Shenentho: სლოგანი: რაგბი გვაერთიანებს! - Shenentho

Jump to content

Page 1 of 1
  • You cannot start a new topic
  • You cannot reply to this topic

სლოგანი: რაგბი გვაერთიანებს!

#1 User is offline   Shenentho 

  • Vazha Chkhaidze
  • Group: Hosts
  • Posts: 849
  • Joined: 23-August 06
  • Gender:Male

Posted 24 June 2016 - 07:57 PM

https://forum.ge/?f=...wtopic=34871148

გიძღვნით თქვენ, ვინც დღემდე მოიყვანეთ ქართული რაგბი!
თქვენ უნდა იყოთ მარადმწვანე თამასა მომავალი თაობებისთვის!
სლოგანი: რაგბი გვაერთიანებს!

ყველას გილოცავთ ქართული რაგბის ახალ გამარჯვებას!
დიახ, რაგბი აღარ არის ოჯახი, რაგბი ჩვენი თამაშია!
ვულოცავ სრულიად რაგბის კავშირს: გულშემატკივრებს, მოთამაშეებს, მწვრთნელებს, გამგეობას, პრეზიდენტს!
ვულოცავ გია ნიჟარაძეს, ღირსეული ესტაფეტაა!
მივულოცოთ რაგბისტებს (post #48177989)


Quote

Jonatahn_smith,24 Jun 2016, 10:29
ყველა სოფელში უნდა გაკეთდეს რაგბის სტადიონი, ეს არის სპორტი რომელშიც გვაქვს უდიდესი პოტენციალი!!!

ზუსტად!
და გარწმუნებთ, რომ დღეს ზუსტად ეგაა რაგბის კავშირის პრიორიტეტი.
ტესტ მატჩები 2016 (post #48178277)


Quote

Jonatahn_smith,24 Jun 2016, 11:32
იგეგმება რაიმე მსგავსი?

დანამდვილებით ვიცი, რომ რაც ვთქვი, სწორედ ესაა სრკ-ის #1 პრიორიტეტი და ყველაფერი გაკეთდება საამისოდ.
რაც მთავარია, სრკ-ის ხელმძღვანელობისთვის ეს არის არა დროებით-სტიქიური, არამედ ცნობიერი ქმედება.

მართალია, მე ფეხბურთი ვარ (თანაც, ის ქართული ფეხბურთი, რომელიც ანდრო ჟორდანიასთან და მრეტთან ერთად დაასამარეს), მაგრამ ფაქტია:
რომ ფეხბურთი შლის, რაგბი კი აერთიანებს (ამით ფეხბურთს სულაც არ ვაკნინებ, პირიქით);
რომ რაგბი არ არის ფსევდო-ქართული მოდა;
რომ რაგბი ჭეშმარიტი ქართული რეალობაა;
რომ რაგბი ქართული კულტურის ფესვებს ეხმიანება.

ქართული რაგბის გულშემატკივარმა ყოველივე ეს უნდა გაიცნობიეროს.
ყველა სხვა შემთხვევაში მას ფეხბურთის გულშემატკივარივით აერევა პრიორიტეტები.
და რაგბისაც მხოლოდ შედეგის პრიორიტეტს გადააყოლებენ.
საამისო ტენდენციები უკვე შეინიშნება...
ასეთ შემთხვევაში კი ვერც წამიერი შედეგი გვექნება და ვერც მომავალი.

ესაა მიზეზი, რატომაც დავდექი ქართული რაგბის გვერდით.
ტესტ მატჩები 2016 (post #48179094)
ქმენ, რაცა შენი ფერია! (რ)
0

#2 User is offline   Shenentho 

  • Vazha Chkhaidze
  • Group: Hosts
  • Posts: 849
  • Joined: 23-August 06
  • Gender:Male

Posted 27 June 2016 - 11:06 PM

https://forum.ge/?sh...post&p=48204953

როგორც ჩანს, კიდევ ერთი, უფრო ვრცელი განმარეტებაა აუცილებელი.
არადა, თითქოს, ყველაფერი გარკვევით ითქვა...

რატომ სლოგანი — «რაგბი გვაერთიანებს»?

არა იმიტომ, რომ რაგბი სპორტის სხვა სახეობებზე უმჯობესია.
არა იმიტომ, რომ რაგბისტები სხვებზე უკეთესები არიან.
არა იმიტომ, რომ ამ სახეობაში ქართული სპორტისთვის უნახავი წარმატებები გვაქვს.
არა იმიტომ, რომ სპორტის სხვა სახეობებს ვაკნინებ.
არამც და არამც!

ახლა ერთი შეკითხვა:

რომ გაჟღერებულიყო სლოგანი — «ფეხბურთი გვაერთიანებს», საქართველოში ამას ვინმე დაიჯერებდა?
ცხადია, არავინ!

გთავაზობთ ზურა (მაშო) მაისურაძის და მრეტის დიალოგს (1989 წ.):

ზურა: ფრთხილად, თორემ ფეხბურთის კაცები გაერთიანდებიან და დაგმარხავენ!
მრეტი: შანსი არაა!
ზურა: ვითომ რატომ?!
მრეტი: ჩემთან მოსვლამდე, გზაშივე შეჭამენ ერთმანეთს!
ზურა: შენ ან გენიოსი ხარ, ან ავანტიურისტი!

ცნობისთვის, მაშოს ფეხბურთის კულისები არავისგან ესწავლებოდა... ))

დიახ, ამ სლოგანის ადრესატი რაგბის კაცები ქართულ ფეხბურთში რომ ყოფილიყვნენენ, ისინიც შეჭამდნენ ერთმანეთს!

სხვა მაგალითი ავიღოთ... ქართველი მოჭიდავეები.
რა, შემკვრელი ფსიქიკა არ აქვთ თუ წარმატებები აკლიათ?!
მაგრამ ქართულ ფეხბურთში რომ ყოფილიყვნენენ, ისინიც შეჭამდნენ ერთმანეთს!

სხვა საკითხია, ქართველი რაგბისტის და მოჭიდავის ფსიქო-ტიპი ქართულ ფეხბურთში რომ ვერ იქნებოდა.

ვთქვი და კვლავაც ვიტყვი: ამით ქართულ ფეხბურთს სულაც არ ვაკნინებ, პირიქით!

რისი თქმა მსურს?

რაგბი, თავისი ბუნებით, შემკვრელია, გამაერთიანებელია!
ფეხბურთი, თავისი არსით, დამშლელია!

სწორედ ამიტომ გამოეყო ფეხბურთი, ასე ვთქვათ, «რაგბის».

რაგბი უფრო გუნდურია.
ფეხბურთი უფრო ინდივიდუალურია.

ამიტომაა, რაგბიში ძლიერი მუდამ იმარჯვებს, ფეხბურთში კი ერთ თამაშს ქუჩის გუნდიც მოუგებს გრანდებს.

ასე რომ, სლოგანი — «რაგბი გვაერთიანებს» ქართველთა დღევანდელ ყოფაზე კი არ მიუთითებს, არამედ რაგბის ბუნებაზე.

და ბოლოს, კვლავ ვიტყვი: თუ ქართული რაგბის გულშემატკივარს პრიორიტეტები აერევა, ისე როგორც ეს ფეხბურთში მოხდა, ქართული რაგბიც იმას მოიმკის, რაც ქართულმა ფეხბურთმა მოიმკა!

სულ ესაა, გმადლობთ ))
ქმენ, რაცა შენი ფერია! (რ)
0

#3 User is offline   Shenentho 

  • Vazha Chkhaidze
  • Group: Hosts
  • Posts: 849
  • Joined: 23-August 06
  • Gender:Male

Posted 27 June 2016 - 11:08 PM

https://forum.ge/?sh...post&p=48207926

არანაირი "გაოფიციალურდეს" )))

ოფიციალურად არსებობს "რაგბი ჩვენი თამაშია!"

და ცოტა წვლილი მეც მაქვს მგონი მის პიარში ))

ხოლო "რაგბი გვაერთიანებს" სლოგანს ამ თემაში კონკრეტული ადრესატი ჰყავს
და კონკრეტული თამასაა აწეული

ესაა ის "ჯიგარი ბებრები", დღემდე მხარ-და-მხარ რომ მოიყვანეს რაგბი ))

ეს არის მათდამი (ჩემი) ჰიმნი

სულ ესააა
ქმენ, რაცა შენი ფერია! (რ)
0

Share this topic:


Page 1 of 1
  • You cannot start a new topic
  • You cannot reply to this topic

1 User(s) are reading this topic
0 members, 1 guests, 0 anonymous users