Shenentho: შენაქოს ღამე ფეისბუქზე - Shenentho

Jump to content

Page 1 of 1
  • You cannot start a new topic
  • You cannot reply to this topic

შენაქოს ღამე ფეისბუქზე

#1 User is offline   Shenentho 

  • Vazha Chkhaidze
  • Group: Hosts
  • Posts: 850
  • Joined: 23-August 06
  • Gender:Male

Posted 18 July 2016 - 05:18 AM

შენაქოს ღამე ფეისბუქზე

- საღამო მშვიდობისა. ნინას მეგობარი ვარ.

- საღამო მშვიდობის :)

- მითხრა, ურთიერთობის ხელოვნება აინტერესებსო.

- მართლა ძალიან მაინტერესებს.

- ჩვენ შევხვედრივართ?
- ერთხელ, ადრე, შორიდან… მაშინ პატარა ვიყავი. 

- ახლა დიდი ხარ?
- თითქმის ოცის :blink:
- თუ გინდა ფროინდებში დამიმატე, თუ არადა, ასეც ვსაუბრობთ.

- აი, გამოგიგზავნე.

- გმადლობ… შენს პროფილში ვარ… მხატვარი… კარგი, გზადაგზა შენს ნაღვაწს გავეცნობი.

- მერე შთაბაჭდილებებს მეტყვი?

- აუცილებლად.

- მასტერკლასები როდის გექნება?

- ოქტომბერში, შეგატყობინებ.

- მადლობა. აუცილებლად მოვალ.

- ახლა სად ხარ, ამ სიცხეში?

- ახლა თუშეთში, შენაქოში.

- ოჰო :D და საუბარი შეგიძლია?
- კი, ჩემთვის ვარ… ვარსკვლავებში :rolleyes:

- ოჰო :blink: მაშინ ცოტა რამ ახლავე ვცადოთ.

- როგორ?

- სიტყვებით ვითამაშოთ.
- კარგი, მაგრამ როგორ?
- რამე თქვი, ისეთი, წამოსაყოლი.

- სიტყვა, წინადადება, თუ რა?

- ajajajjs

- სიცილს მეც მასე ვწერ ხოლმე, ყოველთვის... ესპანელებმა მასწავლეს jajajajajaj

- მე არგენტინელმა თინეიჯერშებმა :D
- მგონია, უფრო სასაცილოა აჯაჯაჯაჯაჯ, ვიდრე აჰაჰაჰჰა

- უფრო ბავშვურია.

- ხო… იცით, თითქოს არაფრის გერიდება.

- იცი! ბევრი არ ვარ, ერთი ვარ :)

- გარკი… კიარა და, კარგი… გარკი ახალი სიტყვააა :blink: ნინამ, შენობით ელაპარაკეო.
- ajajajjs ნინა.

- ჯაჯაჯაჯაჯ :P ეხლა უფრო მეცინება.
- შენს ზოდიაქოს არ ჰგავხარ.
- ანუ არადამახასიათებელი რამე?
- ჰო.

- ბევრი მაქვს წაკითხული და ვერ ვიგებ, ზოგი ემთხვევა, ზოგი არა.

- ნახატებში გავხარ.

- უიი მართლა??? ძაან საინტერესოა.

- აქ კი, საერთოდ არ :)

- ანუ ასე განვსხვავდებით მე და ჩემი ნახატები, ხომ?

- სრულიად! ვერც კი ვიჯერებ, რომ შენი ნახატებია. და იძულებული ვარ ავირჩიო, შენ თუ ნახატები!

- ნახატები… ჯაჯაჯაჯა… იმიტომ, რომ, აი, იქ, კუნჭულის კუნჭულის კუნჭულებია, ალბათ, და ის უფრო ნამდვილი იქნება.

- სცადე, თუ გამოიცნობ.

- მაგაზე იმედენს ვფიქრობ ხოლმე, რომ ბოლოს ტვინი გადამეწვა…

- მე კიდევ ეგრევე გავაკეთე არჩევანი.

- რომელი?

- შენ თავად უნდა გამოიცნო.

- გამოვიცანი. ვთქვაა?

- ჰო.

- მე :P

- ვერ გამოიცანი.
- ვაიმე… ნახატები უფრო გამიხარდა… თუ დამიჯერებთ, მართლა.

- ისევ თ!

- ხო… ანუ დამიჯერებ?

- მაინც ვერ გამოიცანი.

- კარგი… ეხლა მივხვდები, შევეცდები… ორივე ერთად!

- მაინც ვერ…

- არაფერი… მაშინ ბოლო ვარიანტია, მეტი აღარ მაქვს… ჯაჯაჯაჯაჯ
 :blink:
- ისევ ასცთი.

- მაშინ მაინტერესებს პასუხი.

- შენ ენთო!

- მე ვენთო?!

- არა, მევენთო არ მიყვარს!

- სახელზე შენენთო გიწერია ხომ?

- შენენთო წოდებაა, შესაძლოა სხვასაც ჰქონდეს.

- მართლააა? მაგარია, წოდება როცა გაქვს, რამე…

- შენ ის ერთი სიტყვა ჯერ კიდევ არ გითქვამს.
- კარგით… კიარა და, კარგი… ვიტყვი…

- გაბედულად, უნდა დამაჯერო! … რა სიჩუმეა?! ჰა, ხომ არ შეგეშინდა?

- არა, არა, მეგობრამა მომწერა და ვუპასუხე… მხოლოდ სიტყვა დავწერო? აბსტრაქტული ან კონკრეტული ან რამე.

- ჰო, მხოლოდ ერთი სიტყვა!

- კაარგი... ჟანგბადი… აი, ეხლა ეს მომაფიქრდა, უცბად.

- გინახავს ჟანგბადი? ჰაერი მაინც გეთქვა… ცხადია, სუნთქვა აჯობებდა… ჟანგბადი შენს ნახატებს უფრო ჰგავს, ვიდრე შენ.

- არ ვიცი... ჩასუნთქვა წარმოვიდგინე და მაგიტომ ვთქვი… ჩასუნთქვა უნდა მომეწერა, ალბათ.

- მიგიხვდი… მაგრამ შეგეშინდა. არადა, არ ხარ მშიშარა.
- ჯაჯაჯააჯ

- ნახატებში კი ხარ…

- უიიი… მშიშარა ვარ ნახატებშიი? ჯაჯაჯჯააჯ… რამდენი რამ გავიგე უკვეეე.

- შენი ძილის დრო ხომ არაა, უკვე :)

- გავალ, ცოტა ხანში.

- გული ხომ არ გატკინე, შენ რომ აგირჩიე და არა ნახატები?

- არა, არანაირად… უიი… ანუ პასუხია მეე?? მე!

- არა, შენენთო!
- ხო, შენენთო!

- მიხარია, რომ ხაარ!

- მეც ძალიან მიხარიააა!
- სიხარული ხანმოკლეა… ახლა პაუზა სჯობს, თორემ რაღაცას დავკარგავთ.
- ნამდვილად… მაგარი რამეა ეს, რაც თქვი!

- დაგვათენდა :)
- ყველაზე ძნელი ამის მოთმენაა ხოლმე.

- ჰო.

- განმიცდია… ანუ მუხტის დაკარვა… მშვიდობიან დღეს გისურვებ.

- ის ერთი სიტყვა მაინც არ თქვი!

- ვთქვა???

- შენ იცი!

- მაინც ბევრი სიტყვა ვიცი და ამორჩევა ძნელია.

- მხოლოდ ერთი!

- აუ, ახლა ისეთ რადიკალურს ვიტყვი, როოომმ…

- ნახატი არ მინდა! 

- ვიცი.

- რუსთველი ამბობს გიციო! «შენ გიცი კარგი მოყვარე, ერთგული, მისანდობელი».

- კარგი… ეს არის… მოკლედ, ყველაზე გულწრფელი სიტყვა…

- მაინც ვერ თქვი, მაინც ხატავ!

- არა, ვიტყვი…

- თქვი!

- ეს არის სიყვარული… ერთადერთი სიტყვა, რომელსაც ვხედავ… ნაფიქრი არაა, ეს არის.

- სიყვარული არ არსებობს :D
- გული? ბახ ბუხ :P

- მხოლოდ შეყვარებული, მეგობარი, შემოქმედი!

- ფეთქვა ჯაჯაჯაჯაჯაჯ

- ვერ!

- მივხვდი :) ადამიანია საჭირო… ანუ ადამიანის მონაწილეობაში… მესუნთქვები… მეფეთქვები… 

- მხოლოდ ერთი სიტყვა!

- მიყვარხარ!

- ajajajjs შენაქო!

- ჯაჯაჯაჯაჯ… ახლა მშვიდად დავიძინებ… მორჩა!

- დაიძინებ, რო?!

- ვერ!

- შენ მხოლოდ 20 წელი დაგჭირდა, ზოგს მთელი ცხოვრება არ ჰყოფნის.

- მიხარიხარ!

- დილა მშვიდობისა :)
ქმენ, რაცა შენი ფერია! (რ)
0

Share this topic:


Page 1 of 1
  • You cannot start a new topic
  • You cannot reply to this topic

1 User(s) are reading this topic
0 members, 1 guests, 0 anonymous users