის: ფიფა კლუბს ეროვნული ასოციაციის საშუალებით მიმართავს, ისიც მხოლოდ გარდუვალი აუცილებლობის არსებობისას.

მაგრამ იოზეფ ზ. ბლატერმა მის წინააღმდეგ ფიფას აღმასკომში შეტანილი საჩივარი მოთამაშეთა სტატუსის კომისიის გადაწყვეტილების აპელაციად გამოაცხადა და იგი არ გადასცა ფიფა-ს აღმასკომს.

ფიფა-ს აღმასკომის 2000 წლის 24 მარტის საბოლოო გადაწყვეტილება სინამდვილეში იყო ფიფა-ს პრეზიდენტის მიერ ყოველ ცალკეულ შემთხვევაში შექმნილი, რამდენიმე კაცისგან შემდგარი სააპელაციო კომისია, რომლის გადაწყვეტილება საბოლოოა. ამის წინააღმდეგი არც მე ვიყავი, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი ფკ მრეტების საქმეში სამართლიანობას აღადგენდა და აუცილებლად დასჯიდა ფკ დინამოს, სფფ-ს და ფიფა-ს ბრალეულ პირებს (საჩივრის 49-ე მუხლი).

აღნიშნული საჩივარი უშუალოდ ფიფა-ს პრეზიდენტს გავუგზავნე. საჩივარს ერთვოდა იოზეფ ზ. ბლატერისადმი ჩემი წერილი:

"ფკ მრეტები ფიფას წინააღმდეგ.
ბატონო პრეზიდენტო, ზემოთ აღნიშნულ საქმეში ფკ მრეტებმა და პირადად მე დღემდე ძალიან ბევრი დავთმეთ მსოფლიო ფეხბურთის ინტერესების გათვალისწინებით. დღეს კი 11.02.2000 საჩივარი შემომაქვს ფიფა-ს აღმასკომში (ერთვის).
მაგრამ, როგორც ფკ მრეტების 11.02.2000 საჩივარი მოწმობს, ზემოთ აღნიშნული საქმე განსაკუთრებული მნიშვნელობისაა და დაუყოვნებლივ გადაწყვეტას მოითხოვს. ამიტომ ვარჩიე პირდაპირ თქვენთვის მომემართა; თანაც, ფკ მრეტებმა ამ საქმის გამო ერთხელ უკვე შემოიტანა საჩივარი ფიფას აღმასკომში 1998 წლის 21 სექტემბერს, მაგრამ, მიუხედავად დაპირებისა, ფიფას გენერალურმა მდივანმა ეს საჩივარი ფიფას აღმასკომს არ გადასცა! მით უფრო, რომ ფიფას ადმინისტრაციის სფფ-სადმი 29.07.1997, 16.04.1998 და 06.07.1998 დირექტივების თანახმად, ეს საქმე ფკ მრეტების საჩივრის გარეშეც უნდა გადასცემოდა ფიფას აღმასკომს.
წინამდებარე საქმის გადასაწყვეტად, ფიფას წესდების 22 ე მუხლის თანახმად, დაუყოვნებლივ უნდა იქნას მოწვეული გადაუდებელ საქმეთა კომიტეტის სხდომა.
მაგრამ, მიუხედავად ყველაფრისა, კვლავ მსოფლიო ფეხბურთის ინტერესებიდან გამომდინარე, არ ვიქნები წინააღმდეგი, თუ თქვენ ზემოაღნიშანულ საქმეს გადაუდებელ საქმეთა კომიტეტის ნაცვლად ფიფას მოთამაშეთა სტატუსისა და ტრანსფერის რეგლამენტის 22-ე მუხლის შესაბამისი კომისიის საშუალებით გადაწყვეტთ.
ნებისმიერ შემთხვევაში, საქმის გადაწყვეტა ნიშნავნს, რომ ფიფა 2000 წლის 24 თებერვლამდე დააკმაყოფილებს ფკ მრეტების 11.02.2000 საჩივრის 49-ე მუხლში მოცემულ მოთხოვნებს.
ჩემი თქვენდამი 25.08.1999 წერილიდან თქვენთვის ცნობილია, რომ ჩემი, როგორც ფკ მრეტების პრეზიდენტის, ხელმძღვანელობითი უფლებამოსილება კანონიერად არის შეზღუდული პარტნიორთა საბჭოს მიერ; თანაც, პარტნიორთა საბჭომ 30.07.1999 გადაწყვეტილებით მე მომანიჭა საქმის ერთპიროვნულად წარმართვის უფლებამოსილება საბჭოს მოთხოვნების ფარგლებში. ამ დღიდან მოყოლებული საქმეში აყვანილი [გერმანელი და შვეიცარიელი] ადვოკატების აქტიურობა შევაჩერე და ამ ეტაპზე საქმე მხოლოდ მე მიმყავს, მსოფლიო ფეხბურთის ინტერესების გათვალისწინებით. მაგრამ ასე მეტად ვეღარ გაგრძელდება, შესაბამისად:
(1) თუ ფიფა 2000 წლის 24 თებერვლამდე დააკმაყოფილებს ფკ მრეტების მოთხოვნებს, მაშინ ეს საქმე ფკ მრეტების მხრივ დასრულებულად ჩაითვლება. თანაც, წელს ქართულ, გერმანულ, ინგლისურ, ფრანგულ, იტალიურ, ესპანურ და რუსულ ენებზე გამოვა ჩემი წიგნი, რომლის ფინალი, ცხადია, ამ საქმის ფინალის შესაბამისი იქნება.
(2) თუ ფიფა 2000 წლის 24 თებერვლამდე არ დააკმაყოფილებს ფკ მრეტების მოთხოვნებს, მაშინ მე დაუყოვნებლივ დამატებით გავცემ შესაბამის მინდობილობებს და ფიფა-სფფ-დინამო საერთაშორისო დანაშაულებრივი ალიანსის წინააღმდეგ საქმეს, მთელი თავისი კულისებითურთ, გადავცემ პროკურატურას / სასამართლოს, მედიას. თანაც, კანონიერად დავიყენებ გვერდში ყველა შესაძლო კანონიერ ძალას. თქვენ იცით, მსურველთა ძებნა ნამდვილად არ დამჭირდება. თუმცა, კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს, რომ ფეხბურთისთვის ეს სასურველად არ მიჩანს; მით უფრო, დღვანდელ მსოფლიოში მიმდინარე პროცესების ფონზე (ბოსმანის საქმე, სუპერლიგის თემა, მსოფლიო საზოგადოება სოკ-ის წინააღმდეგ და სხვა).
გთხოვთ კორესპონდენცია გამომიგზავნოთ მხოლოდ ფკ მრეტების გერმანული ბიუროს ახალ მისამართზე.
მადლობას გიხდით დაუყოვნებელი რეაგირებისათვის."

ფიფა-ს პრეზიდენტმა უშუალოდ დამიდასტურა კორესპონდენციის მიღება.

სწორედ ამ წერილს და საჩივარს მოჰყვა ფიფა-ს აღმასკომის 2000 წლის 24 მარტის საბოლოო გადაწყვეტილება, რომელმაც საბოლოოდ გაანადგურა ფკ მრეტები.

მაგრამ უარესი ჯერ კიდევ წინ იყო! ფიფა-ს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებიდან რამდენიმე დღეში მე, გერმანული საზოგადოების დამფუძნებელ-პარტნიორ-გეშეფთფიურერი, სრულიად მოულდნელად და ჩემი ნების წინააღმდეგ, საქართველოში აღმოვჩნდი, პირდაპირ ქუჩის ხახაში, საიდანაც დღემდე ვერ ამოვსულვარ... თუმცა, ნათქვამ სიტყვას აუცილებლად შევასრულებ.

ამ საქმეში არსებობს კიდევ ერთი მეტად საინტერესო დეტალი, კერძოდ, ფიფა-ს მაშინდელი გენერალური მდივნის, იოზეფ ზ. ბლატერის მოადგილის, მიშელ ზენრუფინენის 1997 წლის 26 სექტემბერის წერილი ფკ მრეტებისადმი (ასლი: სფფ-ს). ეს წერილი პირდაპირ ფიფა-სგან მივიღე გერმანიაში, რადგან ისინი სფფ-ს მაშინდელ ხელმძღვანელობას არ ენდობოდნენ, რასაც პირდაპირ მიუთითებდნენ კიდეც ფკ მრეტებისადმი უშუალოდ გამოგზავნილ წერილებში.

ფაქტიურად, ეს წერილი არის ფკ მრეტებისადმი მიცემული ფიფა-ს გარანტი:

"გთხოვთ, ცნობად მიიღოთ, რომ ფიფა უზრუნველყოფს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილების მის მიერვე აღსრულებას.
წინასწარ გიხდით მადლობას ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებისთვის".

ეს უპრეცედენტო შემთხვევა იყო. ფიფა-ს გარანტის წერილი არაერთი ბანკისა და კრედიტორის ფაილებში ინახება გერმანიაში. ამ გარანტის საფუძველზე მათ განაახლეს ფკ მრეტების დახმარება. მაგრამ ფიფა-მ არ შეასრულა დანაპირები.

ცხადია, ისმის კითხვა: რატომ არ შეასრულა ფიფა-მ დანაპირები?

ამ კითხვას დღემდე უსვამენ ფკ მრეტებს სხვა და სხვა ინსტიტუტებში, მათ შორის სასამართლოშიც. ცხადია, ეს შეკითხვა დაისმება ეაუს-ში საქმის განხილვის დროსაც.

ცხადია, ფიფა-ს უპრობლემოდ შეეძლო დანაპირების შესრულება. საამისო ბერკეტები ცალსახად არის მოცემული ფიფა-ს წესდებაში: სფფ-ს და ფკ დინამო თბილისის საერთაშორისო არენიდან სუსპენდირება, სფფ-ს წევრობის შეჩერებისა თუ საერთოდ გარიცხვის ჩათვლით.

ამიტომაც იყო, რომ ფკ დინამოს პრეზიდენტი მერაბ ჟორდანია, რომელსაც უკვე ხელთ ჰქონდა თბილისის ვაკის სასამართლოს 1998 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება, სფფ-ს პრეზიდენტად არჩევის დღეს საჯაროდ აცხადებდა:

"თუ ფიფა იტყოდა, რომ ფული გადასახდელი იყო, მაშინ ქვას გავხეთქავდით და ვალს, თუ შეიძლება ასე ეწოდოს, დავფარავდით. საქართველოში ჩვენ გაგვამართლეს, ახლა ჯერი ფიფა-ზეა და საბოლოო გამარჯვების იმედიც გვაქვს" (გაზეთი სარბიელი, 23.10.98).

მაგრამ ამ საქმეში სამართლიანობის აღდეგენა არ შედიოდა ფიფა-ს გენერალურ მდივანის, ფიფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატის, იოზეფ ზ. ბლატერის გეგმებში. ეს თემა ქართული და უცხოური პრსესის გაუთავებელი ხუმრობის საგანი იყო იმ წლებში. იოზეფ ზ. ბლატერს პოსტსაბჭოთა ქვეყნების ეროვნული ფედერაციების ხმები სჭირდებოდა კონკურენტის, უეფა-ს პრეზიდენტის, ლენარტ იუჰანსონის წინააღმდეგ. სფფ-ს წინა ხელმძღვანელობა, პრეზიდენტი ნოდარ ახალკაცი, ლენარტ იოჰანსონს უჭერდა მხარს საჯაროდ. მაგრამ ფკ დინამოს პრეზიდენტის, მერაბ ჟორდანიას სიმამრს, საქართველოს სპორტის მინისტრს, კახი ასათიანს პოსტსაბჭოთა სივრცეში საჭირო ხმების გაკეთება უპრობლემოდ შეეძლო. ამიტომ, იოზეფ ზ. ბლატერმა ამ საქმის საშუალებით ჯერ ბრალეული ფკ დინამო თბილისის ხელმძღვანელობა დაიჭირა ხელში, ხოლო შემდეგ მათი საშუალებით საჭირო ხმები მიიღო და ფიფა-ს პრეზიდენტი გახდა. რამდენიმე თვის შემდეგ კი მერაბ ჟორდანია სფფ-ს პრეზიდენტად დასვა. ეს ყველფერი ფკ მრეტების საქმის საშუალებით და მისი გაწელვის გზით ხდებოდა. სხვაგვარად მერაბ ჟორდანიას ციხე ელოდა: სხვას რომ თავი გავანებოთ, იოზეფ ზ. ბლატერს ხელთ ჰქონდა ფკ დინამოს მიერ სფფ-ში წარდგენილი ფეხბურთელ ქინქლაძის ფკ დინამო თბილისი/ფკ მანჩესტერ სიტი ტრანსფერის გაყალბებული "ხელშეკრულება"! საერთოდაც, მერაბ ჟორდანია მანამდეც და შემდეგომშიც რამდენჯერმე იყო დაჭერილი. მას ყოველთვის ფინანსური მაქინაციები ედებოდა ბრალად. ცხადია, ამ თანხების მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილი მიდიოდა მის ჯიბეში.

თავის მხრივ სფფ-ს ხელმძღვანელობაც პირადი მიზნებისთვის იყენებდა ფკ მრეტების საქმეს, კერძოდ კი სფფ-ს პრეზიდენტის მოახლოებულ არჩევნებში მთავარი კონკურენტის, ფკ დინამო თბილისის პრეზიდენტის, მერაბ ჟორდანიას ჩამოშორების მიზნით. სფფ-ს ხელმძღვანელობა უპრეცედენტო ზეწოლას განიცდიდა საქართველოს მთავრობისა და ფიფ-ს მხრიდან. ეს საერთაშორისო დანაშაულებრივი ალიანსი წარმოდგენილი იყო შემდეგი სახით: ფიფა-ს პრეზიდენტი იოზეფ ზ. ბლატერი და მისი ნების აღმსრულებელი სფფ-ს პრეზიდენტი მერაბ ჟორდანია; საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე და მისი სპორტის მინისტრი კახა ასათიანი, იგივე მერაბ ჟორდანიას სიმამრი. მოვლენების ასეთმა განვითარებამ დააჩქარა სფფ-ს პრეზიდენტის ნოდარ ახალკაცის გარდაცვალება და სფფ-ს პრეზიდენტი მერაბ ჟორდანია გახდა.

სხვათა შირის, ფკ მრეტების 2000 წლის 11 თებერვლის საჩივარი ბოლო-ბოლო მაინც მოხვდა ფიფა-ს აღმასკომში, მაგრამ ირიბი გზით. ფიფა-ს პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებში მან ლამის იმსხვერპლა იოზეფ ზ. ბლატერის კარიერა. როგორც უკვე ითქვა, იოზეფ ზ. ბლატერის ნების აღმსრულებელი ფკ მრეტების საქმეში იყო მიშელ ზენრუფინენი. ისარგებლეს რა აღნიშნული საჩივრით, კონკურენტებმა მიშელ ზენრუფინენის საშუალებით ფიფა-ს აღმასკომში უჩივლეს იოზეფ ზ. ბლატერს. კონკურენტებს კი მე თავად გადავუგზავნე ის საჩივარი ფკ მრეტების დასახმარებლად. როგორც ვნახეთ, ამის შესახებ წაინასწარ გავაფრთხილე ფიფა-ს პრეზიდენტი. იოზეფ ზ. ბლატერის საქმე, რომ იტყვიან ბეწვზე ეკიდა. თუმცა, მან შეძლო თავის დაღწევა: თავის გენერალური მდივანი, ზენ რუფინენი გაათავისუფლა თანამდებობიდან!

აღნიშნული საჩივარი კიდევ ერთი საერთაშორისო სკანდალის მიზეზი გახდა, წინა მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის საკითხთან დაკავშირებით. შეთანხმებისამებრ, იგი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში უნდა გამართულიყო, მაგრამ გერმანიაში გაიმართა.

ყოველივე ეს, და მრავალი სხვაც, ჩემი მკვლელობის შეკვეთის მცდელობის ჩათვლით, აღწერილია ჩემს წიგნში: "ლიბერალ-დემოკრატიული ფარსი", რომლის ნაწილსაც წარმოადგენს ზემოარნიშნული საჩივარი.

ჩემს პარტნიორებს და ადვოკატებს 1998 წლიდან ვეუბნებოდი, რომ ეს საქმე საბოლოოდ აშშ-ს სენატის განსახილველი გახდებოდა, თანაც გაცილებით სკანდალურად, ვიდრე სოკი-ს საქმე 90-იანი წლების ბოლოს. ალბათ, ასეც იქნება.

და ბოლოს, ზემოთ დასმული კითხვა: რა თანხაა ეს 300.000 აშშ დოლარი?

ზემოაღნიშნულ გარემოებათა გამო, იოზეფ ზ. ბლატერმა (სწორედ ფიფა-ს პრეზიდენტი ჰქმნიდა აღმასკომის სააპელაციო კომისიას) ფკ მრეტებს ამ საქმეში არარსებული მოყვარული ფეხბურთელის კომპენსაცია მიაკუთვნა. საამისოდ მან გამოიყენა თბილისის ვაკის სასამართლოს 1998 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება. თუმცა, ზემოაღნიშნულ საჩივარში წინასწარ ვამხილე ფიფა-ს ამ ჩანაფიქრის სრული უგუნურობა. დიახ, ის სასამართლო გადწყვეტილება, რომელიც სფფ-ს და ფკ დინამოს ხელმძღვანელობის დასჯისა და ფკ მრეტებისთვის ორმაგი თანხის მიკუთვნების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენდა, ფიფა-ს პრეზიდენტმა საერთაშორისო დანაშაულებრივი ალიანსის გადასარჩენად და ფკ მრეტების გასანადგურებლად გამოიყენა!

ფიფა-ს, თავისივე წესდების მიხედვით, ეროვნულ ტრანსფერში ჩარევის უფლებამოსილება არ ჰქონდა: "საკითხი შიდა საქმეს ეხება" (ფიფა-ს 28.04.1997 დირექტივა). რაც შეეხება ფკ დინამო თბილისი/ფკ მანჩესტერ სიტი/ფკ აიაქს ამსტერდამი საერთაშორისო ტრანსფერებს, მათთან მიმართებაში არანაირი სამართლებრივი დავა არ ყოფილა. ასე რომ, ფიფა-ს წესდება და შესაბამისი რეგლამენტი სამართლებრივ საფუძველს არ ჰქმნიდა ამ საქმეში არათუ მოყვარული ფეხბურთელის, საერთოდ ტრანსფერის თანხის დასაწესებლად! ფიფა-ს მხოლოდ იმის უზრუნველყოფა ევალებოდა, რომ სფფ-ს შეესრულებია თავისივე გადაწყვეტილება, რაც ნიშნავს: ფიფა-ს თავად უნდა შეესრულებია თავისივე დირექტივები, სადაც იგი სფფ-ს და ფკ დინამო თბილისს გარდუვალ დასჯაზე მიუთითებდა.

დავამატებ: ფეხბურთელი ქინქლაძე ფკ მრეტებში პირველივე დღიდან არამოყვარულის (პროფესიონალის) სტატუსით იყო და ფკ მრეტებისგან მიღებული აქვს მაშინდელ საქართველოში უპრეცედენტო ოდენობის გასამრჯელო, რამაც ფიფა-ც კი გააოცა. და რაც მთავარია ეს თანხა ფკ მრეტების მიერ გაცემული იყო სახელმწიფო ბიუჯეტში ანგარისწორების შემდეგ, რაც ასევე უპრეცედენტო შემთხვევა იყო იმ დროის საქართველოში!

ზემოაღნიშნულ საჩივარში ასევე წინასწარ ვამხილე ფიფა-ს ამ ჩანაფიქრის სრული უგუნურობაც.

და ბოლოს, საქმეში არსებული ზოგიერთი საჯარო განცხადებები:

- საქართველოს პრეზიდენტის, შევარდნაძის ბრძანებულებით შექმნილი "ქართული ფეხბურთის პრობლემების შემსწავლელი სამთავრობო კომისიის დასკვნა": "1995 წელს ფკ დინამომ ფკ მანჩესტერ სიტიდან 3,2 მლნ აშშ დოლარი მიიღო ფეხბურთელ ქინქლაძის ტრანსფერის სანაცვლოდ, ხოლო მის ყოფილ კლუბს, მრეტებს კუთვნილი წილი არ მისცა" (გაზეთი სარბიელი, 05.08.2000; გაზეთი 11X11, 05.08.2000).

- სფფ-ს ვიცე-პრეზიდენტის, ზემოაღნიშნული სამთავრობო კომისიის წევრის, ნოდარ ანდრიაძის საჯარო განცხადება, სფფ-ს 1997 წლის 2 იანვრის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით (რომლითაც ფკ დინამო თბილისს დაეკისრა ფეხბურთელ ქინქლაძის საერთაშორისო ტრანსფერის თანხის 50%-ის გადახდა): "ჩვენივე გადაწყვეტილება გავაუქმეთ. ... პირვანდელი გადაწყვეტილების შეუცვლელობა ფკ დინამო თბილისის საერთაშორისო სარბიელიდან მოკვეთას გამოიწვევდა. ... ამიტომ აღმასკომმა თავისი პირვანდელი გადაწყვეტილება შეცვალა და დინამო-მრეტების ხელშეკრულება ბათილად ცნო. ... დინამო არ გაიწირა". (გაზეთი სარბიელი, 18.09.1998)

- სფფ-ს და ფკ დინამო თბილისის პრეზიდენტის, მერაბ ჟორდანიას საჯარო განცხადება, სფფ-ს 2002 წლის არჩევნებში პრეზიდენტობის კანდიდატის, ფკ მრეტების დამფუძნებელ-პრეზიდენტის, ვაჟა ჩხაიძის შესახებ: "მე ვაჟა ჩხაიძის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს და მინდა ვთქვა, რომ მან ქართული ფეხბურთისთვის ბევრი გააკეთა. მოხდა ისე, რომ ჩვენ გარკვეული საკითხის გამო ერთმანეთს ვერ გავუგეთ, თორემ მასთან თანამშრომლობაზე არასდროს ვიტყოდი უარს. ალბათ დასაძრახი არ უნდა იყოს ის, რომ ჩემი გუნდის გასამარჯვებლად იმ პერიოდში ყველა ხერხი და საშუალება გამოვიყენე" (გაზეთი სპორტის სიახლენი, 22.07.2002). გაზეთის კომენტარი: "მოკლედ, სფფ-ს პრეზიდენტმა მერაბ ჟორდანიამ უკვე თავისი პირით განაცხადა, რომ ბევრი კანონიერი თუ უკანონო ნაბიჯი გადადგა იმისთვის, რომ ფკ მრეტებისთვის კუთვნილი თანხა გიორგი ქინქლაძის ტრანსფერთან დაკავშირებით არ გადაეხადა. ასე რომ, მან ნებით თუ უნებლიედ საკუთარი თავი გამოამჟღავნა, ის ყველფერს გააკეთებს, რომ მომავალ არჩევნებშიც მოიპოვოს გამარჯვება და თანაც იმ ყველა საშუალების გამოყენებით, რომელიც მან თავისი საფეხბურთო ჩინოვნიკური გზის გავლისას გამოიყენა".

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით ფკ მრეტებმა, სადავო საქმის ფიფა-ს ასოციაციური სამართლის ფარგლებში დასრულების შემდეგ, სწორედ სფფ-ს წინააღმდეგ მიმართა საქართველოს მართლმსაჯულებას, მისთვის მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით. როგორც უკვე ითქვა, ამის შესახებ წინასწარ და მრავალგზის იყო გაფრთხილებული სფფ, ფიფა და საქართველოს მთავრობა.
ქმენ, რაცა შენი ფერია! (რ)
0

#8 User is offline   Shenentho 

  • Vazha Chkhaidze
  • Group: Hosts
  • Posts: 850
  • Joined: 23-August 06
  • Gender:Male

Posted 11 December 2013 - 04:55 PM

6. კონვენციის პირველი ოქმის პირველი მუხლის დარღვევა

ყველა ზემოაღნიშნული ფკ მრეტებს ზედმიწევნით აქვს გაშუქებული ფიფა-ს აღმასკომში 2000 წლის 11 თებერვალს შეტანილ საჩივარში, თბილისის საოლქო სასამართლოს 2003 წლის 4 აპრილის სარჩელში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2004 წლის 5 იანვრის საკასაციო განცხადებაში, ეაუს-ს 2004 წლის 25 ოქტომბრის განცხადებასა და მომდევნო განმარტებებში, ყველა ეტაპზე სათანადო მტკიცებულებების წარდგენის ჩათვლით.

ზუსტად მათ საფუძველზე დაადანაშაულა ეაუს-მ საქართველოს მთავრობა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 6(1) მუხლის – სამართლიანი სასამართლოს უფლება – დარღვევაში და მოსთხოვა მას ამ საქმეში პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა.

პასუხად, საქართველოს მთავრობამ არ ცნო ეაუს-ს ეს გადაწყვეტილება და კატეგორიული უარი განაცხადა მის შესრულებაზე!

ყველა ზემოაღნიშნულიდან ცალსახად ნათელია, რომ საქართველოს მთავრობამ უხეშად შელახა ფკ მრეტები თბილისის ქონებრივი უფლებები და მიზანმიმართულად გაანადგურა იგი, რითაც დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი ოქმის პირველი მუხლი – "ქონების დაცვა", რომლის პირველ აბზაცშიც ნათქვამია: "ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს აქვს უფლება დაუბრკოლებლად ისარგებლოს თავისი ქონებით. არავის არ შეიძლება წაერთვას ქონება, იმ შემთხვევის გარდა, როცა ამას საზოგადოების ინტერესები მოითხოვს და იმ პირობით, რაც გათვალისწინებულია კანონით და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით."

ფკ მრეტები კატეგორიულად აპროტესტებს მთავრობის მიერ ამ საქმის საწყის ეტაპზე დაბრუნების მცდელობას და მოითხოვს, რომ საქართველოს მთავრობამ პასუხი აგოს თავის ბრალეულ ქმედებებსა და დამდგარ შედეგებზე: ფკ მრეტებს აუნაზღაურდეს მიყენებული ქონებრივი ზიანი.
ქმენ, რაცა შენი ფერია! (რ)
0

#9 User is offline   Shenentho 

  • Vazha Chkhaidze
  • Group: Hosts
  • Posts: 850
  • Joined: 23-August 06
  • Gender:Male

Posted 11 December 2013 - 04:56 PM

7. ქონებრივი ზიანის ანაზღაურება

ფკ მრეტების მიერ, მისთვის მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, თავის დროზე წარმოდგენილი იყო დეტალური ინფორმაცია და აუდიტორული შემოწმებების დასკვნები. ისინი, როგორც მტკიცებულებები, ხელმისწვდომია სასამართლოსთვის.

დღეს კი ამ საკითხის დეტალურ ანალიზს აზრი არ აქვს, რადგან მთავრობის მიზანმიმართული ბრალეული ქმედებების გამო ფკ მრეტები განადგურებულია, ხოლო მისი აღორძინებისთვის ათეულობით მილიონი ევროც არაა საკმარისი.

მოთხოვნა: დაეკისროს საქართველოს მთავრობას ფკ მრეტებისთვის მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურება 18 185 325 (თვრამეტი მილიონ ასოთხმოცდახუთი ათას სამასოცდახუთი) ევროს ოდენობით.

აღნიშნული თანხის გაანგარიშება წარმოდგენილია ცალკე, ფეხბურთელ ქინქლაძის ტრანსფერის უფლების საბაზრო ღირებულებისა და საქართველოს ეროვნული ბანკის ყოველწლიური მინიმალური სარგებლის გათვალისწინებით (იხ. დანართი: ფკ მრეტების ანგარიში ქონებრივი ზიანის ანაზღაურების ოდენობის შესახებ).
ქმენ, რაცა შენი ფერია! (რ)
0

#10 User is offline   Shenentho 

  • Vazha Chkhaidze
  • Group: Hosts
  • Posts: 850
  • Joined: 23-August 06
  • Gender:Male

Posted 11 December 2013 - 04:57 PM

8. მტკიცებულებები

ამ საქმეში არსებულ მტკიცებულებებთან დაკავშირებით ეაუს-მ თავიდანვე წერილობით გვაცნობა, რომ იგი ფკ მრეტებისგან არ ითხოვს მათ განმეორებით წარდგენას, რადგან ისინი სასამართლოსთვის ხელმისაწვდომია ამ საქმის პირველი განხილვიდან. თუმცა, ჩვენ გამოვხატავთ მზაობას მოთხოვნისთანავე განმეორებით გავაგზავნოთ იგივე დოკუმენტაციის სრული პაკეტი.
ქმენ, რაცა შენი ფერია! (რ)
0

#11 User is offline   Shenentho 

  • Vazha Chkhaidze
  • Group: Hosts
  • Posts: 850
  • Joined: 23-August 06
  • Gender:Male

Posted 11 December 2013 - 04:58 PM

9. დანართი

1. ფკ მრეტების ანგარიში ქონებრივი ზიანის ანაზღაურების ოდენობის შესახებ.
2. გოჩა სვანიძის მიმართვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისადმი საქმეზე - სფფ-ს პრეზიდენტობის კანდიდატი ვაჟა ჩხაიძე სფფ-ს წინააღმდეგ.


ვაჟა ჩხაიძე
ფკ მრეტების დამფუძნებელ-პარტნიორ-პრეზიდენტი
ქმენ, რაცა შენი ფერია! (რ)
0

Share this topic:


Page 1 of 1
  • You cannot start a new topic
  • You cannot reply to this topic

1 User(s) are reading this topic
0 members, 1 guests, 0 anonymous users