Shenentho: უგლუტეინო ცხოვრების სტილი - Shenentho

Jump to content

Page 1 of 1
  • You cannot start a new topic
  • You cannot reply to this topic

უგლუტეინო ცხოვრების სტილი კონფერენციების მასალები

#1 User is offline   Shenentho 

  • Vazha Chkhaidze
  • Group: Hosts
  • Posts: 850
  • Joined: 23-August 06
  • Gender:Male

Posted 24 August 2015 - 03:20 PM

ვაჟა შენენთო ჩხაიძე
უგლუტეინო ცხოვრების სტილი
(კონფერენციების მასალები)


“არა! ნამდვილი უგლუტეინო ცხოვრების სტილი იბადება მხოლოდ იმ ახალი რეალობის გაცნობიერებით, რომ გლუტეინის მგრძნობელობა (აუტანლობა) არის არა მხოლოდ ფიზიკური ფაქტი, არამედ თანამედროვე ადამიანის სულიერ-მშვინვიერი მდგომარეობა. მეტიც, იგი ამ მდგომარეობის ფიზიკური ანარეკლია. სამწუხაროდ, თანამედროვე მედიცინას სძინავს ამ სულიერ-მშვინვიერ აქტთან მიმართებაში."

“არა! გლუტეინის მგრძნობელობა არ არის ავადმყოფობა, იგი სხვა რეალობაა, რაც თავის მხრივ არანაირ ავადმყოფობას არ იწვევს, პირიქით. ავადმყოფობის მიზეზი ხდება გლუტეინის მიღება გლუტეინის მგრძნობელობის შემთხვევაში."

“არა! ნამდვილი უგლუტეინო ცხოვრების სტილი არ არის დიეტა. დიეტა ენიშნება ავადმყოფს, ხოლო გლუტეინის მგრძნობელობა არ არის ავადმყოფობა. მსგავსი, ასე ვთქვათ, დიეტური მიდგომა ცეცხლთან თამშს ჰგავს!"

“არა! ცელიაკია და გლუტეინის მგრძნობელობა ერთი და იგივე არაა, ეს არ არის სინონიმები. ცელიაკია არის მრავალთაგან ერთ-ერთი დაავადება, რომელიც გამოწვეულია გლუტეინის მიღებით გლუტეინის მგრძნობელობის შემთხვევაში. მეტიც, შეუძლებელია თუნდაც ერთი ავადმყოფობის დასახელება, რომელიც არ შეიძლება გამოწვეული იყოს გლუტეინის მიღებით გლუტეინის მგრძნობელობის შემთხვევაში. უფრო მეტიც, შეიძლება ითქვას, რომ თანამედროვე დაავადებათა აბსოლუტური უმრავლესობა გაპირობებულია სწორედ ამ ფატორით. ეს უკვე დადასტურებულია თანამედროვე სამედიცინო მეცნიერების მიერ."

“არა! ზიარების საიდუმლო ჩემი მხრიდან არასდროს განიხილება გლუტეინის მგრძნობელობის კონტექსტში. ჩემს წიგნებში და კონფერენციებზე ამ საკითხს მუდამ განვიხილავ მხოლოდ შესაბამის კონტექსტში ( იხ. https://www.youtube....henEntho/videos | http://www.shenentho...wtopic=980&st=0 ).”

“დიახ! ანთროპოსოფებთან მიმართებაშიც ვიტყვი ორიოდ სიტყვას: გლუტეინის მგრძნობელობა ეს არის სულიწმიდის მოფენის ჟამის მოახლოების ნიშნის ანარეკლი ადამიანის ინდივიდუალურ-პიროვნულ / პიროვნულ-ინდივიდუალურ ცნობიერებაში / აზროვნებაში; ეს არის ეთერულ სხეულში მაცხოვრის მეორედ მოსვლის ჟამის მოახლოების ნიშანი; ეს არის ნიშანი, რომ მომავალი მანასის კულტურა უკვე გამოსჭვივის თანამედროვე ცნობიერი სამშვინველის ეპოქაში… რაც უნდა მოხდეს მომავალში, ის უკვე ხდება შეუმჩნევლად! და ამ აქტის წაყრუება მხოლოდ სულიერი უძლურების ნიშანია."

“დიახ! ინდივიდუალურ-პიროვნული / პიროვნულ-ინდივიდუალური ცნობიერება / აზროვნება და გლუტეინი უკვე შეუთავსებელია ერთმანეთისთვის. ამიტომაც, გლუტეინის მგრძნობელობის მქონე ადამიანების რიცხვი ყოველდღიურად იზრდება."

“დიახ! ამ მხრივ დასავლურმა ბიზნესმა ყველას გაუსწრო, ექიმებსაც კი… ცივილიზებულ სახელმწიფოთა ხელისუფლება ნელ-ნელა, მაგრამ მაიც იღივიძებს. არა! საქართველოს ამ ხელისუფლების გამოღვიძება შეუძლებელია!”

“დიახ! მართალია, დედამიწის მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას ლაქტოზის აუტანლობა აქვს, მაგრამ უმჯობესია გლუტეინის აუტანლობის შემთხვევაში იგი ასოცირებულად იქნას მიჩნეული. რაც შეეხება კონკრეტულად კაზეინს, შესაძლო გართულებები მეორეული წარმოშობისაა — გლუტეინით გამოწვეული ალერგიული ფონი და სხვ.”
ქმენ, რაცა შენი ფერია! (რ)
0

Share this topic:


Page 1 of 1
  • You cannot start a new topic
  • You cannot reply to this topic

1 User(s) are reading this topic
0 members, 1 guests, 0 anonymous users