Shenentho: შენენთო "ილიას გზისთვის" - Shenentho

Jump to content

Page 1 of 1
  • You cannot start a new topic
  • You cannot reply to this topic

შენენთო "ილიას გზისთვის"

#1 User is offline   Queeestion 

  • Voice of Shenentho
  • Group: Editor
  • Posts: 268
  • Joined: 18-December 08
  • Gender:Female

Posted 28 July 2011 - 08:53 PM

შენენთო, "ილიას გზის" შესახებ შენთან საუბარი ჩემი დიდი ხნის სურვილია.

მიზეზი: მრეტის საუბრები ილიას ინდივიდუალობისთვის.
საბაბი: ქვემორე თემა.


Quote

maxo999, 25 Jun 2011, 22:37, forum.ge

ილია ჭავჭავაძის ანდერძი ქართველობისადმი

ეს ანდერძად გქონდეს ჩემგან:
- არა საქმეში უზნეობა, უპატიოსნობა არ გაურიო. გახსოვდეს ყოველთვის, რომ ქვეყანაზედ ქაღალდის გარდა არის კიდევ სინდისი, რომელზედაც იწერება პირობა იმ სიმკვიდრით და სიმტკიცით, რომ არავითარი ძალა არ ამოშლის და არ გააუქმებს. ადამიანთა ურთიერთობა შეუძლებელია დააფუძნო უზნეობის საწყისებზე და საქმე, რომელიც ზნეობრივი პრინციპების დარღვევიდან გამომდინარეობს, არავის გამოადგება. სამუდამოდ დაიმახსოვრე, რომ მოვალეობის გარეშე უფლება არ არსებობს, ხოლო მოვალეობა ისაა, რომ პატივი სცე, დაიცვა კიდეც სხვისი უფლება და არ დაარღვიო იგი. "


ქართველ ლიბერასტებს მივმართავ..... თქვენ, რომელნიც ამოფარებული ხართ დიდი ილიას სურათებს და სახელს..... იქნებ მისი ეს დანატოვარი შეგესრულებინათ ჯერ.... თქვენ....ვინც ერის გადაკეთება განიზრახეთ.... ჯერ საკუუთარი თავები და სულის გადაკეთებაზე იზრუნეთ....
შორს ბინძური ზრახვები ქართველი ერისაგან!

I am Question
and the questions can always find me
and I always find ShenEntho
0

#2 User is offline   Shenentho 

  • Vazha Chkhaidze
  • Group: Hosts
  • Posts: 850
  • Joined: 23-August 06
  • Gender:Male

Posted 28 July 2011 - 09:24 PM

თემის ავტორი ლიბერალ-დემოკრატიული სახელმწიფოს ფარგლებში საუბრობს.
მაგრამ სწორედ აქ იბადება კითხვა:

არის კი ილია ლიბერალ-დემოკრატი, თუნდაც ეროვნულ-დემოკრატიული განტოტებით?
ქმენ, რაცა შენი ფერია! (რ)
0

#3 User is offline   Queeestion 

  • Voice of Shenentho
  • Group: Editor
  • Posts: 268
  • Joined: 18-December 08
  • Gender:Female

Posted 28 July 2011 - 09:30 PM

ეს შეკითხვა, როგორც Voice of ShenEntho-მ, forum.ge-ზე დავსვი, licemer-ის ერთ-ერთ თემაში, მაგრამ ჩვეულებისამებრ მიჩუმათეს.

აი აქ:


Quote

Queeestion, 7 Nov 2010, 14:15, forum.ge

Quote

georgeska, 7 Nov 2010, 13:17, forum.ge

Quote

მოვიკლათ წარსულ დროებაზე დარდი...ჩვენ უნდა ვსდიოთ ეხლა სხვა ვარსკვლავს

შესაბამისად ორი რამ არის აუცილებელი
1. რომ ამ "სხვა ვარსკვლავს" ვხედავდეთ (ან დაგვანახონ)
2. გზამკვლევი "უცხო გალაქტიკაში"
ჩემი აზრით, ქვეყნის განვითარების (გძელვადიანი) სტრატეგული გეგმა ამ საკითხებს "გააიასნებდა"

პირველში გეთანხმები :)
მეორეს შევასწორებდი: გზამკვლევი საქართველში (ნუ იქნებ სწორედ ეს იგულისხმებოდა ბრჭყალებში)
მესამესთვის – შენენთო ვერ?

°
და რა მაინტესერებს ასი წელია :P
თავად ილია თუ ხედავდა ე-მაგ ვარსკვლავს?
ან ამ ფრაზის მეხოტბეებს თუ უხილავთ ოდესმე?


და აი აქ:


Quote

Queeestion, 7 Nov 2010, 15:56, forum.ge

Quote

licemer, 7 Nov 2010, 14:27, forum.ge

Quote

და რა მაინტესერებს ასი წელია
თავად ილია თუ ხედავდა ე-მაგ ვარსკვლავს?

ისევ ბაქრაძეს დავესესხები: რა პრინციპით? ილიამ ამგვარად ჩამოაყალიბა: კლასობრივი ჰარმონიის ( ე.ი. ეროვნული მთლიანობის გზით) შრომის განთავისუფლებისა და ნაციონალური თავისუფლებისაკენ.

" ეგ ნამი რომ გაბევრდება, მდინარე წყლად იქცევა და მთელს ტივს მოიტანს, რომ ჩვენს შორის ჩატეხილი ხიდი გაამრთელოს და ეგრე ორსავ ნაპირს გააერთიანებს. ეგ ცრემლიანი ცოდნა თუ ცოდნიანი ცრემლი უკანისა, -შუქია წინასი და შუქი ხომ დასაწყისია განთიადისა..." )"ოთარაანთ ქვრივი")

"შრომის ახსნა-ეგ არის ტვირთი ძლევამოსილის ამ საუკუნის..." ("აჩრდილი"

" ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნოდეს..." ( მგზავრის წერილები")

გმადლობ :)

შემდგომი გაუგებრობების პრევენციისთვის: სახელმწიფოს, მით უფრო, ქართული სახელმწიფოს მშენებლობის საკითხში, სამწუხაროდ, ბაქრაძე ჩვენ შორის საერთო ავტორიტეტი ვერ არის.

'იდეური ვარსკვლავი' თავისთავად გულისხმობს მიზანს და საშუალებას, ერთდროულად და შეურევნელად.
თქვენი პასუხი ამ მოთხოვნებს არ/ვერ აკმაყოფილებს.
თუმცა, აქ მთავარი სხვაა.

თქვენეული, ასე ვთქვათ, სიგნატურა, მთლიანად ჯდება ლიბერალური დემოკრატიის იდეურ ფარგლებში, ეროვნულ-დემოკრატიული განტოტებით.

შემხვედრი ორი შეკითხვა:

1. იზიარებთ თუ არა "მამების" შეხედულებას ილიას ლიბერალ-დემოკრატობის შესახებ ანუ ილიას მიერ მითითებული "სხვა ვარსკვლავი" ლიბერალ–დემოკრატიულია თუ არა?

2. რა ურთიერთმიმართებაში არიან რუსთველი და ილია თქვენ მიერ მოხმობილ კონტექსტში? "თუ თავი შენი შენ გახლავს, ღარიბად არ იხსენები" (რუსთველი) – " ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნოდეს..." (ილია).

I am Question
and the questions can always find me
and I always find ShenEntho
0

#4 User is offline   Shenentho 

  • Vazha Chkhaidze
  • Group: Hosts
  • Posts: 850
  • Joined: 23-August 06
  • Gender:Male

Posted 28 July 2011 - 10:54 PM

ვნახოთ… :)

ზნეობაზე მითითება განკუთვნილია უპიროვნო ჯგუფის ადამიანებისთვის.
ამიტომაც, იგი ვერ გამოდგება პიროვნებათშორისი ურთიერთობებისთვის.

პიროვნების დაბადებისა და განვითარების გზებზე არაერთგზის მისაუბრია, სულ ბოლოს კი აი აქ და აი აქ.

პიროვნება ცნობს მხოლოდ თავისი მშობელი გარემოს ანუ ცივილსოციუმის კანონისმიერ ნორმებს.

პიროვნებისთვის ზნეობრივი იბადება ამ გარემოს მიღმა, მხოლოდ სულიერი შემეცნების ინდივიდუალურ პროცესში.

ქმენ, რაცა შენი ფერია! (რ)
0

#5 User is offline   Queeestion 

  • Voice of Shenentho
  • Group: Editor
  • Posts: 268
  • Joined: 18-December 08
  • Gender:Female

Posted 28 July 2011 - 10:57 PM

სხვა შესაძლებლობა არ არსებობს?
I am Question
and the questions can always find me
and I always find ShenEntho
0

#6 User is offline   Shenentho 

  • Vazha Chkhaidze
  • Group: Hosts
  • Posts: 850
  • Joined: 23-August 06
  • Gender:Male

Posted 28 July 2011 - 11:03 PM

პიროვნებისთვის — არა!

არსებობდა და მეტ-ნაკლებად დღესაც არსებობს სხვაგვარი გარემოცა და პროცესიც.
ანუ როდესაც სულიერ-ზნეობრივი ინდივიდუუმი მეტ-ნაკლებად იმოსება ცივილსოციუმის პიროვნებისეული სამოსით.

სწორედ ასეთია ილია!

და ილიას გზაც ამგვარი მცდელობის გზაა სულიერი ინდივიდუუმისთვის.

ქმენ, რაცა შენი ფერია! (რ)
0

#7 User is offline   Queeestion 

  • Voice of Shenentho
  • Group: Editor
  • Posts: 268
  • Joined: 18-December 08
  • Gender:Female

Posted 28 July 2011 - 11:12 PM

ანუ სულიერ-ზნეობრივი ინდივიდუალობის გზაც არსებობს.
I am Question
and the questions can always find me
and I always find ShenEntho
0

#8 User is offline   Shenentho 

  • Vazha Chkhaidze
  • Group: Hosts
  • Posts: 850
  • Joined: 23-August 06
  • Gender:Male

Posted 28 July 2011 - 11:23 PM

ჰო, მაგრამ დღევანდელ საქართველოში პიროვნებისეული ანუ ცივილსოციუმის სამოსის მომრგები სულიერი ინდივიდუუმები თითქმის აღარ გვხვდებიან.
და ეს გარემოება თავად ილიას მოღვაწეობითაა განპირობებული.
ეს არის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების არსებობის ანუ დასავლური ტიპის საყოველთაო განათლების უშუალო შედეგი.

ილიას მიზნები და მისი მოღვაწეობის შედეგები ურთიერთსაწინააღმდეგოა.

!!! ეს არის ფაქტი და არა ფაქტის შეფასება, რადგან ფიზიკურ სამყაროში ფაქტს ორი ბოლო აქვს მუდამ.
ქმენ, რაცა შენი ფერია! (რ)
0

#9 User is offline   Queeestion 

  • Voice of Shenentho
  • Group: Editor
  • Posts: 268
  • Joined: 18-December 08
  • Gender:Female

Posted 28 July 2011 - 11:29 PM

ანუ კვლავ ლიბერალ-დემოკრატიულ პრობლემებს მივადექით.
I am Question
and the questions can always find me
and I always find ShenEntho
0

#10 User is offline   Shenentho 

  • Vazha Chkhaidze
  • Group: Hosts
  • Posts: 850
  • Joined: 23-August 06
  • Gender:Male

Posted 29 July 2011 - 12:14 AM

და რა გიკვირს? — მთელი მსოფლიო, გვსურს თუ არა ეს ჩვენ, უალტერნატოვო ლიბერალ–დემოკრატიულ სახელმწიფოში ვცხოვრობთ, მეტ-ნაკლებად, ცხადია.

მაგრამ ჩვენს საუბარს მივყვეთ…

პიროვნებისეული ცნობიერება ფიზიკურ სამყაროში, უფრო ზუსტად, მინერალურ სამყაროში ცხოვრობს მთლიანად.
და იგი მხოლოდ სულიერ საყაროში იბადება ზნეობრივ ინდივიდუალობად.
ეს ინდივიდუალობა კულტურულად იდენტიფიცირებულია, დასაღვრულია მუდამ.
ხოლო ლიბერალ-დემოკრატიული პრინციპები და პოლიტფილოსოფია კულტურას ირაციონალურ დაბრკოლებად მიიჩნევს.
და ებრძვის სულიერ–მშვინვიერის ყოველგვარ გამოვლენას.

ასე რომ, პიროვნებისთვის, როგორც ლიბერალ-დემოკრატიული სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლისთვის, ილიას გზის შეთავაზება სრულიად უადგილოცაა და უშედეგოც.

ილიას გზა არც პიროვნებადშობის გზაა და არც ამ პიროვნების ინდივიდუალობად ქცევის, გასულიერების, გაცოცხლების გზა.

ქმენ, რაცა შენი ფერია! (რ)
0

#11 User is offline   Queeestion 

  • Voice of Shenentho
  • Group: Editor
  • Posts: 268
  • Joined: 18-December 08
  • Gender:Female

Posted 29 July 2011 - 12:17 AM

ანუ სულიერ–ზნეობრივი ინდივიდუუმი ჯერ უნდა მოწყდეს სულიერ სამყაროს, მოკვდეს, რათა პიროვნებად დაიბადოს, ხოლო შემდეგ კვლავ გაცოცხლდეს ინდივიდუალურად?

თანაც, ეს გაცოცხლების გზაც საპოვნელი აქვს ხომ?
I am Question
and the questions can always find me
and I always find ShenEntho
0

#12 User is offline   Shenentho 

  • Vazha Chkhaidze
  • Group: Hosts
  • Posts: 850
  • Joined: 23-August 06
  • Gender:Male

Posted 29 July 2011 - 12:25 AM

არა, ინდივიდუუმის კვდომის გზით პიროვნებად დაბადების დრო — მატერიალიზმის პიკი — დიდი ხანია წავიდა.
თანაც, საქართველო კულტურულად შეუსაბამო ქვეყანაა.

მაგრამ ეს არც პიროვნების მონიფიზიტურ უარყოფას ნიშნავს.

მხოლოდ დიოფიზიტური, ინდივიდუალურ-პიროვნული ან პიროვნულ-ინდივიდუალური არჩევანი შეიძლება იყოს თავისუფალი და იმავდროულად ინდივიდულურ-ზნეობრივი.


რაც შეეხება გზას...

არა ილიას გზა!
არცა ლიბერალ–დემოკრატიის გზა!

მხოლოდ მართლმადიდებელი კულტურის — დიოფიზიტური მეცნიერებისა და ხელოვნების თანამედროვე გზა, ცნობიერი გზა, ქართულ-კალოკაგათიური გზა.

გზა, სადაც ნებისმიერი ინდივიდუალურ-პიროვნული თუ პიროვნულ-ინდივიდუალური ცნობიერება თავის დროსა და სივრცეში ჰპოვებს ნავთსაყუდარს.

ქმენ, რაცა შენი ფერია! (რ)
0

#13 User is offline   Queeestion 

  • Voice of Shenentho
  • Group: Editor
  • Posts: 268
  • Joined: 18-December 08
  • Gender:Female

Posted 29 July 2011 - 12:31 AM

რაც, ალბათ, სრულიად გამორიცხავს უნიფიცირებული იმჰო-იზმის პრიმატს, მოკლედ – ლაილაის.
I am Question
and the questions can always find me
and I always find ShenEntho
0

#14 User is offline   Shenentho 

  • Vazha Chkhaidze
  • Group: Hosts
  • Posts: 850
  • Joined: 23-August 06
  • Gender:Male

Posted 29 July 2011 - 12:35 AM

ჰო, მაგრამ — არა დრო-ადგილისმიერ იმჰო-ს.

ასე რომ, არჩევანი მხოლოდ პიროვნებაზეა!
ან ინდივიდუალურ-პიროვნებაზე!
ან პიროვნულ-ინდივიდუალობაზე!

ყველა სხვა შეთავაზება – გზა კი არა, უთავბოლო ეგზისტენციის კარუსელია მხოლოდ.
ქმენ, რაცა შენი ფერია! (რ)
0

#15 User is offline   Queeestion 

  • Voice of Shenentho
  • Group: Editor
  • Posts: 268
  • Joined: 18-December 08
  • Gender:Female

Posted 29 July 2011 - 12:37 AM

სამწუხაროდ, სწორედ საქართველოა ამის მაგალითი...

კარგი, ამ ფოსტის პირველ კითხვაზე (მეორე ციტატის ბოლოს) პასუხი მიღებულია: არ არის ილია ლიბერალ–დემოკრატი.

მაგრამ უპასუხოდ რჩება კითხვა (იქვე) რუსთველისა და ილიას ურთიერთიდენტობის თაობაზე.
I am Question
and the questions can always find me
and I always find ShenEntho
0

#16 User is offline   Shenentho 

  • Vazha Chkhaidze
  • Group: Hosts
  • Posts: 850
  • Joined: 23-August 06
  • Gender:Male

Posted 29 July 2011 - 12:52 AM

"თაობაზე" — კონტექსტშია... :D

თუმცა, ეს უკვე სრულიად სხვა თემაა.
ქმენ, რაცა შენი ფერია! (რ)
0

#17 User is offline   Queeestion 

  • Voice of Shenentho
  • Group: Editor
  • Posts: 268
  • Joined: 18-December 08
  • Gender:Female

Posted 29 July 2011 - 12:53 AM

და იქნებ ეს? :unsure:
I am Question
and the questions can always find me
and I always find ShenEntho
0

#18 User is offline   Shenentho 

  • Vazha Chkhaidze
  • Group: Hosts
  • Posts: 850
  • Joined: 23-August 06
  • Gender:Male

Posted 29 July 2011 - 12:58 AM

ზუსტად! :)
ქმენ, რაცა შენი ფერია! (რ)
0

#19 User is offline   Queeestion 

  • Voice of Shenentho
  • Group: Editor
  • Posts: 268
  • Joined: 18-December 08
  • Gender:Female

Posted 29 July 2011 - 10:59 AM

გადავდივარ იმ თემაში. :)
I am Question
and the questions can always find me
and I always find ShenEntho
0

#20 User is offline   Shenentho 

  • Vazha Chkhaidze
  • Group: Hosts
  • Posts: 850
  • Joined: 23-August 06
  • Gender:Male

Posted 29 July 2011 - 11:14 AM

ჯერ ადრეა. :)
ქმენ, რაცა შენი ფერია! (რ)
0

Share this topic:


Page 1 of 1
  • You cannot start a new topic
  • You cannot reply to this topic

1 User(s) are reading this topic
0 members, 1 guests, 0 anonymous users