Shenentho: ქართული სახელმწიფო - Shenentho

Jump to content

Page 1 of 1
  • You cannot start a new topic
  • You cannot reply to this topic

ქართული სახელმწიფო (საფუძვლები)

#1 User is offline   Shenentho 

  • Vazha Chkhaidze
  • Group: Hosts
  • Posts: 850
  • Joined: 23-August 06
  • Gender:Male

Posted 19 June 2016 - 10:05 PM

ვაჟა შენენთო ჩხაიძე

ქართული სახელმწიფო
(საფუძვლები)

თბილისი, 2016 წლის 19 ივნისი


წარმოგიდგენთ ქართული სახელმწიფოს ორ მოდელს (საფუძვლებს).
მათ შორის განსხვავება მხოლოდ პოლიტიკურ სისტემებშია.
პირველი არის სამპარლამენტოვანი საპრეზიდენტო რესპუბლიკა (ბაზისი: აშშ-ს მოდელი + სოციალური სამწევროვნება).
მეორე არის სამპარლამენტოვანი კონსტიტუციური მონარქია (ბაზისი: დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მოდელი + სოციალური სამწევროვნება).

ქართული სახელმწიფოს ტრადიციული მრავალფეროვნების იდეას, განსაკუთრებით მეორე მოდელს, აქტიურად შეეწინააღმდეგებიან გარე ძალები. სწორედ ეს იქნება ნიშანი იმისა, რომ საქართველოსთვის ეს არის ერთადერთი, ისტორიულად უწყვეტი და ყოველმხრივი ზრდა-განვითარების გზა.

ჩემი ბოლო წიგნი «სამპარლამენტოვანი საქართველოსთვის» http://www.shenentho...p?showtopic=980 ცხადყოფს, რომ ქართული სახელმწიფოს რესპუბლიკური მოწყობის მომხრე ვარ, მაგრამ ქართველი ხალხი დღეს მზად არ არის ამისთვის. ამდენად, მხარს ვუჭერ მეორე მოდელს: სამპარლამენტოვან კონსტიტუციურ მონარქიას. მას მრავალი უპირატესობა ექნება, სულ ცოტა, კიდევ თორმეტი საუკუნე.

ქართული სახელმწიფოს ტრადიციული მრავალფეროვნების იდეის განხორციელებისთვის საჭიროა ხელმოწერების შეგროვება და რეფერენდუმის ჩატარება. ვიმედოვნებ, რომ ქართველი ხალხი, საქართველოს ისტორიული მხარეები, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია, საქართველოს სამეფო კარი გამოხატავენ აქტიურ მხარდამჭერ მზაობას და შეძლებენ სალხინო რაოდენობის ხელმოწერების შეგროვებას.

ყველა სხვა შემთხვევაში საქართველო ქრონიკულად დარჩება ორპირ ცრუ-მეფეთა უღელქვეშ!
მეტიც, საქართველო კვლავ გარე ძალების ბრძოლის ველია, საზოგადოება კვლავ შესაბამისადაა დაყოფილი, ქვეყანა კვლავ სამოქალაქო ომის ზღვარზეა.

საბედნიეროდ, არსებობს გამაერთიანებელი სახელმწიფო-იდეა.
და არჩევანი მხოლოდ თქვენზეა!


პირველი მოდელი

1. ქვეყნის სახელწოდება: საქართველო.

2.1. პოლიტიკური სისტემა:
2.1.1. ფედერაცია. საფუძველი: კონსტიტუცია. ფედერაციის სუბიექტების (ტერიტორიულ-ადმინისტრაციული ავტონომიური დანაყოფების) სახელწოდება: მხარე.
2.1.2. სამპარლამენტოვანი საპრეზიდენტო რესპუბლიკა.
2.2. საარჩევნო სისტემა: დიფერენცირებულ-მაჟორიტარული. არჩევნებში მონაწილების უფლება ექნებათ მხოლოდ ფიზიკურ პირებს.

3.1. სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაური, ქვეყნის წარმომადგენელი საერთაშორისო ურთიერთობებში, საქართველოს შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი: პრეზიდენტი.
3.2. პრეზიდენტი არის საქართველოს ერთიანობისა და დამოუკიდებლობის გარანტი.
3.3. პრეზიდენტი აირჩევა საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, 4 წლის ვადით.

4.1. საკანონმდებლო ორგანო: სამწევროვანი (თანაბარუფლებიანი სამი პალატა) ორსაფეხურიანი (სამხარეო და ფედერალური) პარლამენტი:
4.1.1. ფედერალური პარლამენტი შედგება თანაბარუფლებიანი სამი პალატისაგან: სულიერი ცხოვრება (კულტურა), სამართლებრივი რეგულირება (პოლიტიკა), სამეურნეო ცხოვრება (ეკონომიკა).
4.1.2. სამხარეო პარლამენტი შედგება თანაბარუფლებიანი სამი პალატისაგან: სულიერი ცხოვრება (კულტურა), სამართლებრივი რეგულირება (პოლიტიკა), სამეურნეო ცხოვრება (ეკონომიკა).
4.2. სულიერი ცხოვრების (კულტურის) პალატა შედგება სამი ქვეპალატისაგან: მეცნიერება, ხელოვნება, რელიგია.
4.3. ამომრჩეველს უფლება აქვს აირჩიოს დეპუტატი და არჩეულ იქნას დეპუტატად სამიდან ნებისმიერ ერთ-ერთ პალატაში / ქვეპალატაში, თავისი შეხედულებისამებრ.
4.4. დეპუტატები აირჩევიან საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, 4 წლის ვადით.
4.5. საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის სტატუსი და საპარლამენტო შესაბამისობა გადაწყდება სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის დიალოგის გზით.

5.1. სასამართლო სისტემა: რეფორმის ამოსავალი იქნება, ერთი მხრივ ინდივიდუალურ-პიროვნული უფლებებისა და თავისუფლებების, ხოლო მეორე მხრივ ქვეყნისა და მხარის ტრადიციების შეჯერება.
5.2. სამხარეო და ფედერალური მოსამართლეები აირჩევიან საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, უვადოდ, გამოწვევის პროცედურის გათვალისწინებით.

6. ყველა სახისა და საფეხურის არჩევნები ტარდება ერთდროულად.


მეორე მოდელი

1. ქვეყნის სახელწოდება: საქართველო.

2.1. პოლიტიკური სისტემა:
2.1.1. ფედერაცია. საფუძველი: კონსტიტუცია. ფედერაციის სუბიექტების (ტერიტორიულ-ადმინისტრაციული ავტონომიური დანაყოფების) სახელწოდება: მხარე.
2.1.2. სამპარლამენტოვანი კონსტიტუციური მონარქია.
2.2. საარჩევნო სისტემა: დიფერენცირებულ-მაჟორიტარული. არჩევნებში მონაწილების უფლება ექნებათ მხოლოდ ფიზიკურ პირებს.

3.1. სახელმწიფოს მეთაური და საქართველოს შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი: მეფე.
3.2. მეფე არის საქართველოს ერთიანობისა და დამოუკიდებლობის გარანტი.
3.3. მეფობენ ბაგრატიონთა უძველესი დინასტიის წარმომადგენლები.
3.4. მეფის ოჯახის ხარჯები აისახება სახელმწიფო ბიუჯეტში.
3.5. საქართველოს თავად-აზნაურთა პრივილეგიები სამეფო კარის შიდა საქმეა.

4.1. საკანონმდებლო ორგანო: სამწევროვანი (თანაბარუფლებიანი სამი პალატა) ორსაფეხურიანი (სამხარეო და ფედერალური) პარლამენტი:
4.1.1. ფედერალური პარლამენტი შედგება თანაბარუფლებიანი სამი პალატისაგან: სულიერი ცხოვრება (კულტურა), სამართლებრივი რეგულირება (პოლიტიკა), სამეურნეო ცხოვრება (ეკონომიკა).
4.1.2. სამხარეო პარლამენტი შედგება თანაბარუფლებიანი სამი პალატისაგან: სულიერი ცხოვრება (კულტურა), სამართლებრივი რეგულირება (პოლიტიკა), სამეურნეო ცხოვრება (ეკონომიკა).
4.2. სულიერი ცხოვრების (კულტურის) პალატა შედგება სამი ქვეპალატისაგან: მეცნიერება, ხელოვნება, რელიგია.
4.3. ამომრჩეველს უფლება აქვს აირჩიოს დეპუტატი და არჩეულ იქნას დეპუტატად სამიდან ნებისმიერ ერთ-ერთ პალატაში / ქვეპალატაში, თავისი შეხედულებისამებრ.
4.4. დეპუტატები აირჩევიან საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, 4 წლის ვადით.
4.5. საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის სტატუსი და საპარლამენტო შესაბამისობა გადაწყდება სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის დიალოგის გზით.

5.1. მთავრობის მეთაური, ქვეყნის წარმომადგენელი საერთაშორისო ურთიერთობებში: პრემიერ-მინისტრი.
5.2. პრემიერ-მინისტრი აირჩევა საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, 4 წლის ვადით.

6.1. სასამართლო სისტემა: რეფორმის ამოსავალი იქნება, ერთი მხრივ ინდივიდუალურ-პიროვნული უფლებებისა და თავისუფლებების, ხოლო მეორე მხრივ ქვეყნისა და მხარის ტრადიციების შეჯერება.
6.2. სამხარეო და ფედერალური მოსამართლეები აირჩევიან საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, უვადოდ, გამოწვევის პროცედურის გათვალისწინებით.

7. ყველა სახისა და საფეხურის არჩევნები ტარდება ერთდროულად.
ქმენ, რაცა შენი ფერია! (რ)
0

#2 User is offline   Shenentho 

  • Vazha Chkhaidze
  • Group: Hosts
  • Posts: 850
  • Joined: 23-August 06
  • Gender:Male

Posted 23 June 2016 - 11:20 AM

გთხოვთ ცნობად მიიღოთ, რომ ჩემ მიერ წარმოდგენილი მოდელები არ არის დღეს არსებული საპრეზიდენტო რესპუბლიკა და კონსტიტუციური მონარქია (იხ. მე-2 მუხლი).

პიველი მოდელი არის სამპარლამენტოვანი საპრეზიდენტო რესპუბლიკა, ფედერაციული მოწყობით, მხოლოდ დიფერენცირებულ-მაჟორიტარული არჩევნებითა და მასში მხოლოდ ფიზიკური პირების მონაწილეობის უფლებით (არანაირი პარტიები და ა.შ.).

მეორე მოდელი არის სამპარლამენტოვანი კონსტიტუციური მონარქია, ფედერაციული მოწყობით, მხოლოდ დიფერენცირებულ-მაჟორიტარული არჩევნებითა და მასში მხოლოდ ფიზიკური პირების მონაწილეობის უფლებით (არანაირი პარტიები და ა.შ.).

ორივე შემთხვევაში პარლამენტი სამწევროვანია და შედგება თანაბარუფლებიანი სამი პალატისაგან: სულიერი ცხოვრება (სამი ქვეპალატა: მეცნიერება, ხელოვნება, რელიგია), სამართლებრივი რეგულირება, სამეურნეო ცხოვრება.

ორივე მოდელის შემთხვევაში პარლამენტი არის ორსაფეხურიანი: სამხარეო და ფედერალური პარლამენტები.

ორივე მოდელის შემთხვევაში ამომრჩეველს უფლება აქვს აირჩიოს დეპუტატი და არჩეულ იქნას დეპუტატად სამიდან ნებისმიერ ერთ-ერთ პალატაში / ქვეპალატაში, თავისი შეხედულებისამებრ.
ქმენ, რაცა შენი ფერია! (რ)
0

#3 User is offline   Shenentho 

  • Vazha Chkhaidze
  • Group: Hosts
  • Posts: 850
  • Joined: 23-August 06
  • Gender:Male

Posted 19 January 2017 - 09:53 AM


"ქართული სახელმწიფო" ფეისბუქზე

ქმენ, რაცა შენი ფერია! (რ)
0

#4 User is offline   Shenentho 

  • Vazha Chkhaidze
  • Group: Hosts
  • Posts: 850
  • Joined: 23-August 06
  • Gender:Male

Posted 19 February 2017 - 01:14 PM

2017 წლის 19 თებერვალს, დამოუკიდებელ აქტივისტთა ჯგუფის მიერ, ვაჟა შენენთო ჩხაიძე წამოყენებულ იქნა საქართველოს პრეზიდენტობის პრეტენდენტად (დამოუკიდებელი).

გთხოვთ, ვინც იზიარებთ შენენთოს «ქართული სახელმწიფოს» იდეას, დაალაიქოთ და გააზიაროთ ეს გვერდი.

https://www.facebook...30557147368117/

Attached thumbnail(s)

  • Attached Image:        შენენთო საქართველოს პრეზიდენტად.jpg

ქმენ, რაცა შენი ფერია! (რ)
0

Share this topic:


Page 1 of 1
  • You cannot start a new topic
  • You cannot reply to this topic

1 User(s) are reading this topic
0 members, 1 guests, 0 anonymous users